ლედ ზეპელინის კონცერტები
ლედ ზეპელინის პირველი კონცერტი გაიმართა 1968 წლის სექტემბერში, ხოლო უკანასკლელი ტური მოეწყო 1980 წლის ზაფხულში ევროპაში.ლედ ზეპელინის მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული ჯგუფი იყო , ამიტომ ისინი ხშირად მართავდნენ სხვადასხვა საკონცერტო ტურებს.
ისტორია
რედაქტირება1969-1970 წლებში ლედ ზეპელინმა გამართა მრავალი ტური დიდ ბრიტანეთში , აშშ-ში და ევროპაში. საერთო ჯამში ლედ ზეპელინს ჩატარებული აქვს 600 მდე საკონცერტო გამოსვლა. ლედ ზეპელინს ამ პერიოდში გამოსვლები ჰქოდა პატარა კლუბებში და დიდ საკონცერტო არენებზე. ლედ ზეპელინის პირველი გამოსვლა დიდ ბრიტანეთში შედგა 1968 წლის ოქტომბერ -დეკემბერში, ამის შემდეგ ლედ ზეპელინი ხშირად მართავდა საკონცერტო გამოსვლებს პატარა კლუბებში. 1969 წლის მარტ-აპრილში კი მოეწყო პირველი ტური ამერიკაში, ამ ტურის ფარგლებში გაიმართა კონცერტები აშშ-ში და კანადაში. 1970 წლიდან უკვე ლედ ზეპელინი მართავს საკონცერტო გამოსვლებს სტადიონებზე. 1973 წელს მოეწყო მორიგი აშშ-ს ტური , კონცერტები გაიმართა ტამპას სტადიონზე, ფლორიდაში. ამ ტურის ფარგლებში ლედ ზეპელინის კონცერტებს დაესწრო 56,800 ადამიანი. ლედ ზეპელინი მონაწილეობას იღებდა მუსიკალურ ფესტივალებში. ლედ ზეპელინის მონაწილეობით აღსანიშნავია Atlanta International -ის დაThe Texas International-ის პოპ ფესტივალები. 1969 წელს ლედ ზეპელინმა მონაწილეობა მიიღო ბათის ცნობილ ფესტივალში.1977 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო Days on the Green-ის ფესტივალში, რომელიც გაიმართა კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში. ლედ ზეპელინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა იყო 1979 წელს ნებუორთის მუსიკალურ ფესტივალზე.
გარდა ყველაფრისა, 1976 წელს ჯგუფმა გამოუშვა საკონცერტო ფილმი The Song Remains the Same , 2003 წელს კი გამოვიდა საკონცერტო ფილმების საარქივო DVD Led Zeppelin DVD. პირველ ფილმში შესულია ჯგუფის გამართული კონცერტი ნიუ-იორკში, მედისონ სკვერზე. Led Zeppelin DVD-ში კი შეტანილი იქნა იშვიათი მასალა კოლექტივის საკონცერტო გამოსვლებით.
კონცერტების ქრონოლოგია
რედაქტირება
|
|
დაშლის შემდეგ გამართული კონცერტები
რედაქტირება1980 წელს როდესაც გარდაიცვალა ჯონ ბონემი, ჯგუფი ლედ ზეპელინი დაიშალა. მაგრამი ჯგუფის დარჩენილი წევრები საქველოქმედო კონცერტებზე მაინც გამოდიოდნენ , 1985 წლის 13 ივლისს ლედ ზეპელინი გამოვიდა Live Aid -ის საქველმოქმედო კონცერტზე, დასარტყამების პარტიებს ასრულებდნენ ტონი ტომპსონი და ფილ კოლინზი. 1988 წელს ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა ჩაატარეს კონცერტი, რომელიც ეძღვნებოდა Atlantic Records-ის დაარსების 40 წლის თავს. დასარტყამების პარტიას აქ ასრულებდა ჯონ ბონემის შვილი ჯეისონ ბონემი. 1995 წელს ლედ ზეპელინის წევრები შეყვანილი იქნა როკ ენ როლის დიდების დარბზში.
2007 წლის 10 დეკემბერს გაიმართა აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილი კონცერტი. კონცერტი ჩატარდა O2 საკონცერტო დარბაზში.