პონ-დიუ-გარი
პონ-დუ-გარი (ფრანგ. Pont du Gard, სიტყვ. „ხიდი გარზე“) — ყველაზე მაღალი დღემდე შემორჩენილი ძველრომაული აკვედუკი. გადაჭიმულია მდინარე გარდონზე (უწინ გარი) საფრანგეთის დეპარტამენტში გარი, რემულანთან. აკვედუკის სიგრძეა 275 მ, სიმაღლე 47 მ. შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში (1985 წლიდან).
პონ-დიუ-გარი (რომაული აკვედუკი)* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 43°56′50″ ჩ. გ. 04°32′07″ ა. გ. / 43.94722° ჩ. გ. 4.53528° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
ნომერი | 344 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 344 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პონ დუ გარი ქალაქ რომისთვის წყლის მისაწოდებლად იყო აშენებული მარკუს აგრიპუსის ბრძანებით, რომელიც იმპერატორი ავგუსტუსის სიძე იყო (დაახ. ძვ. წ. 19). უახლესი გამოკვლევებით დასტურდება, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ახ. წ. I ს-ში. აკვედუკი სამშენებლო ხსნარის გარეშე შენდებოდა და 50 კილომეტრიანი წყალსადენის ნაწილს შეადგენდა. აკვედუკი სამიარუსიანია: ქვემო იარუსზე ექვსი არკაა, შუაზე - თერთმეტი, ხოლო ზედაზე - ოცდათხუთმეტი. ნაპირთან მოახლოებასთან ერთად არკების სიგანე ვიწროვდება.
წყალსადენმა ფუნქციონირება შეწყვიტა რომის იმპერის დაცემის შემდეგ, თუმცა თვით აკვედუკი მრავალი საუკუნე გამოიყენებოდა ხიდად მარხილების გადასაყვანად. გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების მის ქვეშ გაყვანის მიზნით საბჯენების ნაწილი გამონგრეულ იქნა, რამაც მთელ კონსტრუქციას შეუქმნა საფრთხე. 1747 წელს მის შორიახლოს თანამედროვე ხიდი ააგეს, მოძრაობა პონ დუ გარზე გაუქმდა, თვით ეს არქიტექტურული ძეგლი კი ნაპოლეონ III-ის ბრძანებით რესტავრირებულ იქნა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official Pont du Gard museum website
- Location of Pont du Gard (Michelin) დაარქივებული 2009-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Photos of the aqueduct le Pont du Gard დაარქივებული 2016-06-01 საიტზე Wayback Machine.
- Full Aqueduct (Uzès to Nîmes) website (in French) დაარქივებული 2007-10-13 საიტზე Wayback Machine.
- Pont du Gard: Picture Galerie დაარქივებული 2013-02-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links