ტორი ეიმოსი
ტორი ეიმოსი (ინგლ. Tori Amos, სრული სახელი - მაირა ელენ ეიმოსი; დ. 22 აგვისტო, 1963) — ამერიკელი პიანისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. იგი არის კლასიკური განათლების მქონე მუსიკოსი, რომელიც მეცო-სოპრანო ვოკალს ფლობს.[2][3] ეიმოსი თავდაპირველად სინთპოპის ჟანრის ჯგუფ Y Kant Tori Read-ის წამყვანი ვოკალისტი იყო. 1990-იანი წლებიდან იგი სოლო-შემოქმედებით არის დაკავებული. აღსანიშნავია მისი წვლილი ალტერნატიული როკის ჟანრში, რომელშიც მან პირველად შეიტანა ფორტეპიანო, როგორც ძირითადი და წამყვანი ინსტრუმენტი. განსაკუთრებით ცნობილია მისი სიმღერები „Crucify“, „Silent All These Years“, „God“, „Cornflake Girl“, „Caught a Lite Sneeze“, „Professional Widow“, „Spark“, „1000 Oceans“ და „A Sorta Fairytale“ - უკანასკნელი აშშ-ში მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული სინგლია.
ტორი ეიმოსი | |
---|---|
ტორი ეიმოსი 2007 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მაირა ელენ ეიმოსი |
დაბ. თარიღი | 22 აგვისტო, 1963 |
დაბ. ადგილი | ნიუტონი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პიანო-როკი, ალტერნატიული როკი, არტ-პოპი, ელექტრონიკა, კლასიკური მუსიკა, ბაროკო-პოპი |
საქმიანობა | მუსიკოსი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, აქტივისტი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო, კლავესინი, Hammond-ის ორგანი, როუდსის ფორტეპიანო, ვურლიტცერი,Wurlitzer, Kurzweil, ვოკალი |
აქტიური | 1979–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Atlantic, Epic, Universal Republic, Deutsche Grammophon, Mercury Classics |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Bösendorfer-ის ფორტეპიანო[1] | |
ხელმოწერა | |
საიტი | toriamos.com |
ტორი ეიმოსი ვიკისაწყობში |
2005 წლისთვის ეიმოსს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 12 მილიონი ალბომი. მიღებული აქვს ნომინაცია რამდენიმე, მათ შორის რვაჯერ - გრემის ჯილდოზე.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Little Earthquakes (1992)
- Under the Pink (1994)
- Boys for Pele (1996)
- From the Choirgirl Hotel (1998)
- To Venus and Back (1999)
- Strange Little Girls (2001)
- Scarlet's Walk (2002)
- The Beekeeper (2005)
- American Doll Posse (2007)
- Abnormally Attracted to Sin (2009)
- Midwinter Graces (2009)
- Night of Hunters (2011)
- Gold Dust (2012)
- Unrepentant Geraldines (2014)
- Native Invader (2017)
- Ocean to Ocean (2021)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Rogers, Kalen (1994). Tori Amos: all these years : the authorized illustrated biography. Omnibus Press, გვ. 70. ISBN 978-0-7119-4827-3. ციტირების თარიღი: March 25, 2010.
- ↑ Amos, Tori and Ann Powers (2005). Piece by Piece. New York: Broadway Books, გვ. 49–50. ISBN 978-0-7679-1677-6.
- ↑ St. Leger, Marie Elsie. (1994-02-24) Under The Pink. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტატა: „mezzo“ ციტირების თარიღი: July 3, 2012.