The Yardbirdsინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1963 წელს. 1960-იანებში მას ჰქონდა მთელი რიგი ჰიტების, მათ შორის - „For Your Love“, „Heart Full of Soul“, „Shapes of Things“ და „Over Under Sideways Down“. ჯგუფში დაიწყო გიტარისტების, ერიკ კლეპტონის, ჯიმი პეიჯის და ჯეფ ბეკის კარიერა - ყოველი მათგანი შემდგომში Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში მოხვდა.[4]

The Yardbirds

The Yardbirds, 1966. მარცხნიდან: ჯეფ ბეკი, ჯიმი პეიჯი, კრის დრეია, კით რელფი და ჯიმ მაკ-კარტი.
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1963–1968
  • 1992–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები იხილეთ წევრების სრული სია
საიტი theyardbirds.com
The Yardbirds ვიკისაწყობში

ჯგუფი, რომელიც ცნობილი იყო ინსტრუმენტული შუალედური იმპროვიზაციებით[5], შემდგომში ასრულებდა კომპოზიციებს პოპ-მუსიკის, ფსიქოდელიური და მძიმე როკის ელემენტებით. მან გავლენა იქონია 1960-იანებში ჩამოყალიბებულ ტრადიციებზე, რომლებიც უკავშირდება ელექტროგიტარის ჟღერადობას. ჯგუფის საავტორო კომპოზიციების დიდი ნაწილის ავტორები იყვნენ ვოკალისტი კით რელფი, დრამერი ჯიმ მაკ-კარტი და ბასისტი და პროდიუსერი პოლ სემუელ-სმითი. ისინი, რიტმულ გიტარისტ და ბასისტ კრის დრეიასთან ერთად, შეადგენდნენ ჯგუფის ძირითად ნაწილს.

ჯგუფის გავლენა დროთა განმავლობაში გაიზარდა. მათ იქონიეს გავლენა ისეთ კოლექტივებზე, როგორიც არიან Count Five და The Shadows of Knight.[6] როკის კრიტიკოსები და ისტორიკოსები თვლიან, რომ The Yardbirds-მა, თუ არ შექმნა, სულ მცირე, წვლილი შეიტანა „ფსიქოდელიური მუსიკის დაბადებაში“[7], საფუძველი ჩაუყარა პანკ-როკის, პროგრესული როკის და მძიმე მეტალის, ისევე, როგორც სხვა ჟანრების ადრეულ ფორმებს.[6][8]

1968 წელს ჯგუფი დაიშალა. ჯიმი პეიჯი, წამყვანი გიტარისტი, ლედ ზეპელინის წევრი გახდა, რელფის და მაკ-კარტის მიერ ჩამოყალიბდა სიმფონიური როკ-ჯგუფი Renaissance. The Yardbirds 1990-იანებში აღდგა, მაკ-კარტის, დრეიას და სხვა ახალი წევრების მონაწილეობით. ისინი 1992 წელს გახდნენ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრები.[9] Rolling Stone-მა კოლექტივი შეიყვანა „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში და VH1-ის „მძიმე როკის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში #37 ადგილს იკავებდა.[10][11]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. შემდეგ წყაროებში მითითებულია, რომ ჯგუფი უკრავდა ბლუზ-როკს:
  2. შემდეგ წყაროებში მითითებულია, რომ ჯგუფი უკრავდა ფსიქოდელიურ როკს:
    • კოქრენი, ბობი (2003). The Eddie Cochran Story: Three Steps to Heaven. Hal Leonard Corporation, გვ. 43. ISBN 978-0634032523. 
    • კოუპი, ჯულიან (2007). Japrocksampler: How the Post-War Japanese Blew Their Minds on Rock 'n' Roll. Bloomsbury UK. ISBN 978-0747589457. 
    • ფრენკ რედონი (10 July 2012). Sonic Boom: The Impact of Led Zeppelin. - Break and Enter. eBookIt.com, გვ. 17. ISBN 978-0-9784446-5-5. 
    • (27 February 2007) Rock and Roll: An Introduction. Cengage Learning, გვ. 206. ISBN 1-111-79453-7. 
  3. შემდეგ წყაროებში მითითებულია, რომ ჯგუფი უკრავდა რიტმ-ენდ-ბლუზს:
  4. 100 Greatest Guitarists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-14. ციტირების თარიღი: 2017-04-29
  5. The Yardbirds Biography. ციტირების თარიღი: 2017-04-29
  6. 6.0 6.1 ბენგსი, ლესტერ (1987). Psychotic Reactions and Carburetor Dung. https://books.google.com:+ Random House, გვ. Part One: Psychotic Reactions and Carburetor Dung, a tale of these times. ISBN 978-0-8041-5016-3. 
  7. პაუერი, მარტინ (2014). Hot Wired Guitar: The Life of Jeff Beck. https://books.google.com/:+ Omnibus Press. ISBN 978-1-78323-386-1. 
  8. The Yardbirds Biography. ციტირების თარიღი: 2017-04-29
  9. "The Yardbirds: inducted in 1992" დაარქივებული 2010-03-23 საიტზე Wayback Machine. . The Rock and Roll Hall of Fame and Museum. Retrieved 26 April 2012
  10. VH1: '100 Greatest Hard Rock Artists': 1–50. VH1:Rock on the Net. Retrieved 16 April 2012
  11. ტაილერი, სტივენ. "The Yardbirds: 100 Greatest Artists of All Time". Rolling Stone. Retrieved 26 April 2012
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Yardbirds&oldid=4464305“-დან