კანადის ალბომების ჩარტი
კანადის ალბომების ჩარტი — კანადაში მუსიკალური ალბომების გაყიდვების ოფიციალური ჰიტ-აღლუმი. გაყიდვების შედეგებს ყოველ ოთხშაბათს აფიქსირებს აშშ-ის კომპანია «Nielsen SoundScan» და ყოველ ხუთშაბათს Canadian Hot 100 და Canadian BDS Airplay Chart-ის ჩარტების შედეგებთან ერთად აქვეყნებენ ჟურნალები Jam!, Canoe და ბილბორდი.
ჩარტი შედგება 200 პოზიციისგან, მაგრამ Jam! საზოგადოებისთვის აქვეყნებს მხოლოდ პირველ 100 პოზიციას. მის ეკვივალენტ CD-სინგლებისგან (Canadian Singles Chart) განსხვავებით, კანადაში ალბომების გაყიდვა არ მცირდება ისე სწრაფად, როგორც CD სინგლების, ამიტომ Canadian Albums Chart რჩება კანადის ყველაზე უფრო პოპულარული ალბომის ყველაზე უფრო სანდო წყაროდ.