ვესტფალია
ვესტფალია (გერმ. Westfalen) — ისტორიული რეგიონი გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, მდინარეებს რაინსა და ვეზერს შორის. თავდაპირველად საქსების (ვესტფალების) დასავლეთ შტოს განსახლების ადგილი, საქსონიის საჰერცოგოს ნაწილი. ჰაინრიხ ლომის სიკვდილის (1180) შემდეგ დაიშალა ფეოდალურ სამფლობელოებად (ვესტფალიის საჰერცოგო, მიუნსტერის საეპისკოპოსო, ოსნაბრიუკი, პადერბორნი და სხვა). 1807 წელს ნაპოლეონ I-მა დააარსა ე. წ. ვესტფალიის სამეფო (მთავარი ქ. კასელი 1807-18013). 1815 წლიდან იყი პრუსიის პროვინცია (მთავარი ქ. მიუნსტერი). 1945 წლიდან შედიოდა ინგლისის საოკუპაციო ზონაში. ამჟამად ყოფილი ლიპეს მხარესთან (1947 წლამდე დამოუკიდებელი იყო) ერთად ქმნის ფედერალური მხარის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის აღმოსავლეთ ნაწილს და მოიცავს არნსბერგის, დეტმოლდისა და მიუნსტერის ოლქებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 383.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: