ობრი პაუელი (დიზაინერი)

ობრი „პო პაუელი“ (დ. 23 სექტემბერი, 1946) — ბრიტანელი ფოტოგრაფი და დიზაინერი.

ობრი პაუელი 2014 წელს.

1967 წელს სტორმ თორგერსონთან ერთად ჩამოაყალიბა დიზაინის სტუდია Hipgnosis. სტუდიამ იარსება 1982 წლამდე, მაგრამ პაუელი სტორმთან შემდგომშიც თანამშრომლობდა.

1965 წლიდან იგი მუშაობდა სხვადასხვა ტელესერიალის დეკორაციის გამფორმებლად. Hipgnosis-ში პირველი მნიშვნელოვანი გარეკანი მოამზადა პინკ ფლოიდის A Saucerful of Secrets-ისთვის.

1982 წლიდან Hipgnosis აღარ არსებობდა და სამეული, რომელშიც ობრისა და სტორმის გარდა შედიოდა პიტერ კრისტოფერსონი, Greenback Films გახდა. იგი იღებდა მუსიკალურ ვიდეოებს. მათ მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორის აგრეთვე იყო დევიდ გილმორის „Blue Light“. სტუდიამ სამი სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო, მაგრამ 1984 წელს ასევე შეწყვიტა არსებობა.

პაუელმა ჩამოაყალიბა Aubrey Powell Productions, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა მუსიკალურ ვიდეოებსა და სატელევიზიო რეკლამებზე. 1989 წლიდან ობრი მუშაობდა პოლ მაკ-კარტნის ტურნეს გამფორბებლად. მას ეკუთვნოდა როგორც სცენის დიზაინი, ასევე პროექციები. 1994 წელს შეიქმნა Hipgnosis Ltd. და პაუელი მუშაობდა სხვა ვიდეოპროდუქციაზე. ინტერვიუები მასთან შეტანილია პინკ ფლოიდთან დაკავშირებულ ფილმებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება