აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილი კონცერტი

აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც ლონდონის დარბაზში O2, 2007 წლის 10 დეკემბერს შედგა, გამოვიდა ჯგუფი ლედ ზეპელინი. ეს იყო ერტეგუნის, როგორც ლეიბლის Atlantic Records დამაარსებლის, ხსოვნის კონცერტი და ლედ ზეპელინის პირველი სრულყოფილი კონცერტი, მისი წევრის, ჩატარებული ჯონ ბონემის გარდაცვალების შემდეგ. კონცერტის დროს დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა ჯეისონ ბონემი, ჯონის შვილი. იგი ასევე ორ სიმღერაში ვოკალურ პარტიებს ასრულებდა.

აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილი კონცერტი
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ
ჩატარების ადგილი O2, ლონდონი
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია
ევროპული ტურნე 1980 აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილი კონცერტი

კონცერტის შემდეგ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მუსიკოსთა შესაძლო ერთობლივი ტურნეს შესახებ, მაგრამ რობერტ პლანტმა ყველა ჭორი უარყო და თავის გადაწყვეტილებას ხაზი გაუსვა ელისონ კრაუსთან ერთად ტურნეს გაგრძელებით.

2007 წლის 12 სექტემბერს ჯგუფის პრომოუტერმა ჰარვი გოლდსმიტმა გამოაქვეყნა ოფიციალური პრეს რელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლედ ზეპელინის დარჩენილი სამი წევრი, ჯეისონ ბონემთან ერთად გამოვიდოდა აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტზე.[1] ბილეთები ამ კონცერტზე გათამაშდა სპეციალური ლატარიის მეშვეობით. მთელი შემოსავალი გადაირიცხა აჰმეტის სახელობის ფონდში. საიტი, რომელზეც თამაშდებოდა ბილეთები, გადაიტვირთა ერთდროულად მრავალი ათასი მომხმარებლის ვიზიტის გამო და გაითიშა. 20.000 ბილეთზე გამოჩნდა ერთი მილიონი მსურველი. ამასობაში, პეიჯმა გაზარდა ჯგუფის მიმართ ინტერესი და ახსენა, რომ სავსებით შესაძლებელია, ლედ ზეპელინმა დაიწყოს მუშაობა ახალ მასალაზე.[2][3] ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მოეწყობა მსოფლიო ტური.[4]

2007 წლის 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯიმი პეიჯმა მოიტეხა მარცხენა ხელის შუა თითი და გაერთიანება გადაიდო 10 დეკემბრამდე.[5]

10 დეკემბერს ჯგუფი გამოვიდა მთელი რიგი ცნობილი სიმღერების შესრულებით. ტელეეთერში ნაჩვენები იქნა მხოლოდ სიმღერის Black Dog ნაწყვეტი. თუმცა შოუ გადაღებული იქნა და, შესაძლებელია, გამოვიდეს DVD დისკის სახით.[6]

მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ერთხმად აღიარეს, რომ ის, რაც მათ დღეს აქ მოაწყვეს, კვლავაც გვიჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ ისეთი დონეზე დაკვრა, რომ ლეგენდების სტატუსი შეინარჩუნონ New Musical Express. იმედია, მათ უკანასკნელად არ ვხედავთ.

კონცერტს დაესწრო უამრავი ცნობილი ადამიანი. მათ შორის იყვნენ - დეივ გროლი (Foo Fighters), ჩედ სმიტი (რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი), ბიბისის რადიოწამყვანი კრის მოილსი, აილენ რუბინი (Lostprophets), პოლ მაკკარტნი, ბრაიან მეი, ძმები გალაჰერები, ჯგუფი Arctic Monkeys, ეჯი (U2), ბერნარდ სამნერი, დეივ მასტეინი, პიტერ გებრიელი, მიკ ჯეგერი, ჯულიეტ ლიუისი, დევიდ გილმორი, რიჩარდ ჰემონდი, ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ეშკროფტი (The Verve), მერილინ მენსონი და სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ პლანტმა არ დაადასტურა, რომ მსოფლიო ტურნე ნამდვილად მოეწყობოდა, მან აღნიშნა, რომ ერთობლივი კონცერტები დრო და დრო არც ისე ცუდი იქნებოდა.

სეტლისტი

რედაქტირება
  1. Good Times Bad Times
  2. Ramble On
  3. Black Dog
  4. In My Time of Dying/Honey Bee
  5. For Your Life
  6. Trampled Under Foot
  7. Nobody's Fault but Mine
  8. No Quarter
  9. Since I've Been Loving You
  10. Dazed and Confused
  11. Stairway to Heaven
  12. The Song Remains the Same
  13. Misty Mountain Hop
  14. Kashmir

ბისზე:

  1. Whole Lotta Love

მეორე ბისზე:

  1. Rock and Roll

სიმღერების უმეტესობა შესრულდა სხვა, უფრო დაბალ რეგისტრში, რობერტ პლანტის ვოკალის გამო. სიმღერების ნაწილი ორიგინალური ტონალობით შესრულდა.

გამოცემა

რედაქტირება

ხმის მიქსზე მუშაობდა მეტალიკას ინჟინერი ბიგ მიკი. ჩანაწერის გამოცემის შესახებ ჯიმი პეიჯმა ამაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 
„ეს კონცერტი ჩავწერეთ, მაგრამ არ ვაპირებთ მის DVD-ზე გამოცემას. გადაღებული მასალა რ გვინახავს და ხმა არ მოგვისმენია. შესაძლებელია, იგი ოდესმე გამოიცემა, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი ამოცანა.“

მიუხედავად ყველაფრისა, ინტერნეტ-ქსელში გავრცელდა ორი სხვადასხვა არალეგალური აუდიო და სხვადასხვა ვიდეოჩანაწერი.

საბოლოოდ, 2012 წლის ნოემბრისათვის გამოსაცემად მომზადდა კონცერტის ოფიციალური ვიდეო და აუდიო გამოცემა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Led Zeppelin confirm reunion gig“. BBC. 2007-09-12. ციტირების თარიღი: 2007-09-12.
  2. Zeppelin 'may make new material'
  3. http://www.ultimate-guitar.com/news/upcoming_releases/led_zep_to_record_new_material.html
  4. 'Jimmy Page hints at more shows'
  5. Led Zeppelin Reunion Concert Postponed Due to Fractured Finger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-06. ციტირების თარიღი: 2012-09-22.
  6. Led Zeppelin Release Reunion DVD - Kerrang.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-21. ციტირების თარიღი: 2012-09-22.