Houses of the Holy
Houses of the Holy — ინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წლის 28 მარტს. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელსაც თავად ოთხეულის სახელი არ ეწოდა. მუსიკალურად კოლექტივი იცვლებოდა და აფართოებდა ჟღერადობას.
Houses of the Holy | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 28 მარტი, 1973 | |||
ჩაიწერა | 1972 | |||
ჟანრი |
მძიმე როკი ფოლკ როკი მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 40:58 | |||
ლეიბლი | Atlantic Records | |||
პროდიუსერი | ჯიმი პეიჯი | |||
ლედ ზეპელინი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Houses of the Holy | ||||
|
მიუხედავად იმისა, რომ Houses of the Holy არაერთგვაროვნად შეაფასეს, კრიტიკოსებისათვის იგი ჯგუფის ერთ-ერთ საყვარელ დისკად იქცა.
ჩაწერა
რედაქტირებაალბომის დიდი ნაწილი ჩაიწერა 1972 წელს, ბერკშირის ტერიტორიაზე, როლინგ სტოუნზის პორტატულ სტუდიაში. სიმღერების დიდი ნაწილი უფრო ადრეც დაიწერა. მაგალითად, No Quarter-ის შექმნა ჰედლი გრეინჯის სტუდიაში დაიწყეს.
სიმღერების ნაწილი დემო ჩანაწერების სახით ჯიმი პეიჯისა და ჯონ პოლ ჯოუნსის მიერ დამუშავდა - მათ საკუთარ მინი-სტუდიებში, რომლებიც სახლის პირობებში მოაწყვეს. ამით მოხდა უკვე არსებული არანჟირებების გამდიდრება - მაგალითად, სიმღერებში The Rain Song, Over the Hills and Far Away (პეიჯი) და No Quarter (ჯოუნსი).
ჩაწერების მორიგი სესია შედგა სტუდიაში Olympic, 1972 წლის მაისში ჯგუფის 1972 წლის ამერიკული ტურის მსვლელობისას. დამატებითი სესიები შედგა ნიუ-იორკის ცნობილ სტუდიაში Electric Lady Studios.
ამავე პერიოდში ჩაიწერა სიმღერების ნაწილი, რომელიც არ მოხვდა Houses of the Holy-ში. ასეთებია Black Country Woman, Walter's Walk, The Rover და სასათაურო, Houses of the Holy. ეს სიმღერები მოგვიანებით მოხვდა ჯგუფის სხვა ალბომებში.
კომპოზიცია და თემები
რედაქტირებაალბომში შეიმჩნევა ლედ ზეპელინის სტილისტური თავისებურებებისგან მკვეთრი ცვლილებები. ჯიმი პეიჯის პროდიუსერობის მეთოდების დახმარებით, გიტარის სოლოები მრავალფენიანი გახდა და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბლუზით. ალბომის პირველ კომპოზიციაში, The Song Remains the Same და პიესაში The Rain Song რობერტ პლანტის ტექსტი მისტიციზმისა და ფენტეზის ფორმისგან, რომელიც შეიმჩნეოდა წინა ალბომზე, ოდნავ შორს არის. D'yer Mak'er-ის (რეგი) მსგავს სიმღერებში მოხვდა მუსიკალური ჟანრები, რომლებიც არ გამოიყენებოდა წინა ალბომებზე. The Crunge ფანკის ჟანრის არის, ხოლო The Rain Song შეიცავს ჯოუნსის მიერ ახლადშეძენილი მელოტრონის ჟღერადობას. ალბომის ბოლოს ჟღერს The Ocean, რომელშიც ჟღერს ა კაპელა ვოკალური სექცია და დუ-უაპის გავლენით შექმნილი სოლო, ეძღვნება „მოყვარულთა ოკეანეს“, რომელიც ჯგუფის კონცერტებს მოაწყდა უკანასკნელ პერიოდში.
ალბომის ყდა
რედაქტირებაალბომის ყდა შეიქმნა არტურ კლარკის რომანის ბავშვობის დასასრული გავლენით (რომანის ბოლოს საუბარია მილიონობით შიშველ ბავშვზე, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის ადამიანების რასიდან). დიზაინში გამოყენებული იქნა ჩრდ. ირლანდიაში გადაღებული რამდენიმე ფოტოსურათი, რომელთა ავტორია ობრი პაუელი (დიზაინერული ჯგუფი Hipgnosis). ეს ადგილი არჩეული იქნა, რადგან ასევე სურდათ პერუს ლანდშაფტის გამოყენება, მაგრამ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვიდა.
გარეკანზე გამოტანილია ტყუპისცალი სტეფან და სამანთა გეიტსების სურათები. თავად ფოტოსესია 10 დღით გაიწელა. საბოლოოდ, ბავშვების სურათები გაამრავლეს და მიიღეს 11 სხვადასხვა ფიგურა.
ისევე, როგორც დისკთან Led Zeppelin IV დაკავშირებით, ამ ალბომზეც ჯგუფის სახელი არ იქნა გამოტანილი. მიუხედავად ამისა, მენეჯერმა პიტერ გრანტმა იზრუნა იმაზე, რათა გამოცემებში დაემატებინათ კონვერტი ალბომის სათაურით, რომელიც ნაწილობრივ ფარავდა ბავშვების შიშველ სხეულებს. მიუხედავად ამისა, დისკს ვეტო დაადეს სამხრეთ ამერიკის რამდენიმე რეგიონში.
ალბომის პირველ გამოცემას კომპაქტ დისკზე ახლავს სათაურიც, დაბეჭდილი მთავარ სურათზე.
1974 წელს ალბომი წარდგენილი იქნა გრემიზე, ალბომის საუკეთესო შეფუთვის კატეგორიაში. 2003 წელს ტელეარხმა VH1 ის დაასახელა #6 ადგილზე ყველა დროის 50 საუკეთესო ყდებში.
ჯიმი პეიჯმა დაადასტურა, რომ ეს დიზაინი სინამდვილეში იყო რიგით მეორე, იმ ვერსიებიდან, რომლებიც Hipgnosis-მა დარადგინა. პირველზე, რომელიც სტორმ თორგერსონს ეკუთვნოდა ტენისის კორტები იყო გამოსახული. შემდგომში თორგერსონმა ეს დიზაინი გამოიყენა ალბომებზე Presence და In Through the Out Door.
შეფასება
რედაქტირებამიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
ბილბორდი | (კეთილგანწყობილი)[2] |
Blender | [3] |
Entertainment Weekly | (A)[4] |
რობერტ კრისტგოუ | (A-)[5] |
როლინგ სტოუნი (1973) | (არაკეთილგანწყობილი)[6] |
როლინგ სტოუნი (2003) | [7] |
Yahoo! Music | (კეთილგანწყობილი)[8] |
Sputnikmusic | [9] |
ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი ალბომი ლეიბლზე Atlantic Records. შემდგომში, 1974 წელს, ჯგუფმა ჩამოაყალიბა საკუთარი ლეიბლი, Swan Song Records. Houses of the Holy ასევე არის ლედ ზეპელინის ერთადერთი ალბომი, რომელიც შეიცავს ყოველი სიმღერის ტექსტს ალბომის გარეკანზე.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომის გამოცემა 1973 წლის იანვრისათვის იყო დაგეგმილი, ალბომის გარეკანის მომზადების ხანგრძლივი პროცესის გამო, ყველაფერი მარტამდე გადაიდო (ჯგუფი ამ დროს ევროპული ტურნეთი იყო დაკავებული. ალბომის რეკლამა საკმაოდ აქტიური იყო, იმ იმედით, რომ დისკი დიდ წარმატებას მიაღწევდა ამერიკულ ჩარტში. იმის გამო, რომ ალბომში შეტანილი სიმღერების უმეტესობა ჩაწერილი იქნა თითქმის ერთი წლით ადრე, ისინი უკვე სრულდებოდა 1972-1973 წლებში.
გამოცემისთანავე ალბომს არაერთგვაროვანი შეფასება ხვდა წილად.[10] კრიტიკის დიდი ნაწილი ეხებოდა სხვადასხვა კომპოზიციის უცნაურ სტილისტიკას, რაც არ ახასიათებდა ლედ ზეპელინის შემოქმედებას. თუმცა, კომერციულად იგი წარმატებული იყო და მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 ადგილზე. ამერიკაში დისკი ჩარტში 39 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ეს ჯგუფისათვის ყველაზე დიდი მიღწევა იყო ალბომის Led Zeppelin III შემდეგ.
2003 წელს ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ Houses of the Holy-ს სიაში „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“ მიანიჭა #149 პოზიცია.
ჯილდოები და ნომიმაციები
რედაქტირებაგამოცემა | ქვეყანა | ჯილდო | წელი | შეფასება |
---|---|---|---|---|
როკ-სიების წიგნი | აშშ | 40 საუკეთესო ალბომი (1973) | 1981 | 13 |
გრემის ჯილდო | აშშ | გრემის ჯილდო საუკეთესო შეფუთვისათვის[11] | 1974 | ნომინირებული |
Classic Rock | ბრიტანეთი | ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანული ალბომი[12] | 2006 | 90 |
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი | აშშ | 200 რჩეული: ყველა დროის 200 საუკეთესო ალბომი[13] | 2007 | 51 |
როლინგ სტოუნი | აშშ | ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი [14] | 2003 | 149 |
Pitchfork Media | აშშ | 1970-იანი წლების 100 ალბომი [15] | 2004 | 75 |
(*) აღნიშნავს დაუხარისხებელ სიას.
სიმღერების სია
რედაქტირებამხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „The Song Remains the Same“ | პეიჯი, პლანტი | 5:32 |
2. | „The Rain Song“ | პეიჯი, პლანტი | 7:39 |
3. | „Over the Hills and Far Away“ | პეიჯი, პლანტი | 4:50 |
4. | „The Crunge“ | ბონემი, პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი | 3:17 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Dancing Days“ | პეიჯი, პლანტი | 3:43 |
2. | „D'yer Mak'er“ | ბონემი, პეიჯი, ბლანტი, ჯოუნსი | 4:23 |
3. | „No Quarter“ | პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი | 7:00 |
4. | „The Ocean“ | ბონემი, პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი | 4:31 |
დელუქს გამოცემის დამატებები
რედაქტირება# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „The Song Remains The Same“ (გიტარების დამატების ნიმუშის მიქსი) | პეიჯი, პლანტი | 5:29 |
2. | „The Rain Song“ (მიქსი ფორტეპიანოს გარეშე) | პეიჯი, პლანტი | 7:45 |
3. | „Over the Hills and Far Away“ (გიტარის მიქსის თანმხლები ტრეკი) | პეიჯი, პლანტი | 4:22 |
4. | „The Crunge“ (პირველი მიქსი, კლავიშებიანები აწეულია) | ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი | 3:16 |
5. | „Dancing Days“ (პირველი მიქსი ვოკალით) | პეიჯი, პლანტი | 3:46 |
6. | „No Quarter“ (პირველი მიქსი ჯოუნსის კლავიშებიანების დამატებით, ვოკალის გარეშე) | ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი | 7:03 |
7. | „The Ocean“ (დროებითი მიქსი) | ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი | 4:26 |
პერსონალი
რედაქტირება- ლედ ზეპელინი
- ჯონ ბონემი – დასარტყმელი საკრავები
- ჯონ პოლ ჯოუნსი – ორგანი, მელოტრონი, ბას გიტარა, ფორტეპიანო, სინთეზატორი, კლავისინი
- ჯიმი პეიჯი – აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული გიტარა, პედლის სტილ გიტარა, ტერემინი სიმღერაში No Quarter, პროდიუსერი
- რობერტ პლანტი – წამყვანი ვოკალი
- სხვა პერსონალი
- ბარი დაიემენტი – მასტერინგი (პირველი კომპაქტ დისკი)
- კით ჰერვუდი – ხმის მიქსი
- Hipgnosis – ალბომის ყდა, გაფორმება
- ენდი ჯოუნსი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი სიმღერაში No Quarter
- ედი კრამერი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი
- ბობ ლუდვიგი – მასტერინგი, ხმის ინჟინერი
- ობრი პაუელი – ფოტოგრაფია
- ჯორჯ მარინო – მასტერინგი (კომპაქტ დისკი, რემასტერინგის ვერსია)
ჩარტები
რედაქტირება- ალბომი
ჩარტი (1973) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
იაპონია[16] | 3 |
ბრიტანეთი[17] | 1 |
ნორვეგია[18] | 4 |
აშშ (ბილბორდის 200 ალბომი) | 1 |
აშშ 100 საუკეთესო ალბომი | 1 |
აშშ (Record World) | 1 |
ავსტრია[19] | 3 |
კანადა[20] | 1 |
ესპანური[21] | 9 |
ავსტრალი (საუკეთესო 20-ეული)[22] | 1 |
ავსტრალია (Kent Music Report) | 1 |
გერმანიის ალბომების ჩარტი | 8 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[23] | 3 |
- სინგლები
წელი | სინგლი | ჩარტი | პოზიცია |
---|---|---|---|
1973 | D'yer Mak'er | ბილბორდის ცხელი 100-ეული | 20 |
1973 | Over The Hills And Far Away | ბილბორდის ცხელი 100-ეული | 51 |
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
არგენტინა (CAPIF)[24] | ოქრო | 30 000x |
საფრანგეთი (SNEP)[25] | 2× ოქრო | 200 000* |
გერმანია (BVMI)[26] | ოქრო | 250 000^ |
ესპანეთი (PROMUSICAE)[27] | ოქრო | 50,000^ |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[28] | პლატინა | 300 000^ |
აშშ (RIAA)[29] | 11× პლატინა | 11 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე დაარქივებული 2010-03-05 საიტზე Wayback Machine.
- სიმღერების ტექსტები დაარქივებული 2005-11-24 საიტზე Wayback Machine.
- გარეკანის მხატვრობა
- ობრი პაუელი გარეკანის შესახებ
- მიმოხილვა საიტზე Music-Nerds დაარქივებული 2012-11-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Allmusic Review
- ↑ Billboard Review
- ↑ Blender Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-11-30. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
- ↑ Entertainment Weekly Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-05. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
- ↑ Robert Christgau Review
- ↑ Rolling Stone Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-03. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
- ↑ Rolling Stone Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-16. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
- ↑ Yahoo! Music Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-16. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
- ↑ Sputnikmusic Review
- ↑ Michael Wale, "Led Zeppelin", The Times, 11 ივლისი 1973.
- ↑ Grammy Award for Best Album Package (Hipgnosis) - 2 მარტი 1974. Grammy. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
- ↑ Classic Rock - 100 Greatest British Rock Album Ever - აპრილი 2006. Classic Rock. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
- ↑ The Definitive 200: Top 200 Albums of All-Time. Rock and Roll Hall of Fame (United States). ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
- ↑ http://www.rollingstone.com/music/lists/500-greatest-albums-of-all-time-19691231
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-11. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
- ↑ Top 100 Albums - 10 აპრილი 1973. Oricon. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
- ↑ Top 100 Albums - 14 აპრილი 1973. chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-08. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
- ↑ Top 20 Albums - 29 აპრილი 1973. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
- ↑ Top 75 Albums - 15 მაისი 1973. austriancharts.at. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
- ↑ RPM Albums Chart - 19 მაისი 1973. RPM. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
- ↑ Top 100 Albums - 9 ივნისი 1973. PROMUSICAE. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
- ↑ Top 20 Albums - 30 ივნისი 1973. Go Set. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-28. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
- ↑ Top 100 Albums - 1973. infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
- ↑ Argentinian album certifications – Led Zeppelin – Recintos de lo Sagrado. არგენტინის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების პალატა.
- ↑ French album certifications – Led Zeppelin – Houses of the Holy ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Led Zeppelin; 'House of Holy') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Salaverri, Fernando (2005). Sólo éxitos: año a año : 1959-2002 (Spanish). Iberautor Promociones Culturales. ISBN 84-8048-639-2. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2013.
- ↑ British album certifications – Led Zeppelin – Houses of the Holy. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Houses of the Holy ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Led Zeppelin – Houses of the Holy. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH