პროგრესული როკი
პროგრესული როკი, ან როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, პროგ როკი — როკ-მუსიკის ქვეჟანრი[2], რომელიც წარმოიშვა 1960-იანი წლების ბოლოს, მიაღწია წარმატების პიკს 1970-იანებში და კვლავაც ვითარდება დღეს. უფრო მეტად იგი ასოცირებულია სიმფონიურ და არტ როკთან.
პროგრესული როკი | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა | ფსიქოდელიური როკი, პროგრესული ფოლკი, ავანგარდი, ექსპერიმენტული როკი,[1] ჯაზ-ფიუჟენი, თავისუფალი ჯაზი, კლასიკური მუსიკა, კენტერბერიული სცენა, ფოლკ-როკი, ბაროკო-პოპი |
კულტურული წარმომავლობა | 1960-იანების ბოლო, ბრიტანეთი |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | გიტარები, ბას-გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, დასარტყმელი საკრავები, ჯაზური და კლასიკური ინსტრუმენტები |
ქვეჟანრები | |
პროგრესული მეტალი, ავანგარდული პროგრესული როკი, სიმფონიური როკი, ნეო-პროგრესული როკი, ნიუ-პროგი, სპეის როკი, კრაუტროკი, პროგგი, ცოილი, იტალიური პროგრესული როკი | |
სხვა თემები | |
არტ-როკი, მძიმე როკი, ბაროკო-პოპი, ემბიენტი |
პროგრესული როკის ჟანრის კომპოზიციებში, როგორც წესი, შეტანილია კლასიკური ან ჯაზური მუსიკის ელემენტები. პროგრესული როკის კომპოზიციები ხშირად შედგება რამდენიმე ნაწილისგან, მათში ირღვევა ტემპი და რიტმი; ზოგჯერ გამოყენებულია სხვადასხვა ხმის ეფექტი და ა. შ. ამ ტიპის მუსიკალური ნაწარმოები, როგორც წესი, არ მონაწილეობს პოპულარული სიმღერების რეიტინგებში, თუმცა მუსიკოსები ხშირად, სიმღერის სინგლად გამოცემისათვის მიმართავენ სპეციალურ ხერხს — ამოკლებენ სიმღერას, რაც რადიოსადგურებსა და ტელევიზიას საშუალებას აძლევს, მოახდინონ სინგლის/კლიპის დემონსტრირება საკუთარი ეთერით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Piero Scaruffi, The History of Rock Music - The Sixties
- ↑ Listening to the future: the time of progressive rock, 1968-1978, pp. 71-75