როი ჰარპერი (დ. 1941 წლის 12 ივნისს) — ინგლისელი როკ და ფოლკ მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი 1960-იანი წლებიდან. გამოცემული აქვს მრავალი სტუდიური ალბომი. ჯგუფმა ლედ ზეპელინმა მას მიუძღვნა სიმღერა „Hats Off to (Roy) Harper“.

როი ჰარპერი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 ივნისი, 1941 (1941-06-12) (82 წლის)
დაბ. ადგილი რასჰოლმი, მანჩესტერი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ხალხური მუსიკა, პროგრესული ფოლკი, ფოლკ როკი, ალტერნატიული როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პოეტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1964–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Science Friction, Harvest
საიტი
როი ჰარპერი ვიკისაწყობში

1975 წელს ჰარპერმა შეასრულა ვოკალი პინკ ფლოიდის სიმღერაში „Have A Cigar“. ჯგუფთან ერთად მან იგი მხოლოდ ერთხელ, 1975 წლის ნებუორთის ფესტივალზე იმღერა. 2012 წლის დოკუმენტურ ფილმში The Story Of Wish you Were Here იგი საუბრობს ამ სიმღერის ჩაწერის შესახებ.

1978 წელს დევიდ გილმორის სოლო ალბომში David Gilmour შევიდა სიმღერა „Short And Sweet“, დაწერილი ჰარპერთან ერთად. გადამუშავებული ვერსია შევიდა ჰარპერის 1980 წლის ალბომში The Unknown Soldier. სიმღერა მხოლოდ დევიდის მიერ სრულდებოდა 1984 წლის ტურნეში. შესრულება ჰარპერთან ერთად შეტანილია საკონცერტო ვიდეოში David Gilmour. დევიდ გილმორი უკრავს სიმღერაში „The Game“ როის ალბომზე HQ. პიტერ ჯენერი ალბომის პროდიუსერია. როი ჰარპერისა და ჯიმი პეიჯის ალბომი Whatever Happened to Jugula? შეიცავს სიმღერას „Hope“. მის ავტორებად მითითებულები არიან ჰარპერი და გილმორი. იგი ასევე ცნობილია, როგორც „White City“ - პიტ ტაუნსენდის შესრულებით. როის ალბომზე Once დევიდი უკრავს სიმღერებში „Once, Once In The Middle of Nowhere“ და „Berliners“.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება