ლენა მაიერ-ლანდრუტი

ლენა მაიერ-ლანდრუტი (გერმ. Lena Meyer-Landrut; დ. 23 მაისი, 1991, ჰანოვერი, გერმანია) — გერმანელი მომღერალი. 2010 წელს მან დაწერა სიმღერა „Satellite“, რომელიც საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა და ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 246 ქულით გამარჯვება მოიპოვა.

ლენა მაიერ-ლანდრუტი

ლენა მაიერ ლანდურტი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1991
დაბ. ადგილი ჰანოვერი, ქვემო საქსონია, გერმანია[1]
წარმოშობა ჰანოვერი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2010–დან
საიტი http://www.lena-meyer-landrut.de
ლენა მაიერ-ლანდრუტი ვიკისაწყობში

ლენა მაიერ-ლანდრუტი დაიბადა 1991 წელს ქალაქ ჰანოვერში. ის არის ცნობილი დიპლომატის ანდრესა მაიერ ლანდურტის შვილი. ბავშვობაში ის შევიდა ცეკვაზე და უკვე 15 წლის ასაკში მას შეეძლო ეცეკვა როკ-ენ-როლი, ჯაზი, ჰიპ ჰოპი. სწორედ მისმა საცეკვაო მრავალფეროვნებამ გამოიწვია მისი სოლო კარიერის დაწყება. იგი აგრეთვე არის ცნობილი მსახიობი და თამაშობს გერმანიის ბევრ სერიალში. 2010 წელს მან მიიღო ატესტატი და დაამთავრა ჰანოვერის უმაღლესი სკოლა.

2010 წლის 12 მარტს მისმა სიმღერამ სახელწოდებით Satellite მოიპოვა ევროვიზიის ფინალური საგზური ოსლოში. ამ ხნის განმავლობაში მისი ვიდეო იუთუბზე 3 (პირველი ნახევარფინალის შემდეგ 9,5) მილიონჯერ იქნა ნანახი. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თავისი სიმღერით მან დიდი უპირატესობით მოიპოვა პირველი ადგილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #141086572 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.