ლედ ზეპელინის 1969 წლის ევროპული ტურნე

(გადამისამართდა გვერდიდან ლედ ზეპელინის ევროპული ტურნე 1969)

1969 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო ევროპული ტურნე. ტურნე დაიწყო 3 ოქტომბერს და დასრულდა 12 ოქტომბერს. პირველი საკონცერტო გამოსვლა გაიმართა ნიდერლანდებში, ხოლო უკანასკნელი ინგლისში. ევროპული ტურნეს ფარგლებში ლედ ზეპელინმა ერთი საკონცერტო გამოსვლა გამართა პარიზში. ტურნეს დასრულების შემდგომ, იმავე წელს, ჯგუფმა გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Led Zeppelin II.

ევროპა 1969

პოსტერი გაკეთდა ლონდონში. 1969 წლის ევროპული ტურნეს დროს
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ
ჩატარების ადგილი ევროპა
დაწყების თარიღი 3 ოქტომბერი, 1969
დასრულების თარიღი 12 ოქტომბერი, 1969
კონცერტების რაოდენობა 5
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია
ჩრდილო ამერიკის ტურნე 1969 ევროპის ტურნე 1969 ჩრდილო ამერიკის ტურნე 1969

სეტლისტი

რედაქტირება

ევროპული ტურნეს ფარგლებში ჯგუფმა პირველად შეასრულა სიმღერები Heartbreaker და What Is and What Should Never Be, ეს სიმღერები ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში შევიდა. ამ ტურნირის ფარგლებში ჯონ პოლ ჯოუნსმა სიმღერები ორღანზე შეასრულა.

  1. Good Times Bad Times (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
  2. Communication Breakdown (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
  3. I Can't Quit You Baby (დიქსონი)
  4. Heartbreaker (ბონემი, პეიჯი, პლანტი)
  5. You Shook Me (დიქსონი, ლენუა)
  6. What Is and What Should Never Be (პეიჯი, პლანტი)
  7. Dazed and Confused (პეიჯი)
  8. How Many More Times (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)

ტურნეს გრაფიკი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება