მანდოლინა
მანდოლინა (იტალ. mandolino) — სიმებიანი ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი. წარმოიშვა იტალიაში. საბოლოო სახით ჩამოყალიბდა XVII-XVIII საუკუნეებში. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხალხური საკრავი.
არსებობს რამდენიმე სახის. ყველაზე პოპულარულია ნეაპოლური მანდოლინა, რომელსაც აქვს ოვალური კორპუსი, 4 წყვილი სიმი, მოკლე ყელი, ლითონის ჩაჭდობილკილოებიანი გრიფი და მექანიკურრგოლებიანი ბრტყელი თავი.
მისი საერთო სიგრძეა 610-635 მმ. ახასიათებს კვინტური წყობა (როგორც ვიოლინოს). უკრავენ პლექტრის (მედიატორის) მეშვეობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. კარგარეთელის ,,მოკლე პოპულარული სამუსიკო ენციკლოპედია" (თბილისი, 1933).
- თ. დაფქვიაშვილის ,,მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონი" (თბილისი, 1971).
- ა. ყიფშიძის და გრ. ჩხიკვაძის ,,მუსიკალური ლექსიკონი" (თბილისი, 1971).
- ა. ყიფშიძის ,,ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი" (თბილისი, 1985).