აკორდეონი, აკორდიონი (გერმ. Akkordeon) — პორტატიული პნევმატურენიანი მუსიკალური ინსტრუმენტების საერთო სახელწოდება, რომელთაც მარცხენა კლავიატურაზე აქვთ მზა აკორდული აკომპანემენტის სისტემა. პირველი პროტოტიპული აკორდეონი შექმნა გერმანელმა ოსტატმა კ. ფ. ლ. ბუშმანმა 1822 წელს, სახელწოდება კი 1829 წელს უწოდა ავსტრიელმა ორგანის ოსტატმა კ. დამიანმა მის მიერ გაუმჯობესებულ გარმონიკას. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან აკორდეონი ფართოდ გავრცელდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატებში, შემდეგ რუსეთში და XX საუკუნიდან — საქართველოშიც. ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, ხშირად გამოიყენებოდა ლხინში დოლთან ერთად.

აკორდეონი. ზემოთ — იტალია, 1978; ქვემოთ — საბჭოთა პერიოდის რუსეთი.

კორდეონზე მარჯვენა ხელის კლავიატურის დიაპაზონის სხვადასხვა ზომის მიხედვით — სამი ოქტავა ან მეტია. მარცხენა კლავიატურა ღილაკებიანია (24-დან 140-მდე), რომელიც სხვადასხვა ტონალობაში იძლევა მზა აკორდს. აკორდეონს აქვს „ენების“ კომპლექტი, 2-5 მარჯვენა კლავიატურისათვის და 4-5 მარცხენისათვის. ეს იძლევა ტემბრის გამრავალფეროვნების საშუალებას და ოქტავით ან უნისონურად ბგერების გაორმაგების გზით ჟღერადობის ძალა და ტემბრის შეფერილობა იცვლება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „აკორდეონი“. ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3;
  • აკორდეონი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)