GfK Entertainment Charts

(გადამისამართდა გვერდიდან Media Control Charts)

GfK Entertainment Charts (ადრე — Media Control Charts) — კომპანია GfK Entertainment GmbH-ის მიერ შექმნილი ყოველკვირეული გერმანული მუსიკალური ჰიტ აღლუმები. ტოპ-100 სინგლების და ალბომების ჩარტებთან ერთად, დგება სხვა შემსრულებლების ჩარტები, ასევე ცალკეული ჰიტ აღლუმები ალტერნატიული ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებებისთვის.

ჩარტების ისტორია დაიწყო 1953 წლის ბოლოს, როდესაც გერმანიაში დაიწყო ამერიკელი პროდუსერის Jukebox-ის გამოქვეყნება. თანამედროვე სახით სინგლების და ალბომების ჰიტ აღლუმები არსებობენ 1977 წლიდან[1].

გერმანელმა მომღერალმა ლენა მაიერ-ლანდრუტმა, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში ევროვიზია-2010, დაამყარა თავისებური რეკორდი, ერთდროულად დაიკავა 3 პოზიცია სინგლების ცხელ ხუთეულში სიმღერებით «Satellite» (№ 1), «Bee» (№ 3) და «Love Me» (№ 4)[2].

ჩარტები, სადაც წარმოდგენილია ციფრული დისტრიბუცია, არსებობენ 2004 წლის სექტემბრიდან; მათში თავმოყრილია სინგლების 100 და ალბომების 20 პოზიცია.

2010 წლისთვის სინგლებს შორის ციფრული დისტრიბუციის წილმა მიაღწია 85 %-მდე, მაგრამ ალბომების შეძენაში ჯერ კიდევ უპირატესობას აძლევენ დისკებს — «ციფრს» უკავია მხოლოდ 21 %[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Rolf Moser, Andreas Scheuermann: Handbuch der Musikwirtschaft. Keller, 2003, ISBN 3-7808-0188-4.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Musik-Chart History - media control. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 2010-06-02.
  2. Chartverfolgung / Meyer-Landrut,Lena / Single. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 2010-06-02.
  3. 85 Prozent der Verkäufe in den deutschen Single-Charts sind digital (31.05.2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 2010-06-02.