Being for the Benefit of Mr. Kite!ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია ჯგუფ The Beatles-ის 1967 წლის სტუდიურ ალბომში Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.

„Being for the Benefit of Mr. Kite!“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 1 ივნისი 1967
ჩაიწერა 17, 20 თებერვალი, 28, 29, 31 მარტი 1967
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, საცირკო მუსიკა, ექსპერიმენტული როკი
ხანგრძლივობა 2:37
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ლენონი / მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Bandსიმღერები
მხარე 1
  1. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
  2. With a Little Help from My Friends
  3. Lucy in the Sky with Diamonds
  4. Getting Better
  5. Fixing a Hole
  6. She's Leaving Home
  7. Being for the Benefit of Mr. Kite!
მხარე 2
  1. Within You Without You
  2. When I'm Sixty-Four
  3. Lovely Rita
  4. Good Morning Good Morning
  5. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (Reprise)
  6. A Day in the Life

სიმღერის ძირითადი ავტორი ჯონ ლენონია. ძირითადად, მისი იდეა ეფუძნება XIX საუკუნის საცირკო პოსტერს (პაბლო ფანკის ცირკისათვის) რომელიც მან 1967 წლის 31 იანვარს შეიძინა - იმ დღეს, როდესაც იღებდნენ სიმღერის Strawberry Fields Forever პრომო-ფილმს. ლენონის თქმით, სიმღერის ტექსტში გამოყენებული ყველაფერი, რაც იმ პოსტერზე წერია, გარდა ცხენის სახელისა - მას ჰენრი არ ერქვა (პოსტერზე ცხენი ნახსენებია, როგორც ’ზანთუსი’). მისტერ კაიტი სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო უილიამ კაიტი, პაბლო ფანკის ცირკის თანამშრომელი.