Down by the Seaside
„Down by the Seaside“ — ბალადა ინგლისური როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის მეექვსე სტუდიური ალბომიდან Physical Graffiti (1975).
„Down by the Seaside“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — ლედ ზეპელინი | ||||
ალბომიდან Physical Graffiti | ||||
გამოსვლის თარიღი | 24 თებერვალი, 1975 | |||
ჩაიწერა | Island Studios, ლონდონი, 1971 | |||
ჟანრი | ქანთრი-როკი[1] | |||
ხანგრძლივობა | 4:13 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | 5:16 | |||
ავტორ(ებ)ი | ||||
პროდიუსერი | ჯიმი პეიჯი | |||
Physical Graffiti – სიმღერები | ||||
|
ტექსტი
რედაქტირებასიმღერის ორიგინალური ვარიანტი ავტორებმა, ჯიმი პეიჯმა და რობერტ პლანტმა დაწერეს უელსში, ბრონ-ერ-აირში, სადაც 1970 წელს, ამერიკული ტურნეების შემდეგ ისვენებდნენ.[2][3] 1971 წელს მათ იგი ელექტრონული არანჟირებით ჩაწერეს და დაგეგმეს ალბომ Led Zeppelin IV-ში შეტანა, თუმცა იგი მხოლოდ Physical Graffiti-ში, ალბომის ორმაგი ფორმატის შესაქმნელად გამოიყენეს.
ვარაუდობენ, რომ სიმღერის სახელწოდება ნილ იანგის „Down by the River“-ისგან არის ნასესხები, ხოლო პლანტის მიერ ნომრის ოდნავ მოგუდული ვოკალით შესრულება იანგის პაროდირებაა.[3] სიმღერაში რბილი და უფრო მძიმე ტაქტების მონაცვლეობაა, ისევე, როგორც ცვალებადი ტემპები, ხოლო მშვიდ ტაქტებში ჟღერს გიტარის ტრემოლო, ან, შესაძლოა, Leslie-ს რეპროდუქტორში გატარებული გიტარა. ჯონ პოლ ჯოუნსი უკრავს Hohner-ის ელექტრონულ პიანინოზე. ჯგუფის კონცერტებზე სიმღერა არასოდეს შესრულებულა, თუმცა პლანტმა იგი იმღერა 1995 წელს, ლედ ზეპელინისადმი მიძღვნილ ალბომზე Encomium, ტორი ეიმოსთან ერთად.
პერსონალი
რედაქტირება- რობერტ პლანტი – ვოკალი
- ჯიმი პეიჯი – გიტარები
- ჯონ პოლ ჯოუნსი – ბას-გიტარა, ელექტრონული პიანინო
- ჯონ ბონემი – დასარტყმელი საკრავები
ლიტერატურა
რედაქტირება- ლუისი, დეივ (2004) The Complete Guide to the Music of Led Zeppelin, ISBN 0-7119-3528-9
- უელჩი, კრის (1998) Led Zeppelin: Dazed and Confused: The Stories Behind Every Song, ISBN 1-56025-818-7
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. Physical Graffiti – Album Review. AllMusic. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2014.
- ↑ ფილ სატკლიფი, „Back to Nature“, Q Magazine, ლედ ზეპელინისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემა, 2003, გვ. 34.
- ↑ 3.0 3.1 დეივ ლუისი (1994), The Complete Guide to the Music of Led Zeppelin, Omnibus Press, ISBN 0-7119-3528-9.