ლედ ზეპელინის 1968 წლის სკანდინავიური ტურნე
1968 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო სკანდინავიის ტურნე. ტურნე დაიწყო 7 სექტემბერს და დასრულდა 17 სექტემბერს. ამ დროს ლედ ზეპელინი The Yardbirds-ის სახელით გამოდიოდა. ეს იყო ჯგუფის ოთხეულის პირველი ერთობლივი გამოსვლა სცენაზე. სკანდინავიური ტურნეს დროს კონცერტები გაიმართა ორ ქვეყანაში დანიასა და შვედეთში. ტურნე დასრულდა შვედეთის ქალაქ მალმეში. სკანდინავიურ ტურნეს მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ტურნე.
1968 წლის სკანდინავიური ტურნე | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ | ||||
ჩატარების ადგილი | სკანდინავია | |||
დაწყების თარიღი | 7 სექტემბერი, 1968 | |||
დასრულების თარიღი | 17 სექტემბერი, 1968 | |||
კონცერტების რაოდენობა | 9 | |||
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
სეტლისტი
რედაქტირებაჯგუფმა სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში შეასრულა The Yardbirds-ის სიმღერები. აგრეთვე ლედ ზეპელინმა შეასრულა მათი პირველი სიმღერები, რომლებიც სადებიუტო ალბომშიც შევიდა.
- Train Kept A-Rollin' (ბრედშოუ, კეი, მენი)
- Dazed and Confused (პეიჯი)
- White Summer/Black Mountain Side (პეიჯი)
- For Your Love (გულდმენი)
- Communication Breakdown (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
- I Can't Quit You Baby (დიქსონი)
- You Shook Me (დიქსონი, ლენუა)
- Babe I'm Gonna Leave You (ბრედონი, პეიჯი, პლანტი)
- How Many More Times (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
- As Long As I Have You (მიმზი)
ტურნეს გრაფიკი
რედაქტირებათარიღი | ქალაქი | ქვეყანა | ადგილი |
---|---|---|---|
7 სექტემბერი 1968 | გლადსაკსე | დანია | Gladsaxe Teen Club, საღამოს გამართული პირველი შოუ[1] |
ბრონდბიუ | Brøndby Pop Club საღამოს გამართული მეორე შოუ | ||
8 სექტემბერი 1968 | ლოლანდი | Reventlowparken - შუადღის შოუ | |
როსკილდე | Fjordvilla Club - საღამოს შოუ | ||
12 სექტემბერი 1968 | სტოკჰოლმი | შვედეთი | Stora Scenen |
13 სექტემბერი 1968 | Inside Club | ||
14 სექტემბერი 1968 | კნივსტა | Angby Park | |
15 სექტემბერი 1968 | გეტებორგი | ლისებერგი | |
17 სექტემბერი 1968 | მალმე | Klub Bongo |