ლედ ზეპელინი
ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ გიტარისტი ჯიმი პეიჯი, ვოკალისტი რობერტ პლანტი, ბასისტი/კლავიშისტი ჯონ პოლ ჯოუნსი და დრამერი ჯონ ბონემი. ჯგუფის მძიმე, გიტარაზე დაფუძნებული ჟღერადობამ, ადრეულ ალბომებზე ბლუზისა და ფსიქოდელიის სახით, ლედ ზეპელინს მძიმე მეტალის წინაპრების სახელი შესძინა, თუმცა მათი უნიკალური სტილი სხვა ჟანრებით იყო შთაგონებული, მათ შორის ხალხური მუსიკით.
ლედ ზეპელინი | |
---|---|
საათის ისრის მიხედვით, ზევიდან მარცხნივ: პეიჯი, ბონემი, პლანტი, ჯოუნსი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი, ბლუზ-როკი, ფოლკ-როკი, მძიმე მეტალი |
აქტიური |
1968–80 (გაერთიანებები: 1985, 1988, 1995, 2007) |
ლეიბლ(ებ)ი | Atlantic, Swan Song |
ყოფილი წევრები | |
საიტი | ledzeppelin.com |
ლედ ზეპელინი ვიკისაწყობში |
თავდაპირველად ჯგუფს The New Yardbirds ერქვა, მაგრამ მან სახელი შეიცვალა და Atlantic Records-თან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა მათ შემოქმედებით თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ლედ ზეპელინი კრიტიკოსებს არ მოსწონდათ, მოგვიანებით მათ მოიპოვეს კომერციული წარმატება ალბომებით Led Zeppelin (1969), Led Zeppelin II (1969), Led Zeppelin III (1970), მეოთხე უსათაურო ალბომით (1971), Houses of the Holy-ით (1973) და Physical Graffiti-ით (1975). მეოთხე ალბომი, რომელშიც შეტანილია "Stairway to Heaven", როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ნაშრომია, რომელმაც ლედ ზეპელინის პოპულარობა უზრუნველყო.
პეიჯი არის ლედ ზეპელინის მუსიკის ძირითადი ავტორი, განსაკუთრებით ადრეულ წლებში, ხოლო პლანტი - ტექსტების. ჯოუნსის კლავიშებიანებზე აგებული კომპოზიციები მოგვიანებით ჯგუფის მუსიკალური კატალოგის ძირითად ბირთვად იქცა, თავისი ექსპერიმენტული ხასიათით. კარიერის გვიანდელი პერიოდი გამოირჩევა რეკორდული გაყიდვების მქონე ტურნეებით, რომლებმაც ლედ ზეპელინს აგრეთვე უზნეო იმიჯი შესძინეს. მიუხედავად იმისა, რომ კომერციულად და კრიტიკულად ჯგუფი წარმატებას ინარჩუნებდა, 1970-იანების ბოლოს ნაკლებად ნაყოფიერი იყო. 1980 წელს ბონემის გარდაცვალების შემდეგ იგი დაიშალა. დარჩენილი წევრები დროდადრო იკრიბებოდნენ და მონაწილეობდნენ ლედ ზეპელინის დროებით გაერთიანებებში, რომელთა შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილი კონცერტი (2007), ჩატარებული დრამერ ჯეისონ ბონემის, ჯონის შვილის მონაწილეობით.
ლედ ზეპელინი ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად. იგი აგრეთვე მუსიკალური ჩანაწერების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელია. სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 200-დან 300 მილიონ ალბომამდე. RIAA-ს მიერ აღრიცხული 111.5 მილიონი ჩანაწერით, აშშ-ში ლედ ზეპელინი გაყიდვების მხრივ სიაში რიგით მეორე შემსრულებელია.[1] ყოველი მათი ცხრა სტუდიური ალბომიდან Billboard-ის საუკეთესო 10-ეულში მოხვდა და მის პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.[2] Rolling Stone-მა მათ ყველა დროის "უმძიმესი",[3] "70-იანების უდიდესი",[4] და "უდავოდ, როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ჯგუფი" უწოდა.[5] 1995 წელს ლედ ზეპელინი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მუზეუმში წარმოდგენილი ჯგუფის ბიოგრაფიის მიხედვით, იგი 1970-იანებში ისეთივე გავლენიანი იყო, როგორც The Beatles - 1960-იანებში.[6]
ისტორია
რედაქტირებაჩამოყალიბება
რედაქტირება1966 წელს ლონდონელი სესიური გიტარისტი ჯიმი პეიჯი გახდა The Yardbirds-ის წევრი, როდესაც უკანასკნელი დატოვა ბასისტმა პოლ სემუელ სმითმა. მოგვიანებით პეიჯმა ბასიდან წამყვან გიტარაზე გადაინაცვლა და ჯეფ ბეკთან ერთად ასრულებს ორმაგ სოლოებს. 1966 წლის ოქტომბერში ბეკი ჯგუფიდან წავიდან და Yarbirds, რომელსაც მობეზრდა ტურნეები და ჩაწერა, დაშლას იწყებდა.[7] პეიჯს ურდა სუპერჯგუფის შექმნა, რომელშიც თავად ბეკთან ერთად გიტარებზე დაუკრავდა, ხოლო The Who-ს კით მუნი და ჯონ ენტუისლი იქნებოდნენ დრამერი და ბასისტი. [8] პროექტში გაწევრიანებისთვის აგრეთვე მოიაზრებოდნენ სტივ უინვუდი და სტივ მერიოტი.[9] მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი არ შეკრებიკა, 1966 წელს პეიჯმა, ბეკმა და მუნმა ბას-გიტარისტ ჯონ პოლ ჯოუნსის, როგორც სესიური მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერეს "Beck's Bolero".[10]
The Yardbirds-ის უკანასკნელი კონცერტი 1968 წლის ივლისში, ლატონის ტექნოლოგიურ კოლეჯში გამართეს, ბედფორდშირში. [11] ვინაიდან კონტრაქტით უნდა გამოსულიყვნენ სკანდინავიაში, დრამერი ჯიმ მაკ-კარტიმ (დასარტყმელი საკრავები) და კით რელფმა (ვოკალი) პეიჯსა და კრის დრეიას უფლება მისცეს, Yardbirds-ის სახელით კვლავ გამოსულიყვნენ. პეიჯმა და დრეიამ დაიწყეს ახალი შემადგენლობის შეკრება. თავდაპირველად პეიჯი წამყვანი ვოკალისტის პოზიციაზე წარმოიდგენდა ტერი რაიდს, მაგრამ უკანასკნელმა არ ისურვა ამ ადგილის დაკავება და ჯიმის ურჩია რობერტ პლანტი, Band of Joy-ს და Hobbstweedle-ს ვოკალისტი.[12] პლანტი საბოლოოდ დათანხმდა ამ შემოთავაზებაზე და პეიჯს ურჩია Band of Joy დრამერი ჯონ ბონემი.[13] ჯოუნსმა ბასისტის ადგილი ცოლის რჩევით დაიკავა, მას შემდეგ, რაც დრეიამ ჯგუფი დატოვა და ფოტოგრაფიით დაკავდა.[14][nb 1] პეიჯი ჯოუნსს იცნობდა იმ დროიდან, რაც ორივე სესიური მუსიკოსების სახით მოღვაწეობდნენ და მის შემოერთებაზეც დათანხმდა.[16]
მათი პირველი ერთობლივი რეპეტიცია გაიმართა ლონდონში, ჯერარდ სტრიტზე მდებარე მუსიკალური მაღაზიის თავზე.[17] პეიჯმა მათ შესთავაზა "Train Kept A-Rollin'"-ის, ჯონი ბერნეტის მიერ როკაბილი ვერსიის სახით პოპულარიზებული ჯამპ-ბლუზის ჟანრის ორიგინალური კომპოზიციის ვარიანტის შესრულება (იგი Yardbirds-ის სეტლისტებში შედიოდა). "როგორც კი მოვისმინე, თუ როგორ უკრავდა ჯონ ბონემი," იხსენებდა ჯონსი, "ვიცოდი, რომ ეს დიდებული იქნებოდა ...უმალვე შედგა ჩვენი გუნდი".[18] სკანდინავიაში წასვლამდე ისინი მონაწილეობდნენ პი ჯეი პრობის ალბომ Three Week Hero-ის ჩაწერაში. მასზე, სიმღერაში "Jim's Blues", პლანტი ჰარმონიკაზე უკრავს. ეს იყო პირველი სტუდიური ჩანაწერი, რომელზეც წარმოდგენილი იქნა ჯგუფის ოთხივე წევრი.[19]
სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში კოლექტივი The New Yardbirds-ის სახელით გამოვიდა. ტურნე დაიწყო გლადსაკსეში, Gladsaxe Teen Clubs-ში გამოსვლით, 1968 წლის 7 სექტემბერს.[19] თვის ბოლოს დაიწყო პირველი ალბომის ჩაწერა. იგი ძირითადად კონცერტებზე დამუშავებულ მასალას ეფუძნებოდა. ალბომი ცხრა დღის განმავლობაში ჩაიწერა, პეიჯის ხარჯებით.[20] მისი დასრულების შემდეგ ჯგუფი იძულებული იქნა, შეეცვალა სახელწოდება მას შემდეგ, რაც ეს დრეიამ ოფიციალური წერილით მოსთხოვა - იგი იმეორებდა, რომ New Yardbirds-ის სახელის გამოყენების უფლება მხოლოდ სკანდინავიური ტურნეს გამო მისცა.[21] არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ როგორ აირჩიეს ჯგუფის ახალი სახელწოდება. ერთ-ერთის თანახმად, მუნი და ენტუისლი, როდესაც პეიჯი მათი მონაწილეობით ჯგუფის ჩამოყალიბებას აპირებდა, ამტკიცებდნენ, რომ კოლექტივი „ტყვიის ბუშტივით“ ჩავარდებოდა (lead balloon), რაც ინგლისურ ენაში სავალალო შედეგების სინონიმია.[22] მენეჯერ პიტერ გრანტის რჩევით, სიტყვიდან lead ამოღებული იქნა ასო a, რათა მათ, ვისთვისაც ეს გამონათქვამი უცნობი იყო, იგი როგორც leed არ წარმოეთქვათ.[23] სიტყვა ბუშტი (balloon) შეცვალეს ზეპელინით (zeppelin), რამაც, როგორც მუსიკალური ჟურნალისტი კით შოდუიკის წერდა, პეიჯს მიუთითა „სიმძიმესა და სიმსუბუქეზე, აალებადობასა და მოხდენილობაზე“.[22]
1968 წლის ნოემბერში გრანტმა Atlantic Records-თან გააფორმა კონტრაქტი 143.000 გირვანქა სტერლინგის ავანსით, რაც ახალბედა ჯგუფის ისტორიაში იმ დროისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთანხმება იყო.[24] Atlantic-ის კატალოგი ძირითადად ბლუზის, სოულის და ჯაზის ჩანაწერებისგან შედგებოდა, მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოს იგი დაინტერესდა ბრიტანული პროგრესული როკის წარმომადგენლებით. ლეიბლის წარმომადგენლებმა ლედ ზეპელინთან კონტრაქტი გააფორმეს მუსიკოსებთან შეხვედრის გარეშე.[25] კონტრაქტის პირობებით, მუსიკოსები თავად ირჩევდნენ ალბომის გამოცემის და ტურნეს ჩატარების თარიღებს, აგრეთვე ალბომში შეტანილ მასალას და გარეკანის დიზაინს. ისინი აგრეთვე თავად აირჩევდნენ, თუ როგორი სარეკლამო კამპანიით წარმოადგენდნენ ყოველ ჩანაწერს და რომელ სიმღერებს გამოსცემდნენ სინგლებზე. მათ დააარსეს საკუთარი კომპანია Superhype, რომელიც ჯგუფის საგამომცემლო უფლებებს მართავდა.[17]
ადრეული წლები 1968–70
რედაქტირება- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
Dazed and Confused(1969 წ.) | |
ეს სიმღერა შესულია ჯგუფის 1969 წლის ალბომ Led Zeppelin-ში |
ჯგუფის პირველი ალბომი ჯერ არ იყო ჩაწერილი, როდესაც 1968 წლის ოქტომბერში შედგა მათი სადებიუტო გამოსვლა სურეის უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა ჯგუფის ჩრდილო ამერიკული ტური (1968/1969), შემდეგ მათ მიაშურეს დასავლეთ სანაპიროს - ლოს-ანჯელესს, სან ფრანცისკოსა და სხვა ქალაქებს.[26]
ჯგუფის სადებიუტო ალბომი გამოიცა 1969 წლის 12 იანვარს, მათი პირველი ტურის დასრულების შემდეგ. მასში ერთმანეთს კარგად ერწყმის ბლუზი, ფოლკური მოტივები და აღმოსავლური ჰანგები. დისკი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსუბუქი მეტალის ჩამოყალიბებისათვის. მიუხედავად ამისა, პლანტი ამტკიცებდა, რომ ჯგუფი არ უნდა განიხილონ მსუბუქი მეტალის შემსრულებლად, რადგანაც მათი მუსიკის მესამედი აკუსტიკური იყო [27]
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
Whole Lotta Love (1969 წ.) | |
ეს სიმღერა შესულია ჯგუფის 1969 წლის ალბომ Led Zeppelin II-ში |
სპეციალურად რადიოებისათვის ჩაწერილ ინტერვიუ-დისკზე Led Zeppelin Profiled (1990) პეიჯმა ახსენა, რომ ალბომის ჩაწერას დასჭირდა სტუდიური დროის 36 საათი (ხმის მიქსთან ერთად). ამასთან, იგი კარგად იყო ამაში დარწმუნებული, რადგანაც იცოდა, რა თანხა დაჯდა სტუდიის ქირაობა. პიტერ გრანტის თქმით, ალბომის პროდიუსირებას 1.750 ფუნტი დასჭირდა (გარეკანის შექმნასთან ერთად).[28] 1975 წლისათვის ალბომის გაყიდული ასლების რაოდენობა 7.000.000-ს გასცდა.[29]
Led Zeppelin-ის ყდამ საპროტესტო მიმართვები გამოიწვია, როდესაც 1970 წლის 28 თებერვალს, ჯგუფის კოპენჰაგენის კონცერტის შემდეგ, ოთხეული გაეხვია სკანდალში ევა ფონ ზეპელინთან (დაღუპული ჰინდენბურგის დირიჟაბლის შექმნელის ნათესავთან), რომელსაც არ ესიამოვნა ალბომის გარეკანზე დირიჟაბლის კატასტროფის ხილვა.[30]
არსებობის პირველი წელიწადის განმავლობაში, ლედ ზეპელინმა იმოგზაურა ოთხი აშშ და ოთხი ბრიტანული ტურით, აგრეთვე გამონახა მეორე ალბომის Led Zeppelin II ჩაწერის დრო. იგი ჩაწერილი იქნა ჩრდილო ამერიკულ სტუდიებში და გამოსვლისთანავე უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად, ვიდრე პირველს. ორივე ქვეყნის რეიტინგებში მან მიაღწია პირველ ადგილს.[31] აქ ჯგუფმა განავრცო პირველ ალბომზე გამოტანილი იდეები და შექმნა ჩანაწერი, რომელიც კრიტიკოსებმა უფრო პოზიტიურად მიიღეს, ხოლო ჯგუფმა მოყვარულების ახალი ტალღა შეიძინა. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ Led Zeppelin II იქცა 70-იანების მძიმე როკის მთავარი გავლენად.
ალბომის გამოსვლის შემდეგ ამერიკაში კიდევ რამდენიმე ტური მოეწყო. ჯგუფი უფრო უკრავდა კლუბებში, ვიდრე დიდ დარბაზებსა და სტადიონებში. კონცერტი სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მასზე იმპროვიზაციით სრულდებოდა ჯგუფის იმ დროისათვის ცნობილი სიმღერები [32]. ამ ჩანაწერების ნაწილი მხოლოდ ბუტლეგების სახით არსებობს.
1969 წლის ივლისში ჯგუფი გამოვიდა ნიუ-იორკში, შეფერის მუსიკალურ ფესტივალზე, მთავარი სტუმრის ამპლუით.
მესამე ალბომის დასაწერად პეიჯი და პლანტი განმარტოვდნენ უელსში მდებარე ერთ-ერთი კოტეჯში, ბრონ-ი-ავრში. შედეგად მიღებული იქნა უფრო მეტად აკუსტიკური ჟღერადობა. ხალხური და კელტური მუსიკის გავლენის გამო, ალბომმა ჯგუფი განვითარების კიდევ ერთ ეტაპზე გადაიყვანა.
ალბომის აკუსტიკურმა ჟღერადობამ ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. უამრავი მოყვარული გაკვირვებული იყო, რომ ლედ ზეპელინმა პრინციპულად უარი თქვა პირველი ორი ალბომის ნახევრად ელექტრონულ ჟღერადობაზე. დროთა განმავლობაში მსმენელებმა უფრო დადებითად მიიღეს ეს დისკი.[33][34] პირველ გამოცემას აგრეთვე ჰქონდა ყდა, რომელშიც ამოჭრილი იყო ნახვრეტები. მათში კარგად ჩანდა ბუკლეტის გვერდებზე გამოსახული კოლაჟები.
პირველი სიმღერა „Immigrant Song“ 1970 წლის ნოემბერში გამოიცა სინგლის სახით. სინგლში შეტანილი იყო „Hey Hey What Can I Do“, ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელიც არცერთ ალბომში არ შესულა. საგულისხმოა, რომ ჯგუფი თავად სინგლების გამოცემის წინააღმდეგი იყო და იგივე პოზიცია შერჩა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ პიტერ გრანტის მოთხოვნით, გამოცემული იქნა რამდენიმე სინგლი.
ალბომის უკანასკნელი სიმღერაა „Hats Off To (Roy) Harper“, რომელიც ეძღვნება იმ დროის კიდევ ერთ პოპულარულ მუსიკოსს, როი ჰარპერს. იგი ჯგუფის წევრებისათვის ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი იყო და მათ აკუსტიკური მუსიკისადმი დიდი ინტერესი გაუჩინა.
„მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი“: 1971–75
რედაქტირებალედ ზეპელინის არსებობის პირველი წლები დაჩრდილა 1971-1975 წლებში ჯგუფის წარმატებამ. ამ პერიოდშივე გამოიცა მათი საუკეთესო ალბომები. მათ იმიჯში გამოჩნდა ფერადი ტონები. მაგრამ ჯგუფი არა მხოლოდ მუსიკით, არამედ სცენის მიღმა მიმდინარე შეშლილი ცხოვრებით იყო ცნობილი. ლედ ზეპელინი იმ პერიოდში საკუთარი თვითმფრინავით მოგზაურობდა, სახელად The Starship.[35]). ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ერთდროულად სასტუმროს რამდენიმე ნომერს - განსაკუთრებით აღსანიშნავია კონტინენტალ ჰაიატი, ლოს-ანჯელესში. ბევრი ჟურნალისტი თვალს ადევნებდა მათ ცხოვრებას, შემდეგ კი სტატიებს წერდა ჯგუფის მიერ მოწყობილ დებოშებზე. ბენდი ცნობილი იყო იმით, რომ ამტვრევდა სასტუმროში განლაგებულ ავეჯს და აგდებდა ტელევიზორებს ფანჯრებიდან. უფრო მეტიც - ერთ-ერთი ასეთი „ზეიმის“ დროს ჯონ ბონემი მოტოციკლით დარბოდა დაქირავებულ სართულზე.
ლედ ზეპელინის მეოთხე ალბომი 1971 წლის 8 ნოემბერს გამოიცა. გარეკანზე ჯგუფის ან ალბომის სახელწოდება არც კი იყო ნახსენები, მაგრამ გამოსახული იყო ოთხი უცნაური სიმბოლო: . ჯგუფმა ასეთი ნაბიჯი გადადგა მაშინ, როდესაც პრესაში გაჩნდა მოსაზრებები, თითქოს ლედ ზეპელინის იმიჯი გაზვიადებული და მეტისმეტად ხმაურიანია. პასუხად, გამოიცა ალბომი, რომლის გარეკანზეც არც იყო ნახსენები ჯგუფი - იმის დასამტკიცებლად, რომ ალბომი გაიყიდება ყოველგვარი ზედმეტი რეკლამის გარეშე. ალბომს ხშირად უწოდებენ ოთხ სიმბოლოს და მეოთხე ალბომს (კომპანიის Atlantic Records კატალოგში იგი ორივე სახელწოდებით არის შეტანილი). აგრეთვე გამოიყენება ტერმინები IV, უსათაურო, Zoso, რუნები, ჯოხები, ჯოხებიანი კაცი და ოთხი. მიუხედავად ამისა, ყველაზე ხშირად ალბომს უწოდებენ Led Zeppelin IV. ჟურნალ როლინგ სტოუნთან 2005 წლის ინტერვიუში პლანტმა ახსენა, რომ მას უბრალოდ მეოთხე ალბომს უწოდებენ.[36]
-მ ჯგუფის მუსიკა შეიტანა უფრო მეტი აკუსტიკური ელემენტი, გარდა უკვე დამკვიდრებული მსუბუქი მეტალისა და ბლუზის მოტივებისა. ალბომში ჟღერს, როგორც მძიმე როკი (Black Dog), ასევე აკუსტიკური ბალადები (Going to California)[37]. Rock and Roll უფრო როკ მუსიკის ფუძეების გახსენებაა. 2006 და 2007 წლებში ეს სიმღერა გამოიყენებოდა კადილაკის ავტომობილების რეკლამაში.[38]
ალბომში ასევე შესულია Stairway to Heaven, რომელსაც აქტიურად უშვებდა საკუთარ ეთერში სხვადასხვა სადგური, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იგი არასოდეს გამოსულა სინგლის სახით. სიმღერამ სკანდალი გამოიწვია, რადგანაც მასში იყო დაფარული ტექსტები სატანისტური გზავნილებით (როგორც ბევრი ამტკიცებს).[39] 2005 წელს ჟურნალმა Guitar World მკითხველებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგაც Stairway to Heaven დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო გიტარის სოლოს მქონე სიმღერად.[40]
2006 წლის 31 ივლისისათვის მხოლოდ აშშ-ში გაიყიდა 23 მილიონი ასლის ოდენობით. შედეგად დისკი მოხვდა აშშ მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ალბომის ადგილზე.[41] მსოფლიო მასშტაბით, გაყიდვების მხრივ იგი მეთერთმეტე ადგილზეა.[42]
ლედ ზეპელინის შემდეგი ალბომი, Houses of the Holy გამოვიდა 1973 წელს. მასში უფრო მეტი ცდა განხორციელდა, ხანგრძლივი სიმღერებითა და სინთეზატორის/მელოტრონის ორკესტრირების გამოყენებით. სიმღერა Houses of the Holy არ არის შეტანილი ორიგინალურ ალბომში, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პერიოდშია ჩაწერილი. მისი მოსმენა შესაძლებელია 1975 წლის დისკზე Physical Graffiti.[28].
ალბომის მკვეთრი ნარინჯისფერი ყდა შექმნილია ჰიპნოზისის მიერ. მასზე გამოსახულია შიშველი ბავშვები [43], რომლებიც მიცოცავენ ბაზალტის ქვებზე (გადაღებულია ჩრდილოეთ ირლანდიაში). მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ზურგის მხრიდან არიან ნაჩვენები, ალბომის გამოსვლისას ამ გამოსახულებამ კრიტიკა გამოიწვია. სხვადასხვა ქვეყნებში ალბომი აიკრძალა.[44][45]
ალბომი მოხვდა რეიტინგების სათავეში, რასაც მოჰყვა ლედ ზეპელინის 1973 წლის ჩრდილო ამერიკული ტური. მაყურებლის დასწრების მხრივ მან ყველა რეკორდი მოხსნა. ტამპას სტადიონზე (ფლორიდა) მათ დაუკრეს 56.800 მოყვარულის წინაშე (ამით მათ The Beatles-ის შის სტადიონის 1965 წლის კონცერტის რეკორდი მოხსნეს). სამივე კონცერტი მედისონ სკვერში გადაღებული იქნა ფილმისათვის, მაგრამ მოგვიანებით მხოლოდ ერთი გამოიცა ფილმის The Song Remains the Same სახით.
1974 წელს ჯგუფმა შეისვენა სესიებისგან და ტურისგან და საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლი დააარსა, სახელწოდებით Swan Song (ასე ერქვა ჯგუფის ერთ-ერთ სიმღერას, რომელიც არასოდეს შესულა მათ რომელიმე ალბომში). ფირმის ლოგოზე, რომელიც ეფუძნება უილიამ რიმერი 1869 წლის ნახატს საღამო: დღის ბოლოს, გამოსახულია აპოლონი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის, თითქოს ეს არის იკაროსი, სატანა ან ლუციფერი. ლოგოტიპი გამოსახულია ბევრ სუვენირზე, განსაკუთრებით მაისურებზე. ლეიბლი თანამშრომლობდა ჯგუფებთან: Bad Company და Pretty Things, აგრეთვე მეგი მეიბლთან, Sad Café და Wildlife[46]. ლეიბლი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სანამ ჯგუფი არსებობდა, მაგრამ დაიშალა, როგორც კი ჯგუფმა დაასრულა საკუთარი მოღვაწეობა.[28]
ტურნეებისგან შესვენება და დაბრუნება: 1975–77
რედაქტირება1975 წლის 24 თებერვალს გამოვიდა ლედ ზეპელინის პირველი ორმაგი ალბომი Physical Graffiti, რომელიც იყო ლეიბლის Swan Song Records პირველი პროდუქტი. აქ არის თხუთმეტი სიმღერა, რომელთა ნაწილიც (8 სიმღერა) ჩაიწერა ჰიდლი გრენჯში, 1974 წელს. დანარჩენი სიმღერები ჩაიწერა წინა წლებში, მაგრამ ჯერ არ იყო შეტანილი არც ერთ ალბომში.
ჟურნალ როლინგ სტოუნის რეცენზიაში Physical Graffiti ალბომს მაღალი შეფასება მიეცა და აღინიშნა, რომ ჯგუფს ცოტა ეკლდა მსოფლიოს საუკეთესო როკ ჯგუფებამდე, როგორებიც არიან როლინგ სტოუნზი და The Who.[47] ეს ალბომი, მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, წარმატებული გამოდგა. მისი გამოცემის შემდეგ ლედ ზეპელინის ყველა ალბომი მოხვდა 200 საუკეთესო დისკის სიაში [28], ხოლო თავად ჯგუფმა მორიგი აშშ ტური მოაწყო. იგი კვლავაც გამოდიოდა ხალხმრავალ სტადიონებზე. 1975 წლის მაისში ერლს კორტში (ლონდონი) ჯგუფმა ხუთი კონცერტი ჩაატარა. ვიდეომასალა ამ კონცერტიდან 2003 წელს გამოიცა ფილმის Led Zeppelin DVD სახით.
ბონემის გარდაცვალება და დაშლა: 1978–1980
რედაქტირება1976 წლისათვის ლედ ზეპელინი მსოფლიო მასშტაბით უფრო პოპულარული და ცნობილი იყო, გაყიდა უფრო მეტი ალბომი, ვიდრე სხვა ჯგუფებმა, მათ შორის, როლინგ სტოუნზმაც.[28] მათი კონცერტები უკვე შეიცავდა თეატრალურ ელემენტებსა და განათების ახალ საშუალებებს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ჯგუფის წევრების ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა უარყოფით მოვლენებს - 1977 წელს გარდაიცვალა რობერტ პლანტის შვილი, ჯიმი პეიჯი ჰეროინს ეტანებოდა[48], ხოლო 1980 წელს, ჯონ ბონემის დაღუპვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.
ერლს კორტის ტრიუმფალური კონცერტების შემდეგ ადგილი ჰქონდა დაუგეგმავ პაუზას. 1975 წლის აგვისტოში რობერტ პლანტი და მისი მეუღლე მორინი მოხვდნენ ავტოავარიაში (ინციდენტი მოხდა საბერძნეთში). რობერტმა მოიტეხა მუხლი, ხოლო მორინი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა იგი გადაარჩინა სისხლის გადასხმამ.[28] პლანტს არ შეეძლო ჯგუფთან მუშაობა და იმავე წლის აგვისტოსა და სექტემბერში ისვენებდა ჯერსიში. შემდეგ კი, ჯგუფი შეიკრიბა მალიბუში და დაიწყო შემდეგი ალბომის, Presence მუსიკალური მასალის შექმნა.
1976 წლის მარტში გამოვიდა Presence, რომლითაც აღინიშნა ლედ ზეპელინის სტილის მცირე ცვლილება. აქ იყო უფრო მეტი იმპროვიზაცია გიტარაზე. მათ უარი თქვეს აკუსტიკურ ბალადებზე, რამაც მოყვარულების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. ამავე პერიოდში ჯიმი პეიჯი აქტიურად ეტანებოდა ჰეროინს, თუმცა იმ პერიოდში იგი ამას უარყოფდა.[49]
კრიტიკის მიუხედავად, ჯიმი პეიჯი Presence-ს თავის საყვარელ ალბომად თვლიდა, ხოლო პირველ სიმღერას Achilles Last Stand - თავის საყვარელ სიმღერად ჯგუფის სიმღერებს შორის. მისივე აზრით, ეს ალბომი ყველაზე მეტად ლედ ზეპელინურია მათი ყველა ალბომიდან.
რობერტ პლანტის ტრავმამ ჯგუფს 1976 წელს სცენაზე დაბრუნებაში ხელი შეუშალა. მიუხედავად ამისა, უკვე დასრულებული იყო ფილმზე The Song Remains The Same მუშაობა, ხოლო პარალელურად მზად იყო ალბომი ამ ფილმში შესრულებული სიმღერებით. 1997 წელს გამოცემულ ალბომამდე BBC Sessions ეს იყო ჯგუფის ერთადერთი საკონცერტო ჩანაწერი.
ფილმი გადაღებული იქნა 1973 წელს, მედისონ სკვერში ჩატარებული სამი კონცერტის მსვლელობისას. 1976 წლის ოქტომბერში შედგა მისი პრემიერა, მაგრამ კრიტიკოსებმა და ფანებმა იგი საკმაოდ ცივად მიიღეს. განსაკუთრებით წარუმატებელი იგი ბრიტანეთში იყო. მიუხედავად რვაწლიანი წარმატებული მოღვაწეობისა, ჯგუფი დაივიწყა ბევრმა მოყვარულმა.[50]
1977 წელს ლედ ზეპელინმა ახალი ამერიკული ტურნე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსების მხრივ პრობლემები არ შექმნილა, სცენის მიღმა ბევრი სხვა სირთულის გადალახვა მოუხდათ. 3 ივნისს, ტამპას სტადიონის კონცერტი საკმაოდ ხანმოკლე გადმოდგა (ცუდი ამინდის გამო). განცხადება კონცერტის შეწყვეტაზე შეშლილმა მსმენელებმა უარყოფითად მიიღეს და სტადიონზე აურზაური დაიწყო, რის შედეგადაც დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, ხოლო დიდი ნაწილი მსმენელებისა დაზიანდა პოლიციასთან შეტაკებისას.
ფესტივალის Days on the Green 23 ივლისის კონცერტიდან (ოკლენდი, კალიფორნია) შემდეგ, პოლიციამ დააპატიმრა ჯონ ბონემი, ჯგუფის მხარდამჭერი კოლექტივი (მათ შორის მენეჯერი პიტერ გრანტი და დაცვის კოორდინატორი ჯონ ბინდონი). მიზეზი იყო პრომოუტერ ბილ გრეჰემის ჯგუფთან მომხდარი ჩხუბი, რომელსაც კონცერტი დროს ჰქონდა ადგილი. ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გაარტყა გრანტის შვილს. როდესაც გრანტმა ამაზე შეიტყო, იგი თავად შევიდა ტრეილერში, ბინდონთან და ჯონ ბონემთან ერთად და გაუსწორდა გრეჰემის პერსონალს.[28]
მეორე დღეს ჩატარებული კონცერტი (კვლავ ოკლენდის შოუ) აშშ-ში ჯგუფის უკანასკნელი გამოსვლა იყო. ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პლანტის ხუთი წლის შვილი კერაკი კუჭის ვირუსით დაიღუპა. ტურის დარჩენილი კონცერტები მოიხსნა გრაფიკიდან.[28]
1978 წლის დეკემბერში ჯგუფი კვლავ დაბრუნდა სტუდიაში. ამჯერად მათ იქირავეს Polar Studios (სტოკჰოლმი, შვედეთი). შედეგად გამოიცა ალბომი In Through the Out Door, რომელშიც კვლავ იყო ექსპერიმენტები ელექტრონულ მუსიკასთან. კრიტიკოსებმა კვლავაც დაიწუნეს დისკი, თუმცა ძველმა მოყვარულებმა დადებითად შეაფასეს იგი. ალბომი გამოსვლიდან უკვე მეორე კვირას მოხვდა აშშ და ბრიტანეთის რეიტინგების #1 ადგილზე.
1979 წლის აგვისტოში, კოპენჰაგების ორი შოუს შემდეგ, ლედ ზეპელინი პირველი სტუმრის სახით გამოდიოდა ნებუორტის 1979 წლის ფესტივალზე. ამ ფესტივალზე მაყურებლის რაოდენობა 120.000 ადამიანს აღწევდა. ჯგუფი სრული სახით დაუბრუნდა მსმენელს. მიუხედავად ამისა, პლანტს ჯერ არ შეეძლო მოგზაურობა. უფრო მეტიც, მას სურდა ლედ ზეპელინის დატოვება, მაგრამ პიტერ გრანტის თხოვნით, დარჩა. მცირე მასშტაბიანი, ფორმალური ტური მოეწყო 1980 წელს. გერმანიის კონცერტის მსვლელობისას, მესამე სიმღერის შესრულებისას ბონემი გადმოვარდა სცენიდან და მოხვდა ჰოსპიტალში. პრესაში გაჩნდა ვარაუდი, თითქოს ბონემი ზედმეტ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ეტანება, მაგრამ ჯგუფის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს იმ დღეს მან ზედმეტი საჭმელი მიირთვა. ევროპული ტური გაგრძელდა 7 ივლისს, ბერლინში.[28]
1980 წლის 24 სექტემბერს ლედ ზეპელინის ტექნიკურმა ასისტენტმა რექს კინგმა ბონემი წაიყვანა სტუდიაში ბრეი. იქ ჯგუფი რეპეტიციებს გადიოდა, რადგანაც წინ იყო აშშ ტური, მათი პირველი ამერიკული ტური 1977 წლის შემდეგ. მგზავრობისას ბონემმა კინგს სთხოვა გაჩერება. რესტორანში შესულმა ბონემმა დალია თექვსმეტი 400 მილილიტრიანი ჭიქა არაყი და დააყოლა ხორცის დიდი ნაჭერი. ამ ყველაფრის შემდეგ მან კვლავაც განაგრძო საუზმის მირთმევა. სტუდიაში მისული ბონემი კვლავ სვამდა. გვიან საღამოს ყველამ გადაინაცვლა პეიჯის სახლში, უინდზორში. შუაღამისას ბონემს ჩაეძინა. იგი ასწიეს და გადაიტანეს საწოლში. მეორე დილით იგი მკვდარი იპოვეს ბენჯი ლეფევრმა (რომელიც ლედ ზეპელინის ტურ მენეჯერი იყო) და ჯონ პოლ ჯოუნსმა. ბონემი 32 წლის ასაკში დაიღუპა.[51]
სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნარწყევის შედეგად შექმნილი ასფიქსია. სხეულის გაკვეთის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებები ბონემის სხეულში არ აღმოჩნდა.[52] დაღუპვის მთავარი მიზეზი იყო ალკოჰოლიზმი, რომელიც მუსიკოსს ჯგუფის დაარსების დღიდან მოჰყვებოდა. 1980 წლის 10 ოქტომბერს მის სხეულს ჩაუტარდა კრემაცია.
გავრცელდა ჭორები, თითქოს მის მაგივრად ჯგუფს შეუერთდებიან კოუზი პაუელი, კერმინ ეპისი, ბერიმორ ბარლოუ, საიმონ კირკი ან ბევ ბევანი, მაგრამ დარჩენილმა სამმა წევრმა ოფიციალურად განაცხადეს ჯგუფის დაშლაზე. 1980 წლის 4 დეკემბერს მათ გამოსცეს ოფიციალური პრეს რელიზი, სადაც ითქვა, რომ ბონემის გარეშე ჯგუფი არ იარსებებს. გვსურს ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი საყვარელი მეგობრის დაკარგვამ და ჩვენსა და მენეჯერს შორის არსებულმა უწყვეტმა ჰარმონიამ, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფრის ისე გაგრძელება, როგორც ეს ადრე იყო.[53]
დაშლის შემდეგ (1980–დღემდე)
რედაქტირება1980-იანები
რედაქტირება1982 წელს ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა გამოსცეს ლედ ზეპელინის სხვადასხვა სესიიდან დარჩენილი ჩანაწერები, კრებულის Coda სახით. მასში შეტანილია ორი საკონცერტო ნომერი ალბერტ ჰოლის კონცერტიდან (1970), თითო სიმღერა ალბომების Led Zeppelin III და Houses of the Holy სესიებიდან და სამი - In Through the Out Door-ის სესიებიდან. აქვე არის ჯონ ბონემის ინსტრუმენტული ნომერი ჯიმი პეიჯის ელექტრონული ეფექტებით, სახელწოდებით Bonzo's Montreux.
1985 წლის 13 ივლისს პეიჯი, პლანტი და ჯოუნსი გამოვიდნენ საქველმოქმედო კონცერტზე Live Aid. დასარტყამებზე დროებით უკრავდნენ ტონი ტომპსონი და ფილ კოლინზი. კოლინზმა აგრეთვე დაუკრა პლანტის პირველ ორ სოლო ალბომზე. პეიჯის თქმით, გამოსვლა საკმაოდ ქაოტური იყო.[54]
როდესაც ეს კონცერტი 2004 წელს გამოიცა 4 DVD დისკის სახით, ჯგუფმა არ დართო მის მწარმოებლებს ლედ ზეპელინის გამოსვლის გაყენებაზე. მათი თქმით, იგი არ ჯდებოდა ჯგუფის სტანდარტებში.[55]
ჯგუფის სამი წევრის კიდევ ერთ გაერთიანებას ადგილი ჰქონდა 1988 წლის მაისში. ეს იყო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა კომპანიის Atlantic Records არსებობიდან 40 წელიწადს. ამ კონცერტზე დასარტყამებზე უკრავდა ჯეისონ ბონემი, ჯონ ბონემის შვილი. ჩანაწერი შეფასდა, როგორც სუსტი, მით უმეტეს, რომ ჯიმი პეიჯი საკმაოდ ცუდად უკრავდა იმ დღეს.
1990-იანები
რედაქტირება1994 წელს პეიჯმა და პლანტმა ჩაწერეს აკუსტიკური კონცერტი, რომლის სახელიც არის Unledded. მასში გამოყენებული იქნა აღმოსავლური ინსტრუმენტები. ლედ ზეპელინის ინტერპრეტაციების შესრულებით დაინტერესების გამო გამართული იქნა მსოფლიო ტური და ჩაწერილი იქნა ალბომი No Quarter. ბას გიტარაზე აქ უკრავდა ჩარლი ჯოუნსი, მუსიკოსი, რომელიც აგრეთვე უკრავდა პლანტის საკუთარ ბენდში. ბევრი თვლის, რომ სწორედ აქ დაიწყო კონფლიქტი ჯონ პოლ ჯოუნსთან, რომელიც წლების განმავლობაში ნაწყენი იყო პეიჯსა და პლანტზე. როგორც ეტყობა, მას უბრალოდ არ ესიამოვნა, რომ დანარჩენ ორს არ სურდა მასთან თანამშრომლობა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პლანტს ჰკითხეს, თუ სად არის ჯოუნსი. მან მკვახედ მიუგო პრესას, თითქოს ჯოუნსი მანქანას აყენებდა ავტოსადგომზე.[56]
1995 წლის 12 იანვარს ლედ ზეპელინი შეყვანილი იქნა აშშ როკ ენ როლის დიდების დარბაზში. ისინი წარადგინეს ჯგუფ Aerosmith-ის მუსიკოსებმა, სტივ ტაილერმა და ჯო პერიმ. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ჯეისონ და ზო ბონემები. ჯონ პოლ ჯოუნსმა ცივად იხუმრა: მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ჩემი ტელეფონი გაახსენდათ.[57] მოგვიანებით ჯგუფმა, ტაილერთან და პერისთან, აგრეთვე ჯეისონ ბონემთან (დასარტყმელი საკრავები), ნილ იანგთან და მაიკლ ლისთან ერთად დაუკრა ლედ ზეპელინის რამდენიმე სიმღერა.
1997 წლის 29 აგვისტოს კომპანიამ Atlantic გამოსცა სინგლი Whole Lotta Love. ეს იყო ჯგუფის პირველი ოფიციალური სინგლი, რომლის გამოცემაც თავად ლედ ზეპელინის წევრების მხრიდან იყო ნებადართული. ბრიტანეთში მან #21 ადგილს მიაღწია.[58]
1997 წლის 11 ნოემბერს გამოიცა ლედ ზეპელინის ალბომი BBC Sessions, რომელშიც შეტანილია ჯგუფის თითქმის ყველა ჩანაწერი, რომელიც BBC-თვის გაკეთდა.
1998 წელს პეიჯისა და პლანტის ერთობლივი ალბომი Walking Into Clarksdale გამოიცა. მასში შეტანილმა სიმღერამ Most High მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო როკ კომპოზიციის კატეგორიაში. წარმატებას მოჰყვა საკონცერტო ტურნეც, რომელიც, წინა ტურისგან განსხვავებით, როკ მუსიკისათვის უფრო ტრადიციულ ინსტრუმენტებს ეფუძნებოდა. მიუხედავად ამისა, შესრულდა ბევრი სიმღერა როგორც ლედ ზეპელინის, ასევე ალბომების No Quarter და Walking Into Clarksdale მასალიდან.
1999 წლის 29 ნოემბერს RIAA-მ გამოაცხადა, რომ ლედ ზეპელინი მესამე ჯგუფია მუსიკის ისტორიაში, რომლის ალბომებსაც მიენიჭა ბრილიანტის დისკების სტატუსი.[59]
2000-იანები
რედაქტირება2002 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პლანტი და ჯონ პოლ ჯოუნსი შერიგდნენ და გეგმავენ ტურს.[60] მოგვიანებით პლანტმა და პეიჯმა უარყვეს ეს.[61]
2003 წელს გამოიცა ჯგუფის სამმაგი საკონცერტო ალბომი How the West Was Won და ვიდეო კრებული Led Zeppelin DVD. ორივე გამოცემაში შეტანილია უნიკალური მასალა ჯგუფის არქივებიდან. წლის ბოლოს Led Zeppelin DVD უკვე 520.000-ზე მეტი ასლის რაოდენობით იყო გაყიდული. 2004 წლის შობაზე, Planet Rock-ის მსმენელებმა Stairway To Heaven დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო როკ სიმღერად. მათი ხმების მიხედვით შედგენილ რეიტინგში, რომელშიც ათი სიმღერა იყო შეტანილი, აგრეთვე იყო Whole Lotta Love (#6) და Rock and Roll (#8).[62]
2005 წელს ლედ ზეპელინმა მიიღო გრემის სპეციალური ჯილდო, ხოლო გამოცემის Guitar World მკითხველებმა Stairway to Heaven დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო როკ სოლოების სიაში.[63]
2006 წლის მაისში ლედ ზეპელინმა და რუსმა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა მიიღეს პოლარული მუსიკის სპეციალური პრიზი, რომელიც მათ თავად შვედეთის მეფემ გადასცა. ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდა ბონემის ქალიშვილი.[64]
2006 წლის ნოემბერში ლედ ზეპელინი შეყვანილი იქნა ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. ტელეგადაცემაში მათზე ისაუბრა რამდენიმე მოყვარულმა, ხოლო ჯიმი პეიჯმა მიიღო პრიზი. ამის შემდეგ ჯგუფმა Wolfmother დაუკრა Communication Breakdown, ლედ ზეპელინის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა.[65][66]
2007 წლის 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ლედ ზეპელინი გამოვიდოდა აჰმეტ ერტეგუნის, კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის ხსოვნის საღამოზე. აგრეთვე ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში, ლედ ზეპელინი მსოფლიო ტურნესაც ჩაატარებდა, მაგრამ პლანტმა ყველაფერი უარყო. 10 დეკემბერს გაიმართა კონცერტი, რომელზეც ჯგუფს დასარტყმელ საკრავებზე შეუერთდა ჯონ ბონემის შვილი, ჯეისონი.
2007 წლის 27 ივლისს კომპანიებმა Atlantic/Rhino და Warner Home Video გამოაცხადეს, რომ 2007 წლის ნოემბერში გამოიცემოდა ლედ ზეპელინის რამდენიმე საინტერესო რელიზი. პირველი გამოვიდა Mothership, ჯგუფის სიმღერების კომპილაციური ალბომი. შემდეგი იყო The Song Remains the Same, რომელიც რესტავრირებული სახით გამოიცა. ამასთან, კომპანიებმა კიდევ ერთი DVD დისკის სავარაუდო გამოცემაზე ისაუბრეს.[67]
2007 წლის 3 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mirror გამოაცხადა, რომ მას აქვს ჯგუფის აქამდე ექვსი უცნობი სიმღერის საკუთარი საიტის საშუალებით გაშვების უფლება.
2007 წლის 13 ნოემბერს ლედ ზეპელინის ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდა ქსელის iTunes მეშვეობით.
2012 წლის 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საკონცერტო ფილმი Celebration Day[68] გამოიცემოდა 2012 წლის 19 ნოემბერს, ხოლო 17 ოქტომბერს ნაჩვენები იქნებოდა კინოთეატრებში. ფილმში წარმოდგენილი იქნა აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნის კონცერტზე შესრულებული მასალა.
დისკოგრაფია
რედაქტირება- Led Zeppelin (1969)
- Led Zeppelin II (1969)
- Led Zeppelin III (1970)
- Led Zeppelin IV (1971)
- Houses of the Holy (1973)
- Physical Graffiti (1975)
- Presence (1976)
- The Song Remains the Same (1976)
- In Through the Out Door (1979)
- Coda (1982)
კონცერტები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლედ ზეპელინი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ლედ ზეპელინი MySpace-ზე
- ლედ ზეპელინი დაარქივებული 2012-11-01 საიტზე Wayback Machine. Atlantic Records-ზე
- ლედ ზეპელინი — არხი YouTube-ზე (ოფიციალური)
- ლედ ზეპელინი საიტზე Curlie
შენიშვნები
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Artist Chart History – Led Zeppelin. Billboard (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-21. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი 2011.
- Led Zeppelin Billboard Albums. AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2010.
- Led Zeppelin – Charting History. Official Charts Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-12. ციტირების თარიღი: 12 იანვარი 2013.
- „Zeppelin celebrate Grammy honour“. BBC. 13 თებერვალი 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2011.
- Award for 'pioneers' Led Zeppelin. BBC (23 მაისი 2006a). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2011.
- „Led Zeppelin make UK Hall of Fame“. BBC. 12 სექტემბერი 2006b. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2011.
- „Sold on song: Stairway to Heaven“. BBC. 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2011.
- „Led Zeppelin trio back in studio“. BBC. 26 აგვისტო 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2008.
- Led Zeppelin at Bron-Yr-Aur. BBC (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2011.
- Batchelor, Bob; Stoddart, Scott (2007) American Popular Culture Through History: the 1980s. Westport, CT: Greenwood. ISBN 0-313-33000-X.
- Beech, Mark (29 სექტემბერი 2008). „Led Zeppelin Singer Robert Plant rules out reunion record, tour“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-09. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2008.
- Billboard (28 მაისი 1977). „PRS/Novello Awards shared by intl artists“. Billboard. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2011.
- Bosso, Joe. (7 იანვარი 2009) 'Led Zeppelin are over!', says Jimmy Page's manager. MusicRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი 2011.
- Certified Awards Search—Led Zeppelin. British Phonographic Industry (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-06. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2011.
- Brackett, John (2008). „Examining rhythmic and metric practices in Led Zeppelin's musical style“. Popular Music. 27 (1): 53–76. doi:10.1017/s0261143008001487. ISSN 0261-1430.
- Brown, Pat (2001). The Guide to United States Popular Culture. Minneapolis, MN: Popular Press. ISBN 0-87972-821-3.
- Buckley, Peter (2003). The Rough Guide to Rock. London: Penguin Books. ISBN 1-85828-457-0.
- Budofsky, Adam (2006). The Drummer: 100 Years of Rhythmic Power and Invention. Milwaukee, MI: Hal Leonard. ISBN 978-1-4234-0567-2.
- Bukszpan, Daniel (2003). The Encyclopedia of Heavy Metal. New York, NY: Barnes & Noble. ISBN 0-7607-4218-9.
- „50 Best Live Acts of All Time“. Classic Rock (118). მაისი 2008.
- Clinton, Heylin (2004). Bootleg! The Rise & Fall of the Secret Recording Industry. London: Omnibus Press. ISBN 1-84449-151-X.
- Cochrane, Greg (23 იანვარი 2009). „Lady GaGa reveals her touring secrets“. BBC. ციტირების თარიღი: 13 მარტი 2011.[მკვდარი ბმული]
- CNN (19 იანვარი 1999). „Interview Madonna reviews life on Larry King Live“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2010.
- Cohen, Jonathan (27 ივლისი 2007). „Led Zeppelin readies fall reissue bonanza“. Billboard. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი 2011.
- Cope, Andrew L. (2010). Black Sabbath and the Rise of Heavy Metal Music. Aldershot: Ashgate. ISBN 978-0-7546-6881-7.
- Courtright, Kevin (1985). Back to Schoolin. New York, NY: Xulon Press. ISBN 1-61579-045-4.
- Davies, Claire. (29 სექტემბერი 2010) Megadeth interview (Monster Riffs Week): Megadeth axeman Dave Mustaine walks Total Guitar through the fiery riff from 'Hangar 18'. Total Guitar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-22. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2012.
- Davis, Erik (2005). Led Zeppelin IV. New York, NY: Continuum. ISBN 0-8264-1658-6.
- Davis, Stephen. (20 მაისი 1976) Album Review: Led Zeppelin: Presence. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-23. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2011.
- Davis, Stephen (1985). Hammer of the Gods: The Led Zeppelin Saga. London: Pan. ISBN 0-330-34287-8.
- Dawtrey, Adam. (26 ოქტომბერი 2012) 'Zeppelin' film grosses $2 mil in one night. Variety. Penske Business Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-13. ციტირების თარიღი: 12 იანვარი 2013.
- Discogs. (2011)Led Zeppelin – Immigrant Song / Hey Hey What Can I Do. discogs. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი 2011.
- ერლეუაინი, სტივენ თომას. (2007)The Cult — Biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 15 იანვარი 2007.
- ერლეუაინი, სტივენ თომას. (2010)Led Zeppelin: Led Zeppelin II: review. AllMusic. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2010.
- ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011a) Led Zeppelin: biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2011.
- ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011b) Led Zeppelin: Led Zeppelin: review. AllMusic. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2011.
- ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011c)Led Zeppelin: Led Zeppelin Box Set: review. AllMusic. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2011.
- ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011e)Led Zeppelin: Led Zeppelin Box Set 2: review. AllMusic. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2011.
- ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011f)Led Zeppelin: BBC Sessions: review. AllMusic. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2011.
- Fast, Susan (2001). In the Houses of the Holy: Led Zeppelin and the Power of Rock Music. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-514723-5.
- Fast, Susan (2011). Led Zeppelin (British Rock Group). London. ISBN 0-19-514723-5.
- The List (20 ნოემბერი 2007). „Jimmy Page says last Led Zeppelin reunion was a disaster“. The List. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2011.
- Fortnam, Ian (2008). Classic Rock Magazine: Dazed and Confused: Classic Rock Presents Led Zeppelin.
- Fricke, David. (26 ნოემბერი 2012) Jimmy Page Digs Up 'Substantial' Rarities for New Led Zeppelin Remasters. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-27. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2012.
- Fyfe, Andy (2003). When the Levee Breaks: The Making of Led Zeppelin IV. Chicago, IL: Chicago Review Press. ISBN 1-55652-508-7.
- Gans, Alan (11 დეკემბერი 2007). „Dustin Hoffman, David Letterman, Natalia Makarova, Buddy Guy, Led Zeppelin Are Kennedy Center Honorees“. Playbill. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი 2012.
- Gardner, Alan (11 დეკემბერი 2007). „You review: Led Zeppelin“. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი 2012.
- Gaar, Gillian G. (2009). The Rough Guide to Nirvana. London: Dorling Kindersley. ISBN 1-85828-945-9.
- Grammy. (2011)Grammy Hall Of Fame. National Academy of Recording Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-18. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2011.
- Gilmore, Mikal (10 აგვისტო 2007). „The long shadow of Led Zeppelin“. Rolling Stone (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-12. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი 2007.
- Greene, Andy. (13 სექტემბერი 2012) Led Zeppelin's 2007 reunion concert to hit theaters in ოქტომბერი. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2012.[მკვდარი ბმული]
- Grossman, Perry (2002). „Alternative rock“. St. James Encyclopedia of Pop Culture 2002. Gale Group. ISBN 1-55862-400-7. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2015-01-24.
- Grein, Paul. (20 დეკემბერი 2012) Chart watch extra: Led Zep’s road to the Kennedy Center Honors. Yahoo Chart Watch. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2012.
- Gulla, Bob (2001). Guitar Gods: The 25 Players Who Made Rock History. Santa Barbara, CA: ABC-CLIO. ISBN 0-313-35806-0.
- Haskins, Django (1995). Stand Alone Tracks '90s Rock: Handy Guide, Book & CD. Los Angeles, CA: Alfred Music. ISBN 0-88284-658-2.
- Huey, Steve. (2011)The Honeydrippers: biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი 2011.
- Hughes, Rob. (2010)The real Jimmy Page. Uncut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-24. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2010.
- Hunter, Nigel (21 ივნისი 1997). „Anniversaries abound at the Novello Awards“. Billboard. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2011.
- Independent (7 დეკემბერი 2007). „Led Zeppelin: Katie Melua on rock'n'roll riffs that rake the psyche“. The Independent. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2010.
- Jones, Robert. (2 აპრილი 2003) Conservative Punk's interview with Johnny Ramone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი 2010.
- Kielty, Martin. (28 ნოემბერი 2012) Led Zep talks will delay remasters. Classic Rock. Future plc. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2012.
- Leonard, Michael (31 დეკემბერი 2008). „Robert Plant awarded CBE in UK Honours list“. MusicRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-18. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2011.
- Lewis, Dave (1994). The Complete Guide to the Music of Led Zeppelin. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-3528-9.
- Lewis, Dave (2003). Led Zeppelin: Celebration II: The 'Tight But Loose' Files. London: Omnibus Press. ISBN 1-84449-056-4.
- Lewis, Dave; Pallett, Simon (1997) Led Zeppelin: The Concert File. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-5307-4.
- Long, Carola (7 დეკემბერი 2007). „Led Zeppelin: the enduring influence of flares and flowing locks“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-05. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2011.
- Márquez, Gabriel García (8 ივნისი 2002). „The poet and the princess“. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი 2012.
- Miller, Jim. (27 მარტი 1975) Album review: Physical Graffiti. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-23. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2011.
- Mojo. (2008)Mojo Awards 'Best Live Act' 2008 – Acceptance Speech (video). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-13. ციტირების თარიღი: 2015-01-24.
- MTV. (9 მარტი 2006) MTV – Black Sabbath: the greatest metal bands of all time. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2008. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2010.
- Murray, Charles Shaar (აგვისტო 2004). „The Guv'nors“. Mojo.
- Newswire. (3 ივნისი 1977) Led Zeppelin official website: concert summary. LedZeppelin.com. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2010.[მკვდარი ბმული]
- Pareles, Jon (14 ივლისი 1997). „Lollapalooza's recycled hormones: rebellion by the numbers“. The New York Times. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2010.
- Peddie, Ian (2006). „The bleak country: the Black Country and the rhetoric of escape“, რედ. Ian Peddie, ed: The Resisting Muse: Popular Music and Social Protest. Aldershot: Ashgate. ISBN 0-7546-5114-2.
- Pond, Steven (24 მარტი 1988). „Led Zeppelin: The Song Remains the Same“. Rolling Stone. 522.
- Prato, Greg. (2008)Jimmy Page: biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2008.
- Prown, Pete; Newquist, H. P.; Eiche, Jon F. (1997) Legends of Rock Guitar: The Essential Reference of Rock's Greatest Guitarists. Milwaukee, WI: H.Leonard. ISBN 0-7935-4042-9.
- „Led Zeppelin to sell music online“. Reuters. 15 ოქტომბერი 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-12. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2010.
- RIAA. (2009)Gold & Platinum database search: 'Led Zeppelin'. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 26 მარტი 2009.
- RIAA. (2011)Top-Selling Artists. Recording Industry Association of America. ციტირების თარიღი: 8 იანვარი 2011.
- Rock and Roll Hall of Fame. (2010)Led Zeppelin: biography. Rock and Roll Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-28. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2010.
- „The RS 500 Greatest Albums of All Time“. Rolling Stone. 18 ნოემბერი 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-10. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2013.
- Grohl, Dave (2011). „Led Zeppelin“, Rolling Stone: The 100 Greatest Artists of All Time. Rolling Stone.
- Robertplant.com. (29 სექტემბერი 2008) Robert Plant – official statement. robertplant.com. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2008.
- Rolling Stone (10 აგვისტო 2006). „Led Zeppelin: the heaviest band of all time“. Rolling Stone. 1006. New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-05. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2011.
- Rolling Stone. (2009)Led Zeppelin. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი 2009.
- Rolling Stone (2011). „Greatest guitarists of all time: 9 – Jimmy Page“. Rolling Stone. New York. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2011.
- Schinder, Scott; Schwartz, Andy (2008) Icons of Rock. Westport, CT: Greenwood. ISBN 0-313-33846-9.
- Shadwick, Keith (2005). Led Zeppelin: The Story of a Band and Their Music 1968–1980. San Francisco: Backbeat Books. ISBN 0-87930-871-0.
- Sorel-Cameron, Peter (9 დეკემბერი 2007). „Can Led Zeppelin still rock?“. CNN.com Entertainment. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი 2011.
- Sparks, Ryan. (2010)Carpe Diem: an exclusive interview with Mike Portnoy from Dream Theater. classicrockrevisited.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-03. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2011.
- Straw, Will (1990). „Characterizing rock music culture: the case of heavy metal“, რედ. Simon Frith and Andrew Goodwin, eds: On Record: Rock, Pop and the Written Word. London: Routledge. ISBN 0-415-05306-4.
- Talmadge, Eric (28 იანვარი 2008). „Led Zeppelin guitarist wants World tour“. Huffington Post. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2008.
- Thompson, Dave (2004). Smoke on the Water: The Deep Purple Story. Toronto, Ontario: ECW Press. ISBN 1-55022-618-5.
- Thorpe, Vanessa (29 ივლისი 2007). „Led Zeppelin join the net generation“. The Observer. ციტირების თარიღი: 23 ივლისი 2011.
- Turner, Gustavo (26 აგვისტო 2010). „The L.A. weekly interview: Billy Corgan“. LA Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-31. ციტირების თარიღი: 2015-01-24.
- TVNZ (17 დეკემბერი 2009). „Guinness 2010 entertainment winners“. TVNZ. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2009.
- VH1. (2010)Greatest artists of hard rock. VH1. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი 2010.
- Waksman, Steve (2001). Instruments of Desire: the Electric Guitar and the Shaping of Musical Experience. Cambridge, MA: Harvard University Press. ISBN 0-674-00547-3.
- Waksman, Steve (2009). This Ain't the Summer of Love: Conflict and Crossover in Heavy Metal and Punk. Berkeley, CA: University of California Press. ISBN 978-0-520-25310-0.
- Wale, Michael (11 ივლისი 1973). „Led Zeppelin“. The Times.
- Wall, Mick (1 ნოემბერი 2008). „The truth behind the Led Zeppelin legend“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2011.
- Wall, Mick (2008). When Giants Walked the Earth: A Biography of Led Zeppelin. London: Orion. ISBN 978-1-4091-0319-6.
- Walser, Robert (1993). Running with the Devil: Power, Gender, and Madness in Heavy Metal Music. New York, NY: Wesleyan University Press. ISBN 0-8195-6260-2.
- Welch, Chris (1994). Led Zeppelin. London: Orion. ISBN 1-85797-930-3.
- Welch, Chris; Nicholls, Geoff (2001) John Bonham: A Thunder of Drums. San Francisco, CA: Backbeat. ISBN 978-0-87930-658-8.
- Williamson, Nigel (მაისი 2005). „Forget the myths“. Uncut.
- Williamson, Nigel (2007). The Rough Guide to Led Zeppelin. Dorling Kindersley. ISBN 1-84353-841-5.
- Witmer, Scott (2010). History of Rock Bands. Edina, MN: ABDO. ISBN 978-1-60453-692-8.
- Yorke, Ritchie (1993). Led Zeppelin: The Definitive Biography. Novato, CA: Underwood–Miller. ISBN 0-88733-177-7.
სხვა ლიტერატურა
რედაქტირება- Greene, Andy. (28 თებერვალი 2011) This week in rock history: Bob Dylan wins his first Grammy and Led Zeppelin become the Nobs. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2011.
- Rogers, Georgie (16 ივნისი 2008). „MOJO award winners“. BBC. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2008.
- Brackett, John. (2008) Examining Rhythmic and Metric Practices in Led Zeppelin's Musical Style. Popular Music. ციტირების თარიღი: 15 ივნისი 2014.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Yahoo Chart Watch 2012.
- ↑ Allmusic 2010.
- ↑ Rolling Stone 2006.
- ↑ Rolling Stone 2011a.
- ↑ Rolling Stone 2009.
- ↑ Rock and Roll Hall of Fame 2010.
- ↑ Yorke 1993, pp. 56–59.
- ↑ Wall 2008, pp. 15–16. sfn error: multiple targets (2×): CITEREFWall2008 (help)
- ↑ Wall 2008, pp. 13–15. sfn error: multiple targets (2×): CITEREFWall2008 (help)
- ↑ Davis 1985, pp. 28–29.
- ↑ Buckley 2003, p. 1198.
- ↑ Yorke 1993, p. 65.
- ↑ ერლეუაინი 2011a.
- ↑ Wall 2008, p. 10. sfn error: multiple targets (2×): CITEREFWall2008 (help)
- ↑ Fyfe 2003, p. 45.
- ↑ Yorke 1993, p. 64.
- ↑ 17.0 17.1 Lewis 1994, p. 3.
- ↑ Welch & Nicholls 2001, p. 75.
- ↑ 19.0 19.1 Wall 2008, p. 54. sfn error: multiple targets (2×): CITEREFWall2008 (help)
- ↑ Wall 2008, pp. 51–52. sfn error: multiple targets (2×): CITEREFWall2008 (help)
- ↑ Wall 2008, pp. 72–73. sfn error: multiple targets (2×): CITEREFWall2008 (help)
- ↑ 22.0 22.1 Shadwick 2005, p. 36.
- ↑ Davis 1985, p. 57.
- ↑ Wall 2008, p. 84. sfn error: multiple targets (2×): CITEREFWall2008 (help)
- ↑ Fortnam 2008, p. 43.
- ↑ Led Zeppelin Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2007-12-10.
- ↑ The History of Rock 'n' Roll: The 70s: Have a Nice Decade
- ↑ 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 28.5 28.6 28.7 28.8 Stephen Davis (1995). Hammer of the Gods (LPC), გვ. 225, 277 ISBN 033043859 .
- ↑ Billboard discography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-17. ციტირების თარიღი: 2007-08-17.
- ↑ Keith Shadwick Led Zeppelin 1968-1980: The Story Of A Band And Their Music (excerpt posted on Billboard.com). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-01. ციტირების თარიღი: 2006-04-01.
- ↑ Led Zeppelin discography
- ↑ Led Zeppelin.com audio guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2007-12-10.
- ↑ Led Zeppelin III.
- ↑ Q4 Review of Led Zeppelin 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-12-11.
- ↑ Led Zeppelin.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-12-12. ციტირების თარიღი: 2007-12-12.
- ↑ Rolling Stone Magazine; Q&A with Robert Plant, May 05, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 22, 2008. ციტირების თარიღი: დეკემბერი 17, 2007.
- ↑ Songmeanings.com
- ↑ Rock and Roll Dropped from Cadillac advert[მკვდარი ბმული]
- ↑ Stairway to Heaven Backwards
- ↑ About Guitar, 100 Greatest Guitar Solos, accessed სექტემბერი 10, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2016. ციტირების თარიღი: დეკემბერი 17, 2007.
- ↑ RIAA best selling Albums. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-22. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ Mjni. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-09. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ Manning, Toby. Broad Church, Q Led Zeppelin Special Edition, 2003.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-21. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ Best albums with nude covers and the stories behind. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-09. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ VH1 Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-31. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ Rolling Stone Review, Mar, 27 1975. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-20. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ About.com/Experts[მკვდარი ბმული]
- ↑ Rock's Backpages review, Published აპრილი, 10 1976
- ↑ Led Zeppelin.com bio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-21. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ Rock Deaths
- ↑ John Bonham Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-16. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ Mick Wall (2005). „No Way Out“: 86. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ http://www.list.co.uk/article/5700-jimmy-page-says-last-led-zeppelin-reunion-was-a-disaster/
- ↑ BBC News Report
- ↑ Led Zeppelin.org, accessed 2nd აგვისტო 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-02. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ Lewis, Dave Lewis and Simon Pallett (1997) Led Zeppelin: The Concert File, London: Omnibus Press. ISBN 0-7119-5307-4, p. 144.
- ↑ http://www.everyhit.com/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-14. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ The Sun დაარქივებული 2007-02-25 საიტზე Wayback Machine. , accessed 2nd აგვისტო 2006
- ↑ BBC News, accessed 2nd აგვისტო 2006[მკვდარი ბმული]
- ↑ Zeppelin classic tops rock poll BBC News, accessed 2nd აგვისტო 2006
- ↑ Guitar World Magazine, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ BBC News article, 23 მაისი 2006
- ↑ [1]
- ↑ BBC News article, 23 მაისი 2006
- ↑ Led Zeppelin Readies Fall Reissue Bonanza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-24. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ Andy Greene. (09-13-2012) Celebration Day. Rollingstone. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2012.[მკვდარი ბმული]