ფსიქოდელიური როკი

ფსიქოდელიური როკიროკ მუსიკის ერთ-ერთი ჟანრი. ამ მუსიკალური ჟანრის კომპოზიციების შექმნისას და მოსმენისას ხშირად გამოიყენება ჰალუცინოგენური ნივთიერებები, მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები.

ასეთი ჟანრის სიმღერების ჩაწერისას მუსიკოსები ცდებს ატარებენ ინსტრუმენტებისა და ვოკალების ჟღერადობასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმღერების ტექსტებიც, რომლებშიც ნახსენებია სიზმრები და ჰალუცინაციები.

ფსიქოდელიური როკი წარმოიშვა ბლუზზე დაფუძნებული კომპოზიციებიდან და მალე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ჟანრად. იგი ნაწილობრივ შეიცავდა 60-იანი წლების მძიმე მეტალის ელემენტებს, მაგრამ ასევე იყენებდა ინდური მუსიკის ჰანგებს. თუმცა, თავად ფსიქოდელია არა მხოლოდ როკს, არამედ ელექტრონულ მუსიკასაც შეეხო.

დახასიათება

რედაქტირება

ფსიქოდელიურ როკს გამოარჩევს შემდეგი ნიუანსები:

  • ელექტრონული გიტარები, აუდიოეფექტების თანხლებით, როგორიც არის wah-wah და fuzzbox.
  • სტუდიურ ჩანაწერებში ეფექტები - მაგალითად, ასეთია შებრუნებული სოლო, ერთი და იმავე აუდიოფრაგმენტის ამოჭრა და განმეორებით მთელ ჩანაწერში გამოყენება და ექოს მკვეთრი ეფექტი
  • ხშირად როკ-ჯგუფისათვის ნაკლებად დამახასიათებელი ინსტრუმენტების გამოყენება - თუნდაც სიტარის სახით.
  • კლავიშებიან საკრავებზე მკვეთრი აქცენტი - განსაკუთრებით ორგანისა და მელოტრონის ჟღერადობაზე.
  • გამოირჩევა ხანგრძლივი ინსტრუმენტული იმპროვიზაციებით. მაგალითად, თუ სტუდიური ჩანაწერი 10 წუთიანია, საკონცერტო შესრულებისას ის 30 და მეტ წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს.
  • სიმღერების რთული სტრუქტურა.
  • სურეალისტური ლირიკა, შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოების გავლენით. ფსიქოდელიური როკის ჩამოყალიბებისას და შემდგომ წლებში ტექსტებში შეიმჩნეოდა სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და ზღაპრების გავლენა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება