ექსპერიმენტული როკი

ექსპერიმენტული როკი, იგივე ავანგარდული როკი[2]როკ-მუსიკის ჟანრი, რომელიც სტანდარტული კომპოზიციური წყობის და შესრულების ტექნიკის საზღვრებს აფართოებს[11], ჟანრის ძირითადი ელემენტების გამოყენებით ექსპერიმენტებით. [12] ჟანრის შემსრულებლები ცდილობენ, მუსიკაში შეიტანონ სიახლეები და გამოირჩევიან იმპროვიზაციით, ავანგარდული შთაგონებით, უცნაური ინსტრუმენტული არანჟირებით, ბუნდოვანი ტექსტებით (ან თავად ინსტრუმენტული ნაწილით), არატიპიური სტრუქტურებით თუ რიტმებით, რასაც თან ახლავს მუსიკის კომერციულ მხარეზე უარის თქმაც.[3]

ჩამოყალიბების დროიდან როკ-მუსიკა ექსპერიმენტული იყო, მაგრამ მხოლოდ 1960-იანებში ჟანრის შემსრულებლებმა დაიწყეს ვრცელი და რთული კომპოზიციების შემუშავება, რასაც აღწევდნენ მრავალფირიანი ჩაწერის გამოყენებით. 1967 წელს ჟანრი განხორციელებადი იყო, მაგრამ 1970 წლისთვის მისი მრავალი წარმომადგენელი უუნარო ჩანდა და არ განავითარა საკუთარი მუსიკა. გერმანიაში, კრაუტროკის ქვეჟანრში, შეირწყა იმპროვიზაცია, ფსიქოდელიური როკი, ავანგარდი და თანამედროვე კლასიკური მუსიკა. 1970-იანების ბოლოდან მნიშვნელოვანი სინთეზი მოხდა, როდესაც პანკ-როკიდან წარმოიშვა ახალი ტალღა, რომელსაც დაემატა ელექტრონული მუსიკა, ფანკი, ჯაზ-როკი და ფიუჟენი.

  1. EXPERIMENTAL ROCK (AVANT-ROCK). The Independent. ციტირების თარიღი: February 16, 2016.
  2. 2.0 2.1 Rosenberg 2009, p. 179.
  3. 3.0 3.1 Experimental Rock. AllMusic. ციტირების თარიღი: February 16, 2016.
  4. Pop/Rock » Art-Rock/Experimental » Prog-Rock. AllMusic.
  5. Morse 2009, p. 144.
  6. Savage, Jon. Elektronische musik: a guide to krautrock. ციტირების თარიღი: 14 June 2016.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Osborn, Brad (October 2011). „Understanding Through-Composition in Post-Rock, Math-Metal, and other Post-Millennial Rock Genres*“. Music Theory Online. 17 (3).
  8. Lawrence 2009, p. 344.
  9. Post-Rock.
  10. Post-rock (n.d.).
  11. Bogdanov 2001, p. 10.
  12. Martin 1998, p. 93.