Led Zeppelin IVინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის მეოთხე სტუდიური ალბომი. ჯიმი პეიჯის პროდიუსერობით ეს ალბომი იწერებოდა 1970 წლის დეკემბრიდან 1971 წლის მარტამდე, სხვადასხვა სტუდიაში, რომელთა შორის ვიქტორიანული ეპოქის ჰედლი გრეინჯი გამოირჩევა.

Led Zeppelin IV
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 8 ნოემბერი, 1971 (1971-11-08)
ჩაიწერა დეკემბერი 1970 – მარტი 1971,
ჰედლი გრეინჯი, ჰემპშირი, როლინგ სტოუნზის მობილური სტუდია;
Island Studios, ლონდონი;
Sunset Sound, ლოს-ანჯელესი.
მიქსი: Island Studios, ლონდონი;
Olympic Studios,
ჟანრი მძიმე როკი
ბლუზ-როკი
ფოლკ-როკი
მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 42:25
ლეიბლი Atlantic Records
პროდიუსერი ჯიმი პეიჯი
ლედ ზეპელინი — ქრონოლოგია
Led Zeppelin III
(1970)
Led Zeppelin IV
(1971)
Houses of the Holy
(1973)
სინგლები ალბომიდან Led Zeppelin IV
  1. „Black Dog/Misty Mountain Hop“
    გამოცემის თარიღი: 2 დეკემბერი 1971
  2. „Rock and Roll/Four Sticks“
    გამოცემის თარიღი: 21 თებერვალი 1972

ჯგუფის 1970 წლის ალბომის Led Zeppelin III შემდეგ, რომელმაც კრიტიკოსთა შედარებით გულგრილი შეფასებები მიიღო, პეიჯმა გადაწყვიტა, რომ მეოთხე ალბომი უსათაურო იქნებოდა. ამ მიზეზით და გარეკანის დიზაინის გამო, რომელზეც ჯგუფის ყოველი წევრის სიმბოლო იყო გამოსახული, ალბომს უწოდებენ მეოთხე ალბომს, ოთხ სიმბოლოს, Untitled-ს, Runes-ს, The Hermit-ს და ZoSo-ს (ასე ეწოდება პეიჯის სიმბოლოსაც).[1] უსათაურობის გარდა, ორიგინალურ გარეკანზე არ იყო წარმოდგენილი ჯგუფის სახელწოდებაც, ვინაიდან კოლექტივს პრესის მხრიდან ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად ანონიმურად დარჩენა სურდა.[2]

Led Zeppelin IV-ს კომერციული და კრიტიკული წარმატება ხვდა წილად. მასში შეტანილია ჯგუფის ცნობილი სიმღერები, რომელთა შორის აღსანიშნავია „Black Dog“, „Rock and Roll“, „Going to California“ და ლედ ზეპელინის ხელწერა, „Stairway to Heaven“. ჩანაწერი შედის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში. იგი დღემდე 37 მილიონი ასლის [3][4] ოდენობით იქნა გაყიდული. RIAA-ს მიერ მას მინიჭებული აქვს 23 გზის პლატინა. აშშ-ში იგი ყველა დროის გაყიდვადი ალბომების სიის მესამე პოზიციას იკავებს.[5] სხვადასხვა ავტორი ალბომს ხშირად უთითებს როკის უდიდესი ალბომები სიებში.

თავდაპირველად ალბომი იწერებოდა ლეიბლის Island Records მიერ გახსნილ Basing Street Studios-ში (ლონდონი), იმავე დროს, როდესაც ჯეთრო ტალი 1970 წლის დეკემბერში იწერდა ალბომ Aqualung.[6] Fleetwood Mac-ის შემოთავაზებით,[7] ჯგუფი ჰედლი გრეინჯში, ვიქტორიანული ეპოქის სახლში გადავიდა, რომელიც ინგლისში, დასავლეთ ჰემპშირში მდებარეობდა. აქ ჯგუფი იყენებდა როლინგ სტოუნზის კუთვნილ პორტატულ სტუდიას. ჯიმი პეიჯი მოგვიანებით იხსენებდა: „გვესაჭიროებოდა სიმყუდროვე, სადაც ჭიქა ჩაის მივირთმევდით, ბაღში გავივლიდით და გავაკეთებდით, რასაც ვისურვებდით.“[8] მშვიდი, ატმოსფერული გარემოთი ჯგუფს სხვა უპირატესობებიც ჰქონდა. დეივ ლუისი განმარტავს, რომ ჰედლი გრეინჯში ცხოვრებისას დაიწერა და ჩაიწერა ალბომის ბევრი სიმღერა.[8]

მას შემდეგ, რაც ჩაწერილი იქნა ძირითადი სიმღერები, ჯგუფმა გადაწყვიტა Island Studios-ში გადასვლა, სადაც დამატებითი პარტიები ჩაწერა. ძირითადი ფირები ამის შემდეგ ლოს-ანჯელესის Sunset Sound-ში იქნა გაგზავნილი, სადაც ხმის მიქსი მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მიქსი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო, რის გამოც ალბომის გამოცემა გადაიდო. ლონდონში ხმის მიქსზე დამატებითი მუშაობის გამო საბოლოო გამოცემას ადგილი ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ.[8]

სესიების დროს ჩაწერილი კიდევ სამი სიმღერა, „Down by the Seaside“, „Night Flight“ და „Boogie with Stu“ (ჩაწერილი როლინგ სტოუნზის თანადამაარსებელ იენ სტიუარტთან ერთად, რომელიც სიმღერაში ფორტეპიანოზე უკრავს) ალბომში არ შეიტანეს, მაგრამ ისინი ოთხი წლის შემდეგ ორმაგ ალბომ Physical Graffiti-ზე გამოვიდა.

ალბომის სათაური

რედაქტირება

Led Zeppelin III-ის გულგრილი შეფასებების შემდეგ, რომლებიც ხოლმე უწესრიგო და უპატივცემულოც კი იყო, პეიჯმა გადაწყვიტა, რომ ლედ ზეპელინის შემდეგი ალბომი გამოვიდოდა სათაურის გარეშე, მაგრამ იქნებოდა წარმოდგენილი ოთხი სიმბოლოთი და ჩანაწერის სტიკერით. ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა აერჩია სიმბოლო, რომელის მას წარმოადგენდა.[7] „გადავწყვიტეთ, რომ მეოთხე ალბომზე მოვერიდებოდით ჯგუფის სახელი მითითებას და გარედან არავითარი ინფორმაცია განთავსდებოდა“, განმარტავდა პეიჯი. „სახელები, სათაურები და სხვა საკითხები, რომლებიც როლს არ თამაშობენ.“[9]

პეიჯმა აგრეთვე განაცხადა, რომ ალბომის გარეკანზე ყოველგვარი ტექსტური ინფორმაციისგან თავის შეკავება იყო გადაწყვეტილება, მიღებული პრეს-აგენტთან საუბრის შემდეგ, რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა. უკანასკნელი თვლიდა, რომ ჩაწერის და ტურნეების გარეშე ერთი წლის თავზე ასეთი ნაბიჯი „პროფესიონალური თვითმკვლელობის“ ტოლფასი იქნებოდა.[10] მისივე სიტყვებით: „მოხდა ისე, რომ ძალიან გვწამდა იმის, რასაც ვაკეთებდით.“[10] 2010 წელს The Times-თან საუბარში მან განაცხადა:

 
„იოლი არ იყო. ხმისჩამწერი კომპანია მოითხოვდა ალბომზე სახელის მითითებას. ისინი ფაქტობრივად ლოცულობდნენ. მიგვითითეს, რომ პროფესიონალური თვითმკვლელობის ტოლფასი იყო ალბომის სათაურის გარეშე მითითება. რეალობა კი ის იყო, რომ მანამდე ჩვენს ალბომებს მკაცრი შეფასებები ხვდა წილად. როდესაც ყოველი მათგანი გამოდიოდა, მიმომხილველთათვის ხოლმე რთული იყო მათზე წარმოდგენილ მასალასთან შეგუება, წინა ალბომთან შედარების გარეშე. მაგრამ ჯგუფის ეთიკურობა უკვე დასრულდა იქ, სადაც ჩვენ იმ პერიოდში ვიმყოფებოდით. უსათაურო ალბომის იდეა დამებადა, როგორც პასუხი ყველა კრიტიკოსს - აღმოვაჩინეთ, თუ როგორ შეიძლებოდა მუსიკის გაყიდვებითა და კონცერტებზე დასწრებით კარგად გაყიდვა.[11]

ალბომის ოფიციალური სათაურის გარეშე გამოცემამ ჩანაწერის ამოცნობა გაართულა. ზოგიერთი მას Led Zeppelin IV-ს უწოდებდა, Atlantic Records-ის კატალოგებში მითიტებული იყო სათაურები Four Symbols და The Fourth Album. სათაური ZoSo მან ალბომზე წარმოდგენილი პეიჯის სიმბოლოს გამო შეიძინა. აგრეთვე ცნობილია Untitled და Runes.[8] პეიჯი ალბომს ინტერვიუებში ხშირად უწოდებს მეოთხე ალბომსა და Led Zeppelin IV-ს. [10][12][13] პლანტი მას უბრალოდ მეოთხე ალბომს უწოდებს. ალბომს სათაური არა მხოლოდ გამოსაჩენი მხრიდან, არამედ რომელიმე სხვა არეშიც არ აქვს. გრამფირფიტის ორიგინალურ გამოცემაზე გარედან აგრეთვე არ არის მითითებული ნომერი კატალოგში.

ოთხი სიმბოლო

რედაქტირება

ჯგუფის ყოველი წევრის მიერ პირადი სიმბოლოს არჩევის იდეა პეიჯს ეკუთვნოდა.[10] 1977 წლის ინტერვიუში იგი იხსენებდა:

 
„მთელი იმ სისულელის შემდეგ, რომელიც კრიტიკოსებთან გადაგვხდა, დანარჩენებს შევთავაზე, რომ სრულიად ანონიმურის გამოცემა კარგი აზრი იქნებოდა. თავდაპირველად მსურდა მხოლოდ ერთი სიმბოლო, შემდეგ კი გადაწყდა, რომ ვინაიდან ეს ჩვენი მეოთხე ალბომი იყო და ჩვენ ოთხნი ვიყავით, შეგვეძლო საკუთარი სიმბოლოების არჩევა. მე საკუთარი შევქმენი, დანარჩენებს კი იმ სიმბოლოების გამოყენების საკუთარი მიზეზები ჰქონდათ.[10]

პეიჯი აცხადებდა, რომ თავად შექმნა საკუთარი სიმბოლო[7][8] და მისი ახსნა-განმარტება საჯაროდ არასოდეს გაუკეთებია. თუმცა, თვლიან, რომ სიმბოლო სინამდვილში 1557 წელს, სატურნის ნიშნის სახით შემუშავდა. [14][15]

ამ სიმბოლოს ხოლმე ZoSo-ს უწოდებენ, თუმცა პეიჯი განმარტავდა, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრით, იგი სიტყვა არ უნდა ყოფილიყო.[7]

ბას-გიტარისტ ჯონ პოლ ჯოუნსის სიმბოლო, არჩეული რუდოლფ კოხის ნიშნების წიგნიდან [7] არის წრე, რომელშიც მოქცეულია სამი Vesica piscis, ტრიკვეტრი. იგი ასახავს პიროვნებას, რომელშიც ერთად არის თავმოყრილი თავდაჯერებულობა და კომპეტენტურობა.[8]

დრამერ ჯონ ბონემის სიმბოლო, სამი გაერთიანებული წრე, არჩეული იქნა იგივე წიგნიდან.[7] იგი წარმოადგენს სამეულს - დედას, მამას და შვილს,[8][16] თუმცა, გადაბრუნებული სახით იგი აგრეთვე ჰგავს ბალანტინის ლუდის ლოგოს.[8]

ვოკალისტ რობერტ პლანტის მიერ არჩეული ბუმბულის სიმბოლო მისი საკუთარი დიზაინით იქნა შექმნილი. იგი ეფუძნება პაციფიდის გამქრალი ცივილიზაციის სიმბოლოს.[7][8]

 
სენდი დენის სიმბოლო, რომელიც ქრისტიანობაში ძველი სიმბოლოა და აღნიშნავს ღმრთისთავიანს. მასზე მეტი არაფერია ცნობილი.

მეხუთე, უფრო მცირე სიმბოლო, არჩეული იქნა „The Battle of Evermore“-ში მონაწილე მოწვეულ ვოკალისტ სენდი დენის მიერ. იგი წარმოდგენილია ალბომის ანოტაციებში, გრამფირფიტის შიდა მხარეს. ორთოგრაფიულად წარმოადგენს ვარსკვლავს, ხოლო ვიზუალურად გამოტანილია, როგორც ერთმანეთზე წვერებით მიერთებულ სამი სამკუთხედი.

ლედ ზეპელინის 1971 წლის დიდი ბრიტანეთის ზამთრის ტურნეს მსვლელობისას (რომელიც შედგა ალბომის გამოსვლის შემდეგ) ჯგუფი სიმბოლოებს სასცენო ტექნიკაზე იყენებდა. პეიჯის სიმბოლო Marshall-ის გამაძლიერებელზე იყო გამოტანილი, ბონემის - ბას-დოლზე, ჯოუნსის - Fender Rhodes-ის ფორტეპიანოს კორპუსზე, ხოლო პლანტის ბუმბული ერთ-ერთ გამაძლიერებელზე გამოსახეს. ჯგუფის შემდგომი საკონცერტო ტურნეებისთვის დატოვეს მხოლოდ პეიჯისა და ბონემის სიმბოლოები.[17]

ალბომის გარეკანი და შიდა გაფორმება

რედაქტირება

ალბომის გაფორმებაში გამოყენებულია XIX საუკუნეში ზეთის საღებავით დახატული ნამუშევარი. იგი პლანტის მიერ რედინგში იქნა შეძენილი.[7][8][18] ამის შემდეგ იგი ჩამოკიდეს გარეუბანში, ნახევრად დანგრეული სახლის კედელზე, რათა ფოტოსურათი მიეღოთ.

პეიჯი ამბობდა, რომ მეოთხე ალბომის ყდა ქალაქის/სოფლის დიქოტომიის ეფექტის შექმნას ისახავდა მიზნად, რომელიც უკვე წარმოჩნდა Led Zeppelin III-ზე:

 
„იგი გადმოსცემდა ცვლილებას ბალანსში, რომელიც მიმდინარეობდა. ასახული იყო მოხუცი გლეხი და დანგრეული ბინები. ამით უბრალოდ გვსურდა, გვეთქვა, რომ მიწას უნდა მივხედოთ, არ გავძარცვოთ.“

[10]

თუმცა, ალბომის გარეკანზე საუბრისას, იგი აგრეთვე აცხადებდა:

 
„გარეკანი უნდა ყოფილიყო რაღაც, რას სხვებისთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ვიდრე ჩემ მიერ ახსნილი აზრი, რითაც ამ მუსიკაში ყოველივე ადამიანის პირადი მოგზაურობა უფრო იმედგაცრუებული იქნებოდა.[19]

სამეფო ფოსტამ ალბომის გარეკანი აირჩია ათ სხვა გარეკანთან ერთად საფოსტო მარკების „კლასიკური ალბომების გარეკნების“ სერიისთვის, რომელიც 2010 წლის იანვარში გამოვიდა.[20]

შიდა ილუსტრაცია, რომელსაც „მწირი“ ეწოდება, ეკუთვნის ბერინგტონ კოლბი მომს. იგი შეიქმნა ამავე სახელწოდების მქონე ბანქოს ბარათის გავლენით, რომელიც ტაროში შედის.[8] მოგვიანებით ეს პერსონაჟი პეიჯის მიერ განსახიერებული იქნა ფილმში The Song Remains the Same (1976). შიდა ნახატი აგრეთვე ცნობილია, როგორც „ხედი ცვალებადი ნათების ნახევარში“. იგი 1981 წელს ამ სახელწოდებით აუქციონზე იქნა გაყიდული.[21]

არსებობს ალბომის გაფორმების სხვადასხვა ვერსია. მაგალითად, რამდენიმე მათგანზე გამოსახულია მთხოვნელი, რომელიც მიცოცავს მთაზე. სხვა ვერსიებში მწირის ფარანზე არ არის გამოსახული ვარსკვლავი. ალბომის გარეკანის შიდა მხარის სარკის წინ ვერტიკალურად მოთავსებისას მწირის ქვეშ, ლოდებში ჩანს ადამიანის სახე. სხვადასხვა ვარაუდით, იგი სინამდვილეში შავ ძაღლს ეკუთვნის.[21]

სიმღერის „Stairway to Heaven“ ტექსტი, დაბეჭდილი გრამფირფიტის კონვერტზე, პეიჯის მიერ მომზადდა. მან შრიფტი მოძებნა ძველ ჟურნალში, რომელსაც The Studio ერქვა და XIX საუკუნეში იყო გამოცემული. მისი აზრით, შრიფტი საინტერესო იყო. უცნობმა პიროვნებამ მოამზადა ამ სტილის მთლიანი ანბანი.[18]

გამოცემა და შეფასება

რედაქტირება
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic     [22]
Blender     
რობერტ კრისტგოუA[23]
Encyclopedia of Popular Music     [24]
Entertainment WeeklyA+[25]
Metal Forces8.5/10[26]
Q     [27]
როლინგ სტოუნის ალბომების მეგზური     [28]

ალბომის გამოცემამდე გამოქვეყნდა პრომო-მასალების მთელი სერია, ჯგუფის წევრთა სიმბოლოების სახით, რომლებიც გავრცელდა მუსიკალურ პრესაში.[8] ალბომმა გამოცემისთანავე სწრაფად გაყიდვა დაიწყო. იგი ბრიტანეთის ჩარტების #10 პოზიციაზე მოხვდა, შემდეგ კვირაში პირველ პოზიციაზე გადავიდა, ხოლო საერთო ჯამში ამ ქვეყნის ჩარტებში 77 კვირის მანძილზე დარჩა.[8] აშშ-ში იგი ჩარტებში ლედ ზეპელინის რომელიმე სხვა ალბომთან შედარებით უფრო დიდი ხნით დარჩა და იქცა აშშ-ში ყველაზე გაყიდვად ალბომად, რომელიც ამავე დროს ჩარტების სათავეში არ მოქცეულა (იგი მხოლოდ #2 პოზიციამდე ავიდა).[8] ლუისი წერს: „ზეპელინის მეოთხე ალბომი მათ კატალოგში ყველაზე მტკიცედ გაყიდვადი, კრიტიკულად ყველაზე შთამბეჭდავი და კარიერის ყველაზე კომერციულად დიდი წარმატება იყო.“[8] იგი აგრეთვე ერთხელ დასახელდა მსოფლიოს ხუთ ყველაზე გაყიდვად ალბომს შორის.[24]

Led Zeppelin IV-მა კრიტიკოსებისგან აურაცხელი ქება-დიდება მიიღო.[24] როლინგ სტოუნში იმ დროის გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, ლენი კეიმ მას უწოდა ჯგუფის ყველაზე კარგი ალბომი და სიმღერების ნაირფეროვნება აღნიშნა - „რვა ჩანაწერიდან, არც ერთი სხვას არ უშლის და არ ცდილობს, ზედმეტად ბევრი მოახდინოს.“[29] Billboard-მა მას უწოდა „ელექტროსადგური-ალბომი“, რომელსაც გააჩნდა ჯგუფის წინა ალბომების კომერციული პოტენციალი.[30]

რობერტ კრისტგოუმ, The Village Voice-ისთვის მიმოხილვის მომზადებისას თავდაპირველად Led Zeppelin IV გულგრილად შეაფასა, მოგვიანებით კი ალბომს „ჟანრის შედევრი უწოდა“,[31] დასძინა რა, რომ ჩანაწერი ჯგუფს სიმღერების შექმნის მხრივ მწვერვალზე ყოფნის პერიოდში ასახავს.[32] მიუხედავად იმისა, რომ მას შუა საუკუნეების მუსიკალური იდეები ტიპურად შეზღუდულად მიაჩნდა, კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს არის „ლედ ზეპელინისთვის და, მაშასადამე, მძიმე მეტალისთვის რჩეული ალბომიც.“[23] Allmusic-ისთვის შეფასების მომზადებისას, სტივენ ტომას ერლეუაინმა აღნიშნა, რომ „ალბომი ქმნის არა მხოლოდ ლედ ზეპელინს, არამედ 1970-იანი წლების მძიმე როკის ჟღერადობასა და სტილს, მოიცავს რა მძიმე მეტალს, ხალხურ მუსიკა, ნამდვილ როკ-ენ-როლსა და ბლუზს.“ [22] მძიმე მეტალის ჟანრის ალბომების მეგზურში Spin-ის ჯო გროსი აღნიშნავდა, რომ Led Zeppelin IV არის „მონოლითური ქვაკუთხედი“.[33] BBC Music-ის დერილ ისლიმ აღნიშნა, რომ ალბომმა ჯგუფს მსოფლიო წარმატება მოუტანა და ეფექტურად შეათავსა მესამე ალბომის ხალხური მუსიკის იდეები და მეოთხე ალბომის მძიმე როკის სტილი.[34] ლედ ზეპელინის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ბიოგრაფიაში ალბომი აღწერილი იქნა, როგორც „ხალხური მუსიკისა და მძიმე როკის მიმართულებების სრულად გაცნობიერებული ჰიბრიდი.“[35] მუსიკალურ ჟურნალისტ ჩაკ ედის მიერ 1991 წელს გამოცემულ წიგნში ჯოჯოხეთის კიბე: სამყაროს 500 საუკეთესო მძიმე-მეტალ ალბომი იგი დასახელდა ყველა დროის #1 მეტალ-ალბომად.[36]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

2000 წელს Led Zeppelin IV Q-ს მიერ დასახელდა ყველა დროის რიგით 26-ე უდიდეს ბრიტანულ ალბომად.[37] 2002 წელს Spin-ის ჩაკ კლოსტერმენის მიერ იგი ყველა დროის რიგით მეორე უდიდეს მეტალ-ალბომად დასახელდა და აღინიშნა, როგორც „ყველაზე ცნობილი მძიმე როკ ალბომი“, აგრეთვე, როგორც ალბომი, რომელმაც უნებლიეთ შექმნა მეტალი - „წარმოშვა ყველაფერი, რაც ჟღერს, იგრძნობა ან მეტალის ფარული გემოც აქვს“. [38] 2003 წელს ალბომი როლინგ სტოუნის მიერ შედგენილ ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის 66-ე პოზიციაზე მოხვდა.[39] ჩანაწერი აგრეთვე Pitchfork Media 1970-იანი წლების რიგით მეშვიდე საუკეთესო ალბომად დასახელდა.[40]

გამოცემა ქვეყანა შეფასება წელი წოდება
Mojo ბრიტანეთი „ოდესმე შექმნილი 100 უდიდესი ალბომი“[41] 1996 24
გრემის ჯილდო აშშ გრემის დიდების დარბაზი[42] 1999 *
The Guitar აშშ „ათასწლეულის ალბომი“[43] 1999 2
Classic Rock ბრიტანეთი „ყველა დროის 100 უდიდესი როკ-ალბომი“[44] 2001 1
როლინგ სტოუნი აშშ „ყველა დროის 500 უდიდესი ალბომი“[39] 2012 69
Pitchfork Media აშშ „1970-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომი“[40] 2004 7
Q ბრიტანეთი „უდიდესი კლასიკური როკ-ალბომები“[45] 2004 *
რობერტ დიმერი აშშ 1001 ალბომი, რომელიც უნდა მოისმინო, სანამ ცოცხლობ[46] 2005 *
Q ბრიტანეთი „ყველა დროის 100 უდიდესი ალბომი“[47] 2006 21
Classic Rock ბრიტანეთი „ყველა დროის 100 უდიდესი როკ-ალბომი“[48] 2006 1
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი აშშ „The Definitive 200: Top 200 Albums of All-Time“ 2007 4

(*) აღნიშნავს უწესრიგო სიებს.

სიმღერების სია

რედაქტირება
მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Black Dog“ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ პოლ ჯოუნსი4:57
2.„Rock and Roll“პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი, ჯონ ბონემი3:40
3.„The Battle of Evermore“პეიჯი, პლანტი5:52
4.„Stairway to Heaven“პეიჯი, პლანტი8:02
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Misty Mountain Hop“პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი4:38
2.„Four Sticks“პეიჯი, პლანტი4:46
3.„Going to California“პეიჯი, პლანტი3:31
4.„When the Levee Breaks“პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი, ბონემი, მინი7:07

დელუქს გამოცემის დამატებები

რედაქტირება
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Black Dog“ (ძირითადი ტრეკი გიტარების დამატებით)ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი4:34
2.„Rock and Roll“ (ალტერნატიული მიქსი)ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი3:39
3.„The Battle of Evermore“ (მანდოლინა/გიტარა, ჰედლი გრეინჯის ვერსია)პეიჯი, პლანტი4:13
4.„Stairway to Heaven“ (Sunset Sound-ის მიქსი)პეიჯი, პლანტი8:03
5.„Misty Mountain Hop“ (ალტერნატიული მიქსი)ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი4:45
6.„Four Sticks“ (ალტერნატიული მიქსი)პეიჯი, პლანტი4:33
7.„Going to California“ (მანდოლინა/გიტარა)პეიჯი, პლანტი3:34
8.„When the Levee Breaks“ (ალტერნატიული ბრიტანული მიქსი)ბონემი, ჯოუნსი, მინი, პეიჯი, პლანტი7:08
ჩარტი (1971–1972) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[49] 2
კანადის ალბომების ჩარტი[50] 1
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[51] 2
გერმანიის ალბომების ჩარტი 9
იაპონიის ალბომების ჩარტი[52] 2
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[53] 3
ესპანეთის ალბომების ჩარტი[54] 8
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[55] 1
აშშ ბილბორდ 200 2
აშშ Cash Box-ის 100 საუკეთესო ალბომი 2

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[56] პლატინა 60 000x
ავსტრალია (ARIA)[57] 9× პლატინა 630 000^
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[58] ოქრო 100 000*
კანადა (Music Canada)[59] 2× ალმასი 2 000 000^
საფრანგეთი (SNEP)[61] 2× პლატინა 970,866[60]
გერმანია (BVMI)[62] 3× ოქრო 750 000^
იტალია (FIMI)[63] ოქრო 50 000*
ნიდერლანდები (NVPI)[64]
რემასტერი
პლატინა 100 000^
ესპანეთი (PROMUSICAE)[65] პლატინა 100,000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[66] პლატინა 50 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[67] 6× პლატინა 1 800 000^
აშშ (RIAA)[68] 23× პლატინა 23 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

პერსონალი

რედაქტირება
ჯგუფი
  • ჯონ ბონემი – დასარტყმელი საკრავები
  • ჯონ პოლ ჯოუნსი – სინთეზატორი, ბას-გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, მანდოლინა, ჩამწერი
  • ჯიმი პეიჯი – პროდიუსერი, აკუსტიკური და ელექტრონული გიტარები, მანდოლინა, აუდიო მასტერინგი, ციფრული მასტერინგი
  • რობერტ პლანტი – ვოკალი, ჰარმონიკა
სხვა მუსიკოსები
სხვა პერსონალი
  • ბერინგტონ კოლბი მომი – ილუსტრაცია
  • ჯორჯ შკანცი - აუდიოს მიქსი
  • პიტერ გრანტი - პროდიუსერი
  • Graphreaks – დიზაინის კოორდინატორი
  • ენდი ჯოუნსი – აუდიო ინჟინერი, ხმის ინჟინერი
  • ჯორჯ მარინო – 1990 წლის რემასტერინგი
  • ჯო საიდორი – აუდიო მასტერინგი (პირველი CD)
შენიშვნები
  1. დეივისი, სტივენ (2008). "ღმერთების ურო: ლედ ზეპელინის საგა". გვ. 234. HarperCollins, 2008
  2. უოლი 2008.
  3. ბუკშპანი 2003, p. 128.
  4. ბრაუნი 2001, p. 480.
  5. 100 საუკეთესო ალბომი. RIAA. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2012.
  6. „მათი დრო მოვა“. Classic Rock Magazine. დეკემბერი 2007.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 მაიკლ ლეონარდი, "ციდან გამოგზავნილები", Q ლედ ზეპელინისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემა, 2003.
  8. 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10 8.11 8.12 8.13 8.14 დეივ ლუისი (1994), ლედ ზეპელინის მუსიკის სრული მეგზური, Omnibus Press, ISBN 0-7119-3528-9.
  9. ადამსი, სესილი. რას აღნიშნავს ოთხი სიმბოლო ლედ ზეპელინის მეოთხე ალბომზე?. straightdope.com. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 დეივ შელპსი, ინტერვიუ ჯიმი პეიჯთან დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine. , Trouser Press, ოქტომბერი 1977.
  11. ჯეიმზ ჯექსონი, "ჯიმი პეიჯი Led Zeppelin IV-ზე, ჯგუფის მწვერვალსა და მათ გაერთიანებაზე დაარქივებული 2011-08-09 საიტზე Wayback Machine. , The Times, 8 იანვარი, 2010 .
  12. ინტერვიუ ჯიმი პეიჯთან დაარქივებული 2011-08-07 საიტზე Wayback Machine. , Guitar World, 1993
  13. Led-Zeppelin.org. სისტემატიზირებული ინფორმაცია ლედ ზეპელინის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 15 მარტი 2011.
  14. Zoso - ჯიმი პეიჯის სიმბოლო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-22. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2013.
  15. გეტინგზი, ფრედ (1981). ოკულტური, ჰერმეტიკული და ალქიმიური ნიშნებისა და სიმბოლოების ენციკლოპედია. ლონდონი: Routledge & Kegan Paul Ltd, გვ. 201. ISBN 0-7100-0095-2. ციტირების თარიღი: 15 მარტი 2011. 
  16. 1990 წელს რადიო ეთერში გასულ გადაცემა It's Been a Long Time-ში ჯონის შვილ ჯეისონ ბონემის მიერ დადასტურდა სიმბოლოს მნიშვნელობა.
  17. ლუისი, დეივ; პელეტი, საიმონ (2007). ლედ ზეპელინი: საკონცერტო ფაილი. ლონდონი: Omnibus Press, გვ. 72. ISBN 0-7119-5307-4. 
  18. 18.0 18.1 ტოლინსკი, ბრედ; დი ბენდეტო, გრეგ (იანვარი 1998). „სინათლე და ჩრდილი“. Guitar World. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |newspaper=-ში (დახმარება)
  19. ჯეიმზ ჯექსონი, ჯიმი პეიჯი ლედ ზეპელინის ბედნიერ პერიოდზე, ცუდ პერიოდსა და გაერთიანების ჭორების შესახებ[მკვდარი ბმული], The Times, 8 იანვარი 2010 .
  20. მაიკლზი, შონ (8 იანვარი 2010). „Coldplay-ს ალბომს მიენიჭა აღიარების მარკა სამეფო ფოსტისგან“. The Guardian. ლონდონი. ციტირების თარიღი: 8 იანვარი 2010.
  21. 21.0 21.1 იშვიათად ნაჩურჩულები ლედ ზეპელინის ტრივიალური ფაქტების სია. Oldbuckeye.com. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2011.
  22. 22.0 22.1 ერლეუაინი, სტივენ ტომას. (8 ნოემბერი 1971) Allmusic-ის მიმოხილვა. Allmusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2011.
  23. 23.0 23.1 კრისტგოუ, რობერტ (13 ოქტომბერი 1981). კრისტგოუს ჩანაწერების მეგზური: სამოცდაათიანების როკ-ალბომები. Ticknor & Fields, გვ. 222. ISBN 0899190251. 
  24. 24.0 24.1 24.2 ლარკინი, კოლინ (2006). პოპულარული მუსიკის ენციკლოპედია, მე-4, Oxford University Press, გვ. 140. ISBN 0195313739. 
  25. სინკლერი, ტომ (20 ივნისი 2003). „ჩანაწერების შესახებ...ლედ ზეპელინი“. Entertainment Weekly. ნიუ-იორკი. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2014.
  26. არნოლდი, ნილ. „ლედ ზეპელინი – Led Zeppelin IV (1971) - ალბომების და EP-ების მიმოხილვები“. Metal Forces. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2014.
  27. „მიმოხილვა: Led Zeppelin IV“. Q. ლონდონი: 141. ოქტომბერი 1994.
  28. კოტი, გრეგ და სხვ. (2004). როლინგ სტოუნის ალბომების ახალი მეგზური, მე-4, Simon & Schuster, გვ. 479. ISBN 0-7432-0169-8. 
  29. როლინგ სტოუნის მიმოხილვა. როლინგ სტოუნი (23 დეკემბერი 1971). ციტირების თარიღი: 20 მაისი 2011.
  30. „ალბომების მიმოხილვები“. Billboard: 70. 20 ნოემბერი 1971. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  31. კრისტგოუ, რობერტ (3 მარტი 1972). „მომხმარებელთა მეგზური (24)“. The Village Voice. ნიუ-იორკი. ციტირების თარიღი: 19 ივნისი 2012.
  32. კრისტგოუ, რობერტ (4 ოქტომბერი 1976). „კრისტგოუს მომხმარებელთა მეგზური“. The Village Voice. ნიუ-იორკი. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი 2013.
  33. გროსი, ჯო (თებერვალი 2005). „Heavy Metal“. Spin. Vibe/Spin Ventures. 21 (2): 89. ციტირების თარიღი: 19 ივნისი 2012.
  34. ისლი, დერილ. (2007)მიმოხილვა: ლედ ზეპელინი - Led Zeppelin IV. BBC Music. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი 2014.
  35. ლედ ზეპელინი. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-28. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2014.
  36. ჰერმანი, ბრენდა (18 ივნისი 1991). „როკის შეფასება, ფანების განრისხება“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2014.
  37. „100 უდიდესი ბრიტანული ალბომი“. Q. ლონდონი: 76. ივნისი 2000.
  38. კლოსტერმანი, ჩაკ (სექტემბერი 2002). „ყველა დროის 40 უდიდესი მეტალ-ალბომი“. Spin: 81. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2014.
  39. 39.0 39.1 ვენერი, ჯენ ს. (რედ.) (2012). „ყველა დროის 500 უდიდესი ალბომი“. როლინგ სტოუნი (სპეციალური საკოლექციო გამოცემა). ISBN 978-7-09-893419-6. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2014.
  40. 40.0 40.1 Pitchfork-ის რედაქცია. (23 ივნისი 2004) 1970-იანების 100 საუკეთესო ალბომი. Pitchfork Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი 2014.
  41. ოდესმე შექმნილი 100 უდიდესი ალბომი — იანვარი 1996. Mojo. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
  42. გრემის დიდების დარბაზი. ჩანაწერთა ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-18. ციტირების თარიღი: 19 მარტი 2014.
  43. ათასწლეულის ალბომი — დეკემბერი 1999. The Guitar''. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
  44. კლასიკური როკი – ყველა დროის 100 უდიდესი როკ-ალბომი, დეკემბერი 2001. Classic Rock. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
  45. ყველა დროის უდიდესი კლასიკური როკ-ალბომები, ოქტომბერი 2004. Q. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
  46. დიმერი, რობერტ – 1001 ალბომი, რომელიც უნდა მოისმინო, სანამ ცოცხლობ; გვ. 856
  47. ყველა დროის 100 უდიდესი ალბომი — თებერვალი 2006. Q''. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
  48. კლასიკური როკი – ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანული როკ-ალბომი — აპრილი 2006. Classic Rock. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
  49. 20 საუკეთესო ალბომი – 11 მარტი 1972. Go Set. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-11. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
  50. RPM-ის ალბომების ჩარტი – 8 იანვარი 1972. RPM. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
  51. 100 საუკეთესო ალბომი – 1971. infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-06. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
  52. 100 საუკეთესო ალბომი – 8 ნოემბერი 1971. Oricon. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
  53. 20 საუკეთესო ალბომი – 28 ნოემბერი 1971. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
  54. 100 საუკეთესო ალბომი – 5 თებერვალი 1972. PROMUSICAE. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
  55. 100 საუკეთესო ალბომი – 4 დეკემბერი 1971. chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-09. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2009.
  56. Argentinian album certifications – Led Zeppelin – Led Zeppelin IV. არგენტინის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების პალატა.
  57. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  58. Brazilian album certifications – Led Zeppelin – Led Zeppelin 4 პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
  59. Canadian album certifications – Led Zeppelin – Led Zeppelin IV. Music Canada.
  60. Les Meilleures Ventes de CD/Albums depuis 1968 : French. Infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2013.
  61. French album certifications – Led Zeppelin – Volume 4 ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  62. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Led Zeppelin; 'IV') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  63. Italian album certifications – Led Zeppelin – Led Zeppelin 4 იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  64. Dutch album certifications – Led Zeppelin – Led Zeppelin IV ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია.
  65. Salaverri, Fernando (2005). Sólo éxitos: año a año : 1959–2002 (Spanish). Iberautor Promociones Culturales. ISBN 84-8048-639-2. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2013. 
  66. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Led Zeppelin; '4'). Hung Medien.
  67. British album certifications – Led Zeppelin – Led Zeppelin IV. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Led Zeppelin IV ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  68. American album certifications – Led Zeppelin – Led Zeppelin IV. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება