iTunes (/ˈtjnz/ ან /ˈtnz/)[4]ციფრული მედია დამკვრელი, რომელიც კომპანია Apple-მა პირველად 2001 წლის 10 იანვარს სან-ფრანცისკოში გამართულ Macworld Expo-ზე წარმოადგინა. პროგრამა გამოიყენება ციფრული მუსიკალური და ვიდეო ფაილების ორგანიზებისა და დაკვრისთვის. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია კომპანია Apple-ის პოპულარულ ციფრულ მედია დამკვრელ iPod-ზე, iPad-ზე და iPhone-ზე მოთავსებული ინფორმაციის მართვა. დამატებით, ინტერნეტ-კავშირის არსებობის შემთხვევაში, დამკვრელს შეუძლია iTunes-ის მაღაზიასთან დაკავშირება, სადაც შესაძლებელია ციფრული მუსიკის, მუსიკალური ვიდეოების, სატელევიზიო შოუების, აიპოდის თამაშების, აუდიოწიგნებისა თუ სხვადასხვა პოდკასტის, ფილმის და რინგტონის შეძენა და ჩამოტვირთვა.

iTunes
ITunes 12.2 logo.png
Screenshot of iTunes.png
iTunes 12.7.1 Windows 10-ზე
მწარმოებელი Apple
გამოვიდა 9 იანვარი, 2001; 22 წლის წინ (2001-01-09)
ბოლო გამოშვება 12.7.1.14[1] / 31 ოქტომბერი, 2017; 5 წლის წინ (2017-10-31)
პროგრამირების ენა C++[2]
ოს
ენა 23[3]
ჟანრი მედია დამკვრელი
საიტი apple.com/itunes/

iTunes-ის უფასოდ ჩამოტვირთვა Apple-ის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი. არსებობს პროგრამის როგორც macOS-ის, ასევე Microsoft Windows-ის[5] მომხმარებელზე გათვლილი ვერსიები. როგორც წესი, iTunes ახლავს Macintosh-ის ყველა კომპიუტერს. მისი შედარებით ძველი ვერსიების ჩამოტვირთვა შესაძლებელია Mac OS 9-ისთვის, macOS-ის 10.0-10.2 ვერსიისთვის და Windows 2000-ისთვის.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. https://support.apple.com/kb/DL1814
  2. iTunes and Cocoa.
  3. iTunes 11 (July 10, 2014). ციტირების თარიღი: 2014-07-15.
  4. Wells, John C. (2008), Longman Pronunciation Dictionary (3rd რედ.), Longman, p. 427, ISBN 9781405881180
  5. Apple - iTunes - Download. apple.com. Apple. ციტირების თარიღი: 2017-02-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ITunes&oldid=3541933“-დან