Sputnikmusicმუსიკალური ინტერნეტ-საიტი, რომელიც მნახველებს წარმოუდგენს პროფესიონალურ სტატიებს და მუსიკალური ჟურნალისტების და კრიტიკოსების მიმოხილვებს, ასევე მუსიკალურ ახალ ამბებს, ამავე დროს იძლევა Wiki-სტილის საიტებისათვის დამახასიათებელ შესაძლებლობებს. საიტის ფორმატი ჩვეულებრივისგან განსხვავებულია, რადგან მსგავსი მიმართულების ასეთი საიტებისაგან განსხვავებით, როგორებიცაა Pitchfork Media და Tiny Mix Tapes, ის აძლევს შესაძლებლობებს როგორც პროფესიონალებს, ასევე ჩვეულებრივ მნახველებს შექმნან საიტის კონტენტი. საიტის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ვიკი სტილში მეტამონაცემების ბაზის (ინგლ. metadata database) შეკრება და გამოსახვა, როგორც ეს ხდება მსგავს საიტებზე, მაგალითად, Rate Your Music და IMDB.

Sputnikmusic
საიტი www.sputnikmusic.com
სლოგანი საიტ Sputnik-ის მთავარი გვერდი, 2009 წლის 22 იანვრის მდგომარეობით
კომერციულობა კი
საიტის ტიპი მუსიკალური ვებ-საიტი
რეგისტრაცია კი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი Jeremy Ferwerda
შემქნელი Jeremy Ferwerda
გაეშვა იანვარი, 2005
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

საიტის შესახებ

რედაქტირება

საიტის შემქმნელია Jeremy Ferwerda (ის დღესაც აგრძელებს საიტის ხელმძღვანელობას), ხოლო საიტმა მუშაობა დაიწყო 2005 წლის იანვარში. დროთა განმავლობაში საიტი გახდა მიმოხილვების და ახალი ამბების საიმედო წყარო მუსიკალური რელიზების შესახებ და ამ დარგში ერთ-ერთი ძირითადი საიტის რეპუტაცია გამოიმუშავა,[1] საიტ Metacritic-ის წყაროების სიაშიც გაჩნდა[2] და სხვა საიტების ახალი ამბების წყაროც გახდა.[3] როგორც წესი, საიტის საშტატო პროფესიონალი ავტორები (ინგლ. staff writers) საკუთარი ყურადღების კონცენტრაციას აკეთებენ ახალ რელიზებზე; მაგრამ ნებისმიერ მსურველს შეუძლია საიტზე განათავსოს თავისი საკუთარი რეცენზია ნებისმიერ ოფიციალურად გამოშვებულ რელიზზე. საიტზე ხელშეწყობილია მუსიკის ყველა ჟანრი, ცალკეული დარგები მიძღვნილია მუსიკის სხვადასხვა სტილისთვის, როგორებიცაა: მძიმე მეტალი, პანკ-როკი, ინდი, როკი, ჰიპ-ჰოპი და პოპ-მუსიკა; განყოფილებაში „Other“ ჩადებულია კონტენტი ჟანრებში ელექტრონული მუსიკა, ჯაზი, რეგი, ტრიპ-ჰოპი, კლასიკური მუსიკა, საუნდტრეკი და სხვა.

საიტის საშტატო ავტორების ხედვა ხშირად მიპყრობილია მეინსტრიმში არ შესულ შემსრულებლებზე, მაგალითად, Burial, Kidcrash, Cynic, Kayo Dot, Off Minor და The Tallest Man on Earth, რომელთა რელიზები „პროფესიონალების არჩევით“ (ინგლ. staff-voted Best of) ხდებოდა საუკეთესოები 2006, 2007, 2008 და 2010 წლებში.

საიტის ისტორია

რედაქტირება

ჯერემი ფერვერდამ (Jeremy Ferwerda) თავდაპირველად Sputnikmusic შექმნა, როგორც გიტარული ტაბულატურის საიტის Mxtabs-ის განშტოება, რომელშიც ასევე შედიოდა მუსიკოსების ფორუმი MusicianForums; დაარსების დღეს საიტზე არსებული მიმოხილვები და რეცენზიები იმპორტირებული იქნა ქვეფორუმიდან „CD Reviews“. ამ მომენტში საიტი უბრალოდ იყო სამოყვარულო, არაპროფესიონალური კონტენტების კრებული; ასევე აღსანიშნავია, რომ MXTabs-სთან მისი კავშირების გამო მისი შინაარსი ამ მომენტში პირველ რიგში ფოკუსირდებოდა გიტარულ მუსიკაზე, განსაკუთრებით მეტალზე და როკზე.

2006 წლის ივნისში, ტაბულატურების (ინგლ. music tabs) არაკანონიერი გამოქვეყნებების მიმართ ამერიკული მუსიკალური გამომცემლების ასოციაციის (MPA) პრეტენზიების შემდეგ,[4] საიტი MXTabs დაიხურა, ხოლო მოგვიანებით შეერწყა ნოტების საიტ MusicNotes-ს.[5] ამ დროს Sputnikmusic-მა დაიწყო თავისი დამოუკიდებელი არსებობა, სახელი MusicianForums შეიცვალა და დაირქვა SputnikMusic Forums.[6] ამ მომენტიდან დაწყებული Sputnik-ის ძირითადი მოღვაწეობა გადაორიენტირდა პროფესიონალური კონტენტის შექმნაზე, დაემატა ახალი ამბების განყოფილება, მიმოხილვების ავტორებისათვის შემუშავდა სტრატიფიკაციის (ინგლ. stratification system) სისტემა. როგორც საიტის მუშაობის ამ მოდიფიკაციის ნაწილი, მის ფუნქციონალობას საიტის საშტატო ავტორებისათვის კიდევ დაემატა რამდენიმე შესაძლებლობა — კონცერტების მიმოხილვების, ინტერვიუების, MP3-ფაილების ექსკლუზიური ჩვენების ჩათვლით, ასევე წლიური შედეგების შეჯამება.

მიმომხილველების დაყოფა „სტრატების“ მიხედვით

რედაქტირება

(ინგლ. Reviewer stratification)

დღეისათვის Sputnikmusic-ში არსებობს სისტემა, რომელიც საიტზე გამოქვეყნებული მასალების ავტორებს 4 კლასად („სტრატად“, „ფენად“) ჰყოფს, იმის მიხედვით თუ მოცემული ავტორის ტექსტები რა ხარისხით იმსახურებენ პროფესიონალურ დონეზე განხილვას და ნდობის მოპოვებას.

  • Staff Writers (საშტატო მიმომხილველები) — ავტორები, რომლებიც საიტზე აქვეყნებდნენ პროფესიონალური დონის მიმოხილვებს, ასევე მიმომხილველების დამატებით არსებული სტატიები. 2012 წლის დეკემბრის ბოლოსათვის ასეთი ავტორი იყო 22,[7] მათგან სამი ასევე მოქმედებს, როგორც საიტის მოდერატორი და ადმინისტრატორი.
  • Contributing Reviewers (წვლილის შემომტანი მიმომხილველები) — მათი მიმოხილვები და შეფასებები არ შეიძლება ითვლებოდნენ მთლიანად პროფესიონალურად, ჩართული იყვნენ მონაცემებში, იყვნენ გათვალისწინებულები ან გამოქვეყნებულები, მაგალითად, Metacritic-ში ან ვიკიპედიაში, მაგრამ ამ ავტორებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხარისხის კონტენტის შემქმნელთა რეპუტაცია.
  • Emeritus (ემერიტი) — სტატუსი, რომელიც ენიჭება ყოფილ საშტატო მიმომხილველებს, რომლებიც საიტზე დღეისათვის უკვე აღარ მუშაობენ მუდმივ საფუძველზე. ამ ავტორების მიმოხილვები ასევე შეიძლება ჩაითვალოს პროფესიონალურად.
  • Users (მოსარგებლები) — მოიცავს ყველა ავტორს, ვისაც ჯერ არ მინიჭებია ზემოთჩამოთვლილი სტატუსებიდან ერთი სტატუსი. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეუძლიათ საიტის მუშაობაში დახმარება, გამოაქვეყნონ ახალი გამოხმაურებები, მონაცემები რელიზებზე, მუსიკოსებზე და ჯგუფებზე, დაარედაქტირონ უკვე არსებული მონაცემები, დაათვალიერონ ჟურნალები და სიები.

რეიტინგების სისტემა

რედაქტირება

Sputnikmusic-ზე მუშაობს უბრალო ხუთბალიანი რეიტინგების სისტემა (ინგლ. rating system), რომელიც იწყება 1-ით, 0.5 ბალიანი ინტერვალით. როგორც მინიშნება ახალი მიმომხილველებისათვის, რეიტინგის თითოეულ მნიშვნელობას შეესაბამება სიტყვა, 'Awful'-დან (საშინელი) (1.0) до 'Classic'-მდე (კლასიკა) (5.0).

რეიტინგების ჩვენების გარდა, რომელიც მიმომხილველმა ალბომს მიანიჭა, ასევე გვერდზე მიმოხილვით ქვეყნდება რეიტინგები, რომელიც მოცემულ ალბომს მინიჭებული აქვს სხვა მიმომხილველების მიერ, და ყველა მომხმარებლის მიერ მინიჭებული რეიტინგების საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა. ალბომისთვის რეიტინგის მიმნიჭებელი მომხმარებელთა საკმაო რაოდენობის დროს სვეტისებურ დიაგრამაზე (ინგლ. bar chart) ასევე ნაჩვენებია, რამდენი ხმა მიეცა რეიტინგის თითოეულ მნიშვნელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rosie Swash. Does Joss Stone need to go to album rehab? | Music | guardian.co.uk. Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2011-06-21.
  2. How We Create the Metascore Magic. Metacritic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2011-06-21.
  3. Cradle of Filth news, music videos, pictures and albums - AOL Music. Music.aol.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2011-06-21.
  4. Youngs, Ian. (2005-12-12) Entertainment | Song sites face legal crackdown. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2011-06-21.
  5. MusicNotes site
  6. Sputnik Music & Musician Forums. Musicianforums.com (2005-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2011-06-21.
  7. Staff. Sputnikmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2011-12-26.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sputnikmusic&oldid=3407491“-დან