აკორდი (მუსიკა)
აკორდი — სამი და მეტი მუსიკალური ბგერის თანაჟღერადობა. ამასთან აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის, ნოტები ერთად სრულდებოდეს. აკორდად შეიძლება ჩაითვალოს არპეჯიოც.
როგორც წესი, აკორდები გამოიყენება თანამედროვე დასავლურ[1], დასავლეთ აფრიკულ და ოკეანიურ მუსიკაში.
აკორდი არსებობს მრავალი სახის: მაჟორული და მონორული, ტონიკური, სუბდომინანტური, დომინანტური და კიდევ მრავალი სხვა. აკორდი შეიძლება იყოს კეთილხმოვანი და არაკეთილხმოვანი. კეთილხმოვანს ეწოდება კონსონანსი, ხოლო არაკეთილხმოვანს დისონანსი.