Windows 8ოპერაციული სისტემა Microsoft Windows-ის ვერსია, გამოსული პერსონალური კომპიუტერებისთვის, მათ შორის - საშინაო და ბიზნეს გარემოს კომპიუტერებისთვის, ლეპტოპებისთვის, პლანშეტებისთვბის და სახლის კინოთეატრებისთვის. მასზე მუშაობა დაიწყო Windows 7-ის 2009 წელს გამოსვლის შემდეგ. სისტემის გამოსვლის შესახებ განაცხადეს 2011 წელს. ორგანიზაციებისთვის იგი 2012 წლის 1 აგვისტოს გამოვიდა, ხოლო ძირითადი მომხმარებლისთვის - 2012 წლის 26 ოქტომბერს.[6]

Windows 8
Windows NT-ის ვერსია
Windows 8-ს ეკრანი
Windows 8-ს ეკრანი
შემქმნელი Microsoft
წყაროს მოდელი დახურული და გაზიარებული[1]
თავდაპირველი ვერსიის
საბოლოო ვარიანტი
1 აგვისტო, 2012; 12 წლის წინ (2012-08-01)[2][4]
ძირითადი
ხელმისაწვდომობა
26 ოქტომბერი, 2012; 12 წლის წინ (2012-10-26)[3]
განახლების მეთოდი Windows Update, Windows Store, Windows Server Update Services
მხარდაჭერილი
პლატფორმები
IA-32, x64
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული
ლიცენზია საცდელი, Microsoft Software Assurance, MSDN-ზე რეგისტრაცია, DreamSpark
წინა Windows 7 (2009)
შემდეგი Windows 8.1 (2013)
ოფიციალური საიტი windows.microsoft.com
მხარდაჭერის სტატუსი
მხარდაჭერა შეწყდა 2016 წლის 12 იანვარს. განახლებების და მხარდაჭერის კვლავ მისაღებად აუცილებელია Windows 8.1-ის გამოყენება.[5]

სიახლეები და ცვლილებები

რედაქტირება

ახალი დიზაინი და Modern-ინტერფეისი

რედაქტირება

Windows 8, საკუთარი წინამორბედებისგან, Windows 7-გან და Windows XP-გან განსხვავებით, იყენებს ახალ ინტერფეისს სახელწოდებით Modern (თავდაპირველად Metro-style). ეს ინტერფეისი ირთვება სისტემის ჩართვისთანავე (განახლება Windows 8.1-ში, მისი გამორთვა და პირდაპირ Desktop რეჟიმზე გადასვლაა შესაძლებელი.) ახალი ინტერფეისი ფუნქციონალობით ჰგავს სამუშაო მაგიდას - საწყის ეკრანს აქვს ე.წ. "თაილები" ანუ ერთგვარი დინამიური მალხმობები, როგორც სამუშაო მაგიდაზე. აღნიშნულ "თაილებზე" დაჭერისას ირთვება აპლიკაცია, იხსნება საიტი ან საქაღალდე.

სისტემაში კვლავ არსებობს "კლასიკური" სამუშაო მაგიდა, როგორც ცალკე აპლიკაცია. "Start"-ღილაკის მაგივრად ინტერფეისში გამოიყენება "აქტიური კუთხე", რომელზეც დაჭერის შემთხვევაში იხსნება საწყისი ეკრანი. Modern-ინტერფეისში დათვალიერება ხდება ჰორიზონტალურად. თუ სენსორულ ეკრანზე გამოიყენება დაპატარავების ჟესტი (მისი შემცვლელია "-" ღილაკი ეკრანის ქვედა ნაწილში), ჩნდება მთლიანი საწყისი ეკრანი მისი სრული მოცულობით. შესაძლებელია ე. წ. "თაილების" საწყის ეკრანზე დაჯგუფება, გადაადგილება, ჯგუფებისთვის სახელების მინიჭება და "თაილებისთვის" ზომების შეცვლა. ეკრანის გაფართოების გათვალისწინებით სისტემა ავტომატურად ადგენს "თაილების" რაოდენობას 1 სვეტში - სტანდარტულ პლანშეტურ კომპიუტერებზე სვეტში 3 "თაილი" თავსდება. საწყისი ეკრანის ფერი იცვლება ახალ მართვის პანელში, ასევე იცვლება ორნამენტი უკანა ფონზე.

Desktop-ის გამოყენების პრინციპი ამ ვერსიაში არ შეცვლილა.

ძირითადი სიახლეები

რედაქტირება
  • Microsoft-ის ანგარიში და პარამეტრების სინქრონიზაცია: Windows-ში შესვლის შესაძლებლობა Live ID-ს გამოყენებით. ეს სიახლე უზრუნველყოფს საკუთარ პროფილში შესვლას და პარამეტრების ჩამოტვირთვას ინტერნეტის გამოყენებით, ასევე ამატებს OneDrive-თან ინტეგრაციას.
  • აპლიკაციების მაღაზია Windows Store: Modern-აპლიკაციების გადმოწერის და შეძენის ერთადერთი საშუალებაა, ასევე Windows RT-ს აპლიკაციების გადმოწერის ერთადერთი წყარო.
  • მომხმარებლის აუტენტიფიკაციის ახალი მეთოდი: სურათი-პაროლი, აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას შევიდეს სისტემაში 3 შეხებით სურათის საიდუმლო მონაკვეთებზე, 4-ნიშნა PIN-კოდი და ბიომეტრიული მოწყობილობების მხარდაჭერა. სისტემაში შესვლის პაროლი ემთხვევა Microsoft-ის ანგარიშის პაროლს.
  • Internet Explorer 10 - IE10 ინტეგრირებულია Windows 8-ის ნებისმიერ ვერსიაში. სენსორული მოწყობილობებში IE 10-ს არ გააჩნია ActiveX-ის მხარდაჭერა, მაგრამ აქვს Adobe Flash Player-ის მხარდაჭერა, რომელიც ოპტიმიზირებულია სენსორული მართვისთვის.
  • ფაილური მენეჯერი მენეჯერს გააჩნია Ribbon-ზოლი (მსგავსი ზოლი გამოიყენება Microsoft Office-ში და Windows Essentials-ში) და გაუმჯობესებულია კონფლიქტების გადაჭრის მეთოდები ფაილების გადატანისას ან კოპირებისას.
  • სისტემის აღდგენა დამატებულია ორი ახალი ფუნქცია: განახლება (Refresh) და ხელახლა გადაყენება (Reset). განახლება Windows-ზე აღადგენს ყველა სისტემურ ფაილს, პირადი ფაილების წაშლის გარეშე. ხელახლა გადაყენებისას კი, სისტემა უბრუნდება თავდაპირველ ქარხნულ პარამეტრებს (შესაბამისად, ყველაფერი სისტემური დისკიდან იშლება).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Shared Source Initiative. microsoft.com. Microsoft. ციტირების თარიღი: October 28, 2013.
  2. Windows 8 has reached the RM milestone. August 1, 2012
  3. Windows reimagined. #Windows8. Blogging Windows. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2017-08-24.
  4. 1 აგვისტო, 2012; 12 წლის წინ (2012-08-01)[2]
  5. Microsoft Support Lifecycle, Windows 8. Microsoft. ციტირების თარიღი: January 8, 2014.
  6. Windows 8's delivery date: October 26. ZDNet. CBS Interactive (July 18, 2012). ციტირების თარიღი: September 17, 2012.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Windows_8&oldid=4478392“-დან