Windows 7
Windows 7 — ოპერაციული სისტემა Microsoft Windows-ის ვერსია, გამოშვებულია 2009 წლის 22 ოქტომბერს. კომპანია Microsoft-მა იგი გამოსცა პერსონალური კომპიუტერებისათვის, ლეპტოპებისათვის, ნეტბუკებისათვის, Microsoft-ის პლანშეტებისათვის და შინაური მედია-ცენტრებისათვის.[7]
Windows 7 Ultimate-ის ეკრანი | |
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
წყაროს მოდელი |
დახურული წყარო გაზიარებული წყარო |
თავდაპირველი ვერსიის საბოლოო ვარიანტი |
22 ოქტომბერი, 2009[1][2] |
უკანასკნელი გამოშვება | Service Pack 1 (6.1.7601) / 22 თებერვალი, 2011[3] |
განახლების მეთოდი | Windows Update |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
IA-32 და x86-64 |
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული |
ლიცენზია | დაპატენტებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა |
წინა | Windows Vista (2007)[4] |
შემდეგი | Windows 8 (2012) |
მხარდაჭერის სტატუსი | |
ძირითადი მხარდაჭერა დასრულდა 2015 წლის 13 იანვარს.[5][6] გაფართოებული მხარდაჭერა დასრულდება 2020 წლის 14 იანვარს.[5][6] Service Pack 1-ის ინსტალირება აუცილებელია 2013 წლის 9 აპრილიდან განახლებების მისაღებად.[5][6] |
განსხვავებით წინამორბედი Windows Vista-სგან, რომელშიც შეტანილი იყო მრავალი სიახლე, Windows 7-ში ყურადღება ექცევა იმ მოწყობილობებთან თავსებადობას, რომლებთანაც წინა სისტემაც იყო თავსებადი.[8] Microsoft-ის მიერ 2008 წელს გამართულ პრეზენტაციებზე წარდგენილი იქნა ახალი სისტემის რამდენიმე სიახლე, როგორიც იყო შეხების ტექნოლოგია, სწრაფად გაშვების განსხვავებული დაფა, რომელსაც ამიერიდან Superbar ეწოდება, შინაური ქსელის სისტემა HomeGroup,[9] და გაუმჯობესებები სწრაფმოქმედების მხრივ. ახალ სისტემაში შეტანილი რამდენიმე პროგრამა, რომელიც უკვე ვრცელდებოდა Windows-ის წინა ვერსიასთან ერთად (მაგალითად, Windows Calendar, Windows Mail, Windows Movie Maker და Windows Photo Gallery) არ იქნა შეტანილი Windows 7-ში - [10][11] მომხმარებელს შეუძლია მათი თავად გადმოტვირთვა და ინსტალირება პროგრამების კრებულის Windows Live Essentials ფარგლებში.[12]
განვითარება
რედაქტირებაისტორია
რედაქტირებაუკვე 2000 წელს მაიკროსოფტში დაიწყეს ფიქრი სისტემის Windows XP შემდეგ ვერსიაზე და მის სერვერულ ვარიანტზე Windows Server 2003. თავდაპირველად მათ სურდათ მისი 2005 წელს გამოცემა.
სისტემა, რომელსაც ეწოდა კოდური სახელი ”Blackcomb”, მიზნად ისახავდა ფაილების ძიების და მონაცემთა დამუშავების გამარტივების, ფაილური სისტემის WinFS და სხვა სიახლეების შემოტანას. ბილ გეიტსის თქმით, ”Blackcomb უნდა ყოფილიყო სტრიქონი, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს მომხმარებლის ნაწერს და ავტომატურად შეივსება”.
თუმცა, Blackcomb გადაიდო და ამასობაში დაიწყო მუშაობა სისტემაზე "Longhorn", რომლის დებიუტიც 2003 წლისათვის იყო დაგეგმილი. ამ ვერსიაში თავდაპირველად შეიტანეს გადადებული პროექტის რამდენიმე ელემენტი. საბოლოოდ, Longhorn-ს ეწოდა Windows Vista და იგი ოფიციალურად გამოვიდა 2007 წლის იანვარში.
სახელწოდება
რედაქტირებაWindows Vista-ზე მუშაობის პარალელურად, Blackcomb-ს ეწოდა Vienna. თუმცა, 2007 წლის 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სახელწოდება შეცვლილი იქნა და ამჯერად ეს იყო Windows 7. 2008 წლის 13 ოქტომბერს ეს საბოლოოდ დადასტურდა. მაიკ ნეშის, ვინდოუსის პროდუქციის განხრით Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს სახელწოდება აირჩიეს იმიტომ, რომ ვინდოუსის უშუალო მიმართულებაში ეს არის მეშვიდე ვერსია.
განვითარება
რედაქტირებაBlackcomb
რედაქტირებაკოდური სახელწოდება Blackcomb თავდაპირველად ეკუთვნოდა სისტემას Windows NT 6.0. დაგეგმილი მისი Windows XP-ს შემდეგ გამოცემა. 2001 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Blackcomb გამოვიდოდა 2005 წელს, ხოლო 2002 წლის აგვისტოში - ის, რომ შუალედური ვერსია იქნება Windows Vista, დაფუძნებული ბირთვზე Windows NT 5. Longhorn-ის შექმნისას მას დაემატა Blackcomb-ის ფუნქციები და მიენიჭა ნომერი 6.0.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ LeBlanc, Brandon. Windows 7 Arrives Today With New Offers, New PCs, And More!. Microsoft (22 October 2009).
- ↑ 22 ოქტომბერი, 2009[1]
- ↑ LeBlanc, Brandon. (9 February 2011) Announcing Availability of Windows 7 and Windows Server 2008 R2 SP1. Microsoft.
- ↑ Thadani, Rahul. (September 6, 2010) Windows 7 System Requirements. Buzzle. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2017. ციტირების თარიღი: February 27, 2014.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Microsoft Support Lifecycle. Support. Microsoft. ციტირების თარიღი: February 20, 2012.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Rose, Stephen L. (February 14, 2013) Windows 7 RTM End Of Support Is Right Around The Corner. Springboard Series Blog. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 2, 2013. ციტირების თარიღი: March 27, 2013.
- ↑ Ricciuti, Mike. (July 20, 2007) Next version of Windows: Call it 7. CNET News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 20, 2008. ციტირების თარიღი: მაისი 7, 2011.
- ↑ Nash, Mike. (28 October 2008) Windows 7 Unveiled Today at PDC 2008. Windows Team Blog. Microsoft. ციტირების თარიღი: 2008-11-11.
- ↑ LeBlanc, Brandon. (28 October 2008) How Libraries & HomeGroup Work Together in Windows 7. Windows Team Blog. Microsoft. ციტირების თარიღი: 2008-11-11.
- ↑ Windows 7 to Skip Photo, Mail, Calendar and Movie Editing tools.
- ↑ E-mail, photos, movie making will not be included in Windows 7.
- ↑ LeBlance, Brandon. (28 October 2008) The Complete Windows Experience – Windows 7 + Windows Live. Windows Team Blog. Microsoft. ციტირების თარიღი: 2008-11-11.