ბილბორდი (ჟურნალი)
(გადამისამართდა გვერდიდან Billboard (ჟურნალი))
ბილბორდი (ინგლ. Billboard) — ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალი, რომელიც მთლიანად მუსიკის ინდუსტრიას ეძღვნება. ამას გარდა, ჟურნალი აქვეყნებს მთელ მსოფლიოში აღიარებულ მუსიკალურ ჩარტებს, რომლებშიც ყოველკვირეულად ქყვეყნდება სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე პოპულარული სიმღერების და ალბომების სია. ჟურნალის ყველაზე ცნობილი ჩარტია — „ბილბორდის ცხელი 100-ეული“, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა ჟანრის 100 საუკეთესო სიმღერა და სწორედ ეს ჩარტია აშშ-ში აღიარებული, როგორც სიმღერების შეფასების სტანდარტი. „ბილბორდ 200“ მოიცავს ინფორმაციას ალბომების გაყიდვების შესახებ. ბილბორდის პირველი ნომერი გამოიცა ცინცინატში, ოჰაიო, 1894 წლის 1 ნოემბერს უილიამ დონალდსონისა და ჯეიმზ ჰენეგენის მიერ[1].
ბილბორდი | |
---|---|
სპეციალიზაცია | მუსიკალური ჟურნალი |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | მაიკ ბრუნო |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Prometheus Global Media |
ქვეყანა | აშშ |
რედაქციის მისამართი | ნიუ-იორკი, აშშ |
პუბლიკაციის ისტორია | დაარსდა: 1 ნოემბერი, 1894 |
გამოცემის სიხშირე | ყოველკვირეული |
ISSN | 0006-2510 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Broven, J. (2009). Record Makers and Breakers: Voices of the Independent Rock 'n' Roll Pioneers, Music in American life. University of Illinois Press, გვ. 187. ISBN 978-0-252-03290-5. ციტირების თარიღი: November 5, 2015.