Blue Light“ — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის სიმღერა და სინგლი, გამოცემული 1984 წლის 13 თებერვალს. იგი შეტანილია მის 1984 წლის სტუდიურ ალბომში About Face. სიმღერის ავტორია დეივიდ გილმორი, ხოლო პროდიუსერები - ბობ ეზრინი და დეივიდ გილმორი.

„Love On The Air“
სინგლიდეივიდ გილმორი
ალბომიდან About Face
B-მხარე „Cruise“
გამოსვლის თარიღი 13 თებერვალი 1984
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 3:45
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
დეივიდ გილმორი — სინგლების ქრონოლოგია
„There's No Way Out Of Here“
(1978)
Love On The Air
(1984)
„Love On The Air“
(1984)

დეივიდი:

Blue Light სინამდვილეში შედგება ორი სხვადასხვა ტრეკისგან, რომლებიც ერთი და იმავე ტემპით ჩაიწერა. მოგვიანებით ცალკე არცერთი იყო საინტერესო, ამიტომ დავჭერით, დავამატეთ დასარტყმელი საკრავების ახალი პარტია, ბასისტმა კი თავისი ხელმეორედ ჩაწერა. 2 დუიმიანი ფირების ასობით ნაწილი ერთად შევკარით. ბობ ეზრინის შემოთავაზებით, მათ ბასი დაემატა.

სოლოს გამოყენებას არ ვაპირებდი, უნდა ყოფილიყო უბრალოდ გაქრობის ეფექტი. მიქსის წინ, ბოლო დღეს, დავასრულე ვოკალების ჩაწერა. ბობს და ხმის ინჟინერს ვართობდი რაღაც ფრაზებით, მათ კი ფირი ჩართული ჰქონდათ, ამიტომ ეს საუბარიც სიმღერაში დარჩა. ბობმა მითხრა - "ამ სულელური საუბრის შემდეგ, იქნებ მცირე გიტარაც დავამატოთ". დავეთანხმე, მაგრამ მერე ვიფიქრეთ - როგორ გაგვეკეთებინა ეს? ვინაიდან სააპარატოში ვიყავით, გამაძლიერებლები არ გვქონდა, Rockman ხმის პულტში შევუერთეთ. ეს Rockman-ები შესანიშნავია.

Blue Light არ არის ჩემთვის ამ ალბომზე ყველაზე საამაყო ტექსტი. იგი არის საშიშროების ნიშანი, პოლიციის მანქანებზე ლურჯი შუქია დამონტაჟებული. სინამდვილეში ორმაგი მნიშვნელობა აქვს - სიმღერაში ყველაფერი ან მეგობარ გოგონაზეა ან ჩვენს სახელგანთქმულ ლიდერ მარგარეტ ტეტჩერზე. მაგრამ ბუნდოვნად. ღრმა აზრი არ გააჩნია.

სინგლში ასევე შეტანილია „Cruise“, იგივე ალბომიდან.[1]

„Blue Light“ აგრეთვე გამოვიდა პრომო-ვიდეოს სახით, რომელიც სტორმ თორგერსონის მიერ იქნა გადაღებული.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Blue_Light&oldid=4680918“-დან