სიტარი
სიტარი (ჰინდი: सितार, ბენგალ: সেতার, ურდუ: ستار, სპარს: سیتار ) — ინდური მრავალსიმიანი მუსიკალური ინსტრუმენტი მდიდარი ორკესტრული ხმებით.
სიტარს 7 მთავარი სიმი აქვს. გარდა ამისა, სიტარზე 9-13 რეზონანსური სიმია, რომელთაც ტარაფები ჰქვია. რეზონანსული სიმები, მთავარი სიმების გამოძახილზე ქმნიან უნიკალურ ხმას, რაც მას სხვა საკრავებისგან განასხვავებს. ხმა მიიღება სპეციალური მედიატორით, „მიზრაბი“, რომელიც საჩვენებელ თითზე იცმევა.
სახელი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთის ბევრი სიმიანი ინსტრუმენტის წინაპარ სპარსულ „სეტარიდან“ მოდის. სიტარი ინდოეთში XIII ს-ში მუსლიმთა გავლენის ძლიერების ხანაში გაჩნდა და დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც ახლო ნათესავი - ტაჯიკური სეტორი, რომელიც სამსიმიანია („სე“ ნიშნავს სამს). თუმცა ინდოეთში ინსტრუმენტი გარდაიქმნა: საშუალო ზომის ხის რეზონატორი ჩაანაცვლეს დიდი გოგრისებრით, გარდა ამისა დაამატეს მეორე გოგრისებრი რეზონატორიც, რომელიც გრიფის თავზეა მიმაგრებული; დეკა მდიდრულად გააფორმეს ვარდის ხითა და სპილოს ძვლით, ხოლო მიმაგრებული წყობები კი ჩაანაცვლეს მეტალის თაღისებრით.
ცნობილი სიტარისტები
რედაქტირებასიტარი როკ-მუსიკაში
რედაქტირება- ჯგუფ როლინგ სტოუნზის სიმღერა „Paint It Black-ში“, სიტარი არის სოლო ინსტრუმენტი.
- ჯიმი ჰენდრიქსისა და ბრაიან ჯონსის (როლინგ სტოუნზის წევრი) ერთობლივ ნამუშევარ „My little one-ში“, ბრაიან ჯონსი უკრავს სიტარზე.
- მეტალიკის სიმღერა „Wherever I May Roam-ის“ შესავალი იკვრება სიტარზე.
- ბეჰემოთის სიმღერა „Shemhamforash-ში“ ალბომ Evangelion-დან.
- სტივ ვაის კომპოზიცია - „Bangkok-ში“.
- The Beatles-ის სიმღერებში - „Norwegian Wood“ (როკმუსიკაში პირველად), „Love You To“, „Within You Without You“ და „The Inner Light“.
სიტარი ელექტრონულ მუსიკაში
რედაქტირება- პროდიჯის თრექ „Smack my b**** up-ში“, რომელიც უცხო კომპოზიციიდანაა, არის სიტარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სიტარი“ ვიკისაწყობში.
- რავი შანკარის საიტი