Pitchfork Media, ან უბრალოდ Pitchforkჩიკაგოში დაფუძნებული მუსიკალური ელექტრონული ჟურნალი, რომელიც ეძღვნება მუსიკალურ კრიტიკას, ახალ ამბებს, ალბომების განხილვებს და ინტერვიუებს შემსრულებლებთან. ძირითადი ყურადღება ენიჭერა ინდი-მუსიკას, განსაკუთრებით ინდი-როკს.[2] მიუხედავად ამისა, მუსიკალური ჟანრების დიაპაზონი ძალიან მრავალფეროვანია: ელექტრონული მუსიკა, პოპი, ჰიპ-ჰოპი, ფოლკ-მუსიკა, ჯაზი, მძიმე მეტალი და ექსპერიმენტული მუსიკა.

Pitchfork Media
საიტი pitchfork.com
საიტის ტიპი მუსიკალური ელექტრონული ჟურნალი
რეგისტრაცია არა
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი Condé Nast
შემქნელი რაიან შრაიბერი
გაეშვა 1995
Alexa-ს რეიტინგი 2,576 (ნოემბერი, 2015)[1]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

საიტი ძირითადად კონცენტრირებულია ახალ მუსიკაზე, თუმცა Pichfork-ის ჟურნალისტები ასევე განიხილავენ ხელახლა გამოცემულ ალბომებს და კომპლექტებს. საიტი ასევე აქვეყებს "რჩეულების" სიებს, როგორებიც არიან 1970-იანების, 1980-იანების და 1990-იანების საუკეთესო ალბომები, 1960-იანების საუკეთესო სინგლები და, 1999 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის საუკეთესო ალბომები და სინგლები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pitchfork.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-26. ციტირების თარიღი: 2015-11-21.
  2. Burns, Anna.. Pitchfork Media. ABC.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2010-06-22.