Within You Without You
Within You Without You — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია ჯგუფ The Beatles-ის 1967 წლის სტუდიურ ალბომში Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.
„Within You Without You“ | |
---|---|
სიმღერა, შემსრულებელი – The Beatles, ალბომიდან Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band | |
გამოსვლის თარიღი | 1 ივნისი 1967 |
ჩაიწერა | 15 და 22 მარტი / 3 აპრილი 1967 |
ჟანრი | ინდური კლასიკური მუსიკა, რაგა როკი |
ენა | ინგლისური |
ხანგრძლივობა | 5:05 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone |
ავტორი | ჯორჯ ჰარისონი |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი |
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band - სიმღერები | |
|
სიმღერაში ჟღერს მხოლოდ ჰარისონისა და უცნობი მუსიკოსების მიერ ჩაწერილი ინსტრუმენტული პარტიები და ვოკალი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიმებიანი ორკესტრის არანჟირება და ჩაწერა ჯორჯ მარტინს ეკუთვნის. ჰარისონი და ნილ ესპინოლი ამ სიმღერაში უკრავენ ტამბურაზე, ხოლო ამრიტ გაჯარი - დილრუბაზე.
ეს არის ჰარისონის მეორე კომპოზიცია, შეტანილი The Beatles-ის ალბომში, რომელიც დაიწერა ინდური კლასიკური მუსიკის გავლენით - წინა იყო Love You To, აგრეთვე ეს არის ცნობილია, რომ იგი დაიწერა ჰარმონიუმზე, კლაუს ფორმანის სახლში, სადაც "ბევრი მოსაწევი იყო". ჯორჯის ერთადერთი საავტორო სიმღერა ალბომზე Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.
თავდაპირველად კომპოზიცია 30 წუთიანი პიესის სახეს ატარებდა, მაგრამ ალბომისთვის შემოკლებული იქნა. განსხვავებული მიქსი შეტანილია ალბომში Love, სადაც იგი ერწყმის სიმღერას Tomorrow Never Knows.
ლენონის თქმით, ეს იყო ჰარისონის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა.