მძიმე მეტალი (ასევე მძიმე მეტალი, ინგლ. heavy metal, ხშირად მოხსენიებული როგორც უბრალოდ მეტალი) — როკ-მუსიკის ერთ-ერთ ჟანრს წარმოადგენს[1], რომელმაც ჩამოყალიბებული სახე 1970-იან წლებში მიიღო ძირითადად გართიანებულ სამეფოში და აშშ-ში. მისი შექმნა უკავშირდება აღნიშნული პერიოდის როკ-ჯგუფებს, რომლებიც 1967—1974 წლებში ბლუზ-როკისა და ფსიქოდელიური როკის ნაზავ მუსიკას უკრავდნენ, მკვეთრად გამოხატული მასიური ხმით, გაძლიერებული დისტორშენით, გახანგრძლივებული გიტარის სოლოებით, მკვეთრად გამოხატული დრამების პარტიებით, ხმის საერთო სიმაღლით.

პირველი მძიმე მეტალ ჯგუფები, როგორებცაა Black Sabbath, ლედ ზეპელინი და Deep Purple ფართო აუდიტორიას ხიბლავდა. შუა სამოცდაათიანებში ჟანრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით ისეთ ჯგუფებს, როგორებცაა: Judas Priest, Motörhead, Iron Maiden და სხვა. 1980-იან წლებში გლემ მეტალი გახდა წამყვანი კომერციული ძალა Mötley Crüe-სა და ბევრი სხვა ჯგუფისთვის. მიწისქვეშეთი კი იქმნებოდა უფრო ექსტრემალური, აგრესიული მიმდინარეობები: თრეშ მეტალი გახდა მეინსტრიმული მუსიკა ძირითადად ჯგუფ მეტალიკას ძალისხმევით, მაგრამ სხვა მიმდინარეობები - დეზ მეტალი და ბლეკ-მეტალი კვლავ სუბკულტურულ ფენომენად რჩებოდა. შუა 90-იანებიდან პოპულარურმა მიმდინარეობებმა, როგორებიცაა ნიუ მეტალი, რომელიც ხშირად შეიცავს ელემენტებს გრანჟიდან და ჰიპ-ჰოპიდან, და მეტალკორი, რომელშიც შეზავებულია ექსტრემალური მეტალი და მძიმეკორ პანკი, კიდევ უფრო გააფართოვეს მძიმე მეტალის განსაზღვრება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Du Noyer, Paul (რედ.) (2003). The Illustrated Encyclopedia of Music. Flame Tree. ISBN 1-904041-70-1
  • Weinstein, Deena (1991). Heavy Metal: A Cultural Sociology. Lexington. ISBN 0-669-21837-5. შესწორებული გამოცემა: (2000). Heavy Metal: The Music and its Culture. Da Capo. ISBN 0-306-80970-2
  1. Du Noyer (2003), გვ. 96; Weinstein (2000), გვ. 11–13.