საუნდტრეკი
საუნდტრეკი (ინგლ. soundtrack) შეიძლება აღნიშნავდეს ჩაწერილ მუსიკას, რომელიც კინოფილმის, წიგნის, სატელევიზიო გადაცემისა თუ ვიდეო თამაშის თანმხლებია. იგი ასევე შეიძლება ნიშნავდეს კომერციულად გამოცემულ ალბომს მუსიკით, რომელიც შეტანილი იქნა ფილმსა თუ ტელეგადაცემაში. აგრეთვე ის აღნიშნავს ფილმის ფიზიკურ მონაკვეთს, რომელსაც ახლავს სინქრონიზებული ჩაწერილი ხმა.