სტივენ ტაილერი (ნამდვილი სახელი - სტივენ ვიქტორ ტალარიკო, დ. 1948 წლის 26 მარტს) — ამერიკელი მომღერალი, ტექსტების ავტორი, მულტი ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი და ბოსტონური როკ-ჯგუფ Aerosmith-ის ლიდერი, Aerosmith-ში იგი ასევე უკრავს გარმონზე, პიანო–ფორტეზე და დასარტყამებზე. მისი ზედმეტსახელია ,,ყვირილის ეშმაკი’’ და ასევე ცნობილია როგორც ერთ–ერთი ყველაზე ენერგიული და შეუჩერებელი მომღერალი კონცერტის დროს. თავის კონცერტებზე თუ პერფორმანსების შესრულების დროს ის იცვამს ყოველთვის ელეგანტურად და კაშკაშად . ფერადი სამოსები , უამრავი კაშნეები , ორიგინალური ქუდები ეს მეფე სტივენის სტილია.

სტივენ ტაილერი

სტივენის გამოსვლა Aerosmith-თან 2012 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტივენ ვიქტორ ტალარიკო
აგრეთვე ცნობილი როგორც "კივილის დემონი'"
დაბ. თარიღი 26 მარტი, 1948 (1948-03-26) (76 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ[1]
წარმოშობა ნიუ იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, ბლუზ როკი, მძიმე მეტალი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მსახიობი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, ნიჭიერთა კასტინგის ჟიურის წევრი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ჰარმონიკა, ფორტეპიანო, პერკუსია, მარაკასი, გიტარა, ბას გიტარა, მანდოლინა, ვიოლინო, ფლეიტა, მელოტრონი, აკორდეონი, საქსოფონი, საყვირი, დასარტყამი
აქტიური 1964–დღემდე
საიტი steventyler.com
სტივენ ტაილერი ვიკისაწყობში

1970 წელს ტაილერი გახდა Aerosmith-ის ვოკალისტი , სწორედ მათთან ერთად გამოუშვა მძიმე როკის ალბომები როგორებიცაა: სათამაშოები სხვენში (Toys in the Attic) , კლდეები (Rocks). 1970 წლების ბოლოს და 1980 წლების დასაწყისში ტაილერი მუდმივად მოიხმარდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს და როკ-ჯგუფის პოპულარობამაც იკლო. 1986 მან გაიარა რეაბილიტაციის კურსი და აგერ 20 წელზე მეტია წამალს არ გაკარებია , გარდა 2000 წელს როდესაც ის იყუჩებდა ტკივილებს, ხოლო 2009 წელს წარმატებით გაიკეთა ოპერაცია და ტკივილები საბოლოოდ გაუქრა. Aerosmith-ში ჩაგდებული წლების შემდეგ , ტაილერი დაბრუნდა 1980 წლების და 1990ის მიჯნაზე და ზედიზედ , მიყოლებით 3 ალბომი გამოუშვა ერთმანეთზე წარმატებით გაყიდვადი. მუდმივი არდადეგები(Permanent vacation), ტუმბო (Pump) და მიიღეთ გაგებით (Get a Grip). ტაილერი გახდა როკის ხატი და შეუცვლელი ფიგურა როკ სამყაროში. ამის შემდეგ იგი ინტენსიურად ცდილობს სიმღერების სოლოში შესრულებას, ასევე იღებენ რამდენიმე ფილმში, არის სატელევიზიო გადაცემის American Idol–ის ჟიურის წევრი , თუმცა ამასთანავე იგი აგრძელებს მუსიკის ჩაწერებს და ასრულებს სიმღერებს Aerosmith-თან ერთად. იგი უკვე 40 წელზე მეტია ჯგუფის წევრი. იგი ახლახან შევიდა Rolling Stone-ის ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალს შორის. იგი ასევე 3 ადგილს იკავებს Hit Parader’s Top 100 Metal Vocalists შორის, მას მხოლოდ რობერტ პლანტი(Led Zeppelin) და რობ ჰალფორდი (Black Sabbath) უსწრებენ. მის უკან ისეთი მომღერლები არიან როგორებიცაა ფრედი მერკური , მიკ ჯეგერი, ოზი ოსბორნი, კურტ კობეინი და მრავალი სხვა.

ადრეული ასაკი 1948–1969

რედაქტირება

სტივენ ვიქტორ ტალარიკო დაიბადა ბუღალტერისა და კლასიკური მუსიკოსის ოჯახში. მისი მამა წარმოშობით იყო იტალო–გერმანელი , დედა პოლონელ, რუს , ინგლისელი. სტივენი აღნიშნავს რომ იგი გაიზარდა მამის პიანინოს მუსიკის თანხლებით, სწორედ აქედან მოყოლებული აჟრიალებს ჟღერადი მუსიკის გაგონებაზე. სტივენი მხოლოდ 16 იყო როდესაც პირველი ჯგუფი შექმნა ჯაჭვური რეაქცია(Chain Reaction), სადაც იგი იყო დრამერი , შემდეგ კი ვოკალისტი. იგი გარიცხეს უმაღლესი სასწავლებლიდან ნარკოტიკების მოხმარებისთვის. მან წარმატებით დაამთავრა ლეონარდ ქუინტანოს ახალგაზრდა პროფესიონალების სკოლა 1967 წელს.

Aerosmith-ის შექმნა და წარმატება (1970–1978)

რედაქტირება

სანამ Aerosmith შეიქმნებოდა სტივენმა დაწერა სიმღერა Dream on, შემდგომში ჯგუფის ბრენდად იქცა . 1969წელს იგი იმყოფებოდა როკის სიმპოზიუმზე , სადაც შეხვდა თავის მომავალ პარტნიორებს Joe Perry and Tom Hamilton. ამის შემდეგ მათ დაიმატეს ტაილერის ბავშვობის მეგობარი Joey Kramer მეორე გიტარისტად. შემდგომ ისინი დასახლდნენ ბოსტონში და იქირავეს პატარა ბინა , სადაც წერდნენ სიმღერებსა თუ მუსიკას.

ბოსტონური კლუბების შემდეგ Aerosmith აღმოაჩინა ცნობილმა პროდიუსერმა და მენეჯერმა Steve Leber-მა რომელმაც განაცხადა რომ ასე ერთ მუშტად შეკრული ჯგუფი არ უნახავს. 1971 წელს ნიუ–იორკის ლეგენდარულ ღამის კლუბში შეასრულეს თავიანთი პერფორმანსები და აღფრთოვანებაში მოიყვანეს იქ მყოფი ხალხი. 1971 წელს კონტრაქტი დადეს კოლუმბია რეკორდსთან და 1973 წელს გამოუშვეს პირველი ალბომი , ხოლო ერთ წელში მეორეც: აიღეთ თქვენი ფრთები (Get Your Wings). ამავე დროს Aerosmith აგრძელებდა ტურნეს იქ სადაც ხელი მიუწვდებოდათ. მათი პირველი ჰიტი იყო Dream on , რომელმაც 1973 წელს დაიკავა N59. ამის შემდეგ კიდევ ორი ალბომი და Aerosmith-მა მიაღწია დიდების ოლიმპოს . მათი ჰიტები მუდმივად იკავებდნენ ამერიკულ ჰიტ აღლუმებში მაღალ პოზიციებს.

Aerosmith-ის რეიტინგის დაცემა

რედაქტირება

რეიტინგის დაცემის მიზეზი იყო ტურნეები, ჩაწერები, ერთად ცხოვრება და ნარკოტიკების მოხმარება. პერი და ტაილერი იწოდნენ ტოქსიკურ ტყუპებად, რადგანაც უზომოდ ბევრ ჰეროინს ეწეოდნენ და ეს მათ არ თიშავდათ. ამის შემდეგ მათ მოუვიდათ კამათი და პერიმ თავისი ჯგუფი შექმნა . ტაილერმა Aerosmith-ში ახალი პარტნიორი კრესპო მიიღო და გამოუშვა ალბომი: როკი მძიმე ადგილას (Rock in a Hard Place). ტაილერის ნარკომანობა უკვე ამაზრზენი და პრობლემატური ხდებოდა 1980იან წლებში.

დაბრუნება და კათარზისი

რედაქტირება

1984 წლის 14 თებერვალს ტაილერმა დაურეკა პერის რათა დაბრუნებულიყო ჯგუფში და იგიც უყოყმანოდ დათანხმდა . ისევ იქცა Aerosmith-ს N1 გიტარისტად. ჯგუფის წევრები განაგრძობდნენ ნარკოტიკების მოხმარებას და ერთ კონცერტზე ილინოისის შტატში ტაილერი სცენიდან გადავარდა . ამის შემდეგ კი სტივენმა ჩაიტარა სრული რეაბილიტაციის კურსი და განთავისუფლდა ნარკოტიკებისაგან. ამან ჯაჭვური რეაქცია მოახდინა და Aerosmith-ის ყველა წევრმა გაიარა ანალოგიური კურსი. 1986 წელს ამერიკაში მათ როკის ანგელოზები უწოდეს , რადგანაც არა ნარკომანი როკერები უიშვიათესი შემთხვევა იყო.

საოცარი განწმენდა და სუპერვარსკვლავად ყოფნა 1986–1999

რედაქტირება

Aerosmith-ის აღორძინება დაიწყო მას შემდეგ რაც სტივენი და პერი შეხვდნენ Run–D.M.C ჰიპ–ჰოპის ჯგუფს და Aerosmith-ის ,,Walk This Way’’–ის სინგლი 1986 წელს მოიცავდა კომბინირებულ ელემენტებს რეპისა და როკის. ამით მათ პირველებმა დაარღვიეს ბარიერი ამ ორ ჟანრს შორის და რეპი შევიდა მათ რეპერტუარში, რათა ახალგაზრდა თაობისათვის გაეცნოთ თავიანთი ჯგუფი. ამ ჰიტმა დაიკავა N4 ჩატებში . ეს იყო მანიშნებელი იმისა რომ Aerosmith- დაბრუნდა წარმატებულად. 1987 წელს გამოვიდა მორიგი ალბომი პერმანენტული არდადეგები. ამ ალბომმა მიიღო პლატინის ჯილდო, რადგანაც 20 საუკეთესო სიმღერებს შორის 3 ამ ალბომის და ამ ჯგუფის შემოქმედება იყო.( ("Dude (Looks Like a Lady)", "Angel", and "Rag Doll").

ასეთი წარმატების შემდეგ MTV მუდმივად ატრიალებდა მათ შემოქმედებებს და ტაილერის სახელი უკვე სუპერვარსკვლავს ნიშნავდა. იგი ერთ სკეტჩში გადაიღეს შაბათის შოუს 1990 წელს და ის მომენტი ითვლება ამერიკული შაბათის შოუების ყველა დროის საუკეთესო მომენტად. სტივ ტაილერი ერთ–ერთი პირველია , რომლის პროტოტიპიც შექმნეს სიმსონების ერთ სერიაში. იმავე 1990 წელს ჯგუფმა მიიღო $30მილიონი ჩანაწერების გაყიდვით. 15 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მხოლოდ 4 სინგლის. (Livin' on the Edge", "Cryin'", "Amazing", "Crazy"). Aerosmith-მა მიიღო ყველაზე მეტი ჯილდო იმ დროს . ორი გრემი, 4 MTV Video Music Awards, two American Music Awards, a People's Choice award, and a Billboard Award. ჯგუფი კიდევ უფრო ცნობილი გახდა თავისი ვიდეოებით , რომელიც ნადვილად ყველაზე ორიგინალური და საინტერესო სანახავია.

სტივენ ტაილერის ყველაზე ცხელი ჰიტი და პოპულარული გამოვიდა 1998 წელს I Don't Want to Miss a Thing , რომელიც ლეგენდარული ფილმის არმაგედონის საუნდ–ტრეკად იქცა და სწორედ აქედან გახდა მთელ მსოფლიოში ცნობილი. ცნობისათვის ამ ფილმში მთავარ როლს მისი ქალიშვილი ლივ ტაილერი ასრულებს.

წარმატებისა და ტურნეების გაგრძელება 2000–2008

რედაქტირება

2001 წელს მან გამოუშვა ახალი ალბომი Just Push Play, რომელიც გახდა Top 10 hit–ის 7 ადგილოსანი. 2001 წლიდან 2008 წლის ჩათვლით Aerosmith აწყობდა ტურნეებს , მათ შორის მათ კონცერტი ჰქონდათ 11 სექტემბრის თავდასხმის დროსაც ვაშინგტონში და სტივენი აფრიალებდა ამერიკის დროშას. 2008 წელს მან Dream on და Sweet emotion–ის ახლებური ვარიანტი შექმნა ორკესტრთან ერთად. აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ არ ყოფილა Aerosmith-ის კონცერტი სადაც თუნდაც ერთი თავისუფალი ადგილი ყოფილიყოს.

დღევანდელი სიტუაცია

რედაქტირება

დღეს სტივენ ტაილერი არის ამერიკული სატელევიზიო პროექტის American Idol-ის ჟიური. აგრეთვე დაკავებულია Aerosmith-თან ერთად ახალი სიმღერების ჩაწერით და შესრულებით. იგი მუშაობდა ავტობიოგრაფიულ წიგნზე Does the Noise in My Head Bother You?.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სოლო ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: