Windows 8.1ოპერაციული სისტემა Microsoft Windows-ის ვერსია, შემუშავებულია კომპანია Microsoft-ის მიერ, როგორც Windows NT სერიის ოპერაციული სისტემა. გამოსულია პერსონალური კომპიუტერებისთვის, მათ შორის - საშინაო და ბიზნეს გარემოს კომპიუტერებისთვის, ლეპტოპებისთვის, პლანშეტებისთვბის და სახლის კინოთეატრებისთვის. მისი, როგორც Windows 8-ის გაგრძელების გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წლის 26 მარტს. ორგანიზაციებისთვის იგი 2013 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა, ხოლო ძირითადი მომხმარებლისთვის - 2013 წლის 17 ოქტომბერს.[4]

Windows 8.1
Windows-ის ვერსია
შემქმნელი Microsoft
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
Windows NT
წყაროს მოდელი დახურული და გაზიარებული[1]
თავდაპირველი ვერსიის
საბოლოო ვარიანტი
27 აგვისტო, 2013; 10 წლის წინ (2013-08-27)[2]
ძირითადი
ხელმისაწვდომობა
17 ოქტომბერი, 2013; 10 წლის წინ (2013-10-17)
განახლების მეთოდი Windows Update, Windows Store, Windows Server Update Services
მხარდაჭერილი
პლატფორმები
IA-32, x64
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული
ლიცენზია საცდელი, Microsoft Software Assurance, MSDN-ზე რეგისტრაცია, DreamSpark
წინა Windows 8 (2012)
შემდეგი Windows 10 (2015)
ოფიციალური საიტი windows.microsoft.com
მხარდაჭერის სტატუსი
ძირითადი მხარდაჭერა დასრულდა 2018 წლის 9 იანვარს.
გაფართოებული მხარდაჭერა შეწყდა 2023 წლის 10 იანვარს.[3]

ისტორია რედაქტირება

2013 წლის 26 მარტს Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Windows კოდური სახელით Blue იქნებოდა Windows 8-ს განახლება.[5] 14 მაისს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ცნობილი გახდა სისტემის სახელწოდებაც - Windows 8.1.[6]

2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა განახლება 8.1-ს საჯარო საცდელი ვერსია. იგი ხელმისაწვდომი გახდა Windows-ის მაღაზიიდან და ცალკე ISO ფაილის სახით. 2013 წლის 30 ივლისს გამოვიდა საწარმოებისთვის განკუთვნილი ვერსია.[7][8]

2013 წლის 14 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 8.1-ს საბოლოო ვერსია ოფიციალურად გამოვიდოდა 2013 წლის 18 ოქტომბერს.[9][10]

2018 წლის 9 იანვარს დასრულდა Windows 8.1-ის ძირითადი მხარდაჭერა

2023 წლის 10 იანვარს კომპანია Microsoft-მა შეწყვიტა Windows 8.1-ის გაფართოებული მხარდაჭერა.[3]

ცვლილებები რედაქტირება

Microsoft-მა ხაზი გაუსვა იმას, რომ 8.1 ოპერაციული სისტემის ძირითად ასპექტებს შეცვლიდა, საპასუხოდ იმ კრიტიკაზე, რომელიც Windows 8-მ თავდაპირველად მიიღო მომხმარებლებისგან და მიმომხილველებისგან.[11][12] განახლებაში შეტანილია ოპერაციული სისტემის მრავალი დახვეწილი ფუნქცია, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო Metro-ს გარსსა და Windows-ის მაღაზიის აპლიკაციების ფუნქციონალურობის გაუმჯობესებაზე, საძიებო საშუალებათა განვრცობაზე, ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერის დამატებაზე და ფუნქციებზე, რომლითაც სამომხმარებლო ეკრანის გამოყენება გაუმჯობესდებოდა Windows 8-სთან შედარებით (მაგალითად, დაბრუნდა ღილაკი Start, დაემატა „ცხელი“ კუთხეების გათიშვის ფუნქცია და სასტარტო ეკრანის გაცდენის საშუალება.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Shared Source Initiative. microsoft.com. Microsoft. ციტირების თარიღი: October 28, 2013.
  2. 27 აგვისტო, 2013; 10 წლის წინ (2013-08-27)
  3. 3.0 3.1 Windows 8.1 has reached end of service (January 10, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2023. ციტირების თარიღი: January 13, 2023.
  4. Windows 8's delivery date: October 26. ZDNet. CBS Interactive (July 18, 2012). ციტირების თარიღი: September 17, 2012.
  5. Looking Back and Springing Ahead – Neterion – Site Home – Neterion (March 26, 2013). Retrieved on July 17, 2013.
  6. LeBlanc, Brandon. (May 14, 2013) Windows Keeps Getting Better. Blogging Windows. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2013. ციტირების თარიღი: May 15, 2013.
  7. Microsoft releases Windows 8.1 Enterprise preview with VDI, Windows to Go support. PC World. ციტირების თარიღი: August 6, 2013.
  8. Thurrott, Paul. (June 26, 2013) Download and Install the Windows 8.1 Preview. Paul Thurrott's SuperSite for Windows. Penton Media.
  9. LeBlanc, Brandon. Senior Marketing Communications Manager. Microsoft. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2013. ციტირების თარიღი: August 14, 2013.
  10. „Windows 8.1 update coming October 18“. CNN Money. ციტირების თარიღი: August 14, 2013.
  11. Waters, Richard. (May 7, 2013) Microsoft prepares rethink on Windows 8 flagship software. Financial Times.
  12. 12.0 12.1 Rodgers, Evan. (June 26, 2013) Windows 8.1: a first look at what Microsoft is changing. The Verge. Vox Media. ციტირების თარიღი: August 6, 2013.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Windows_8.1&oldid=4544174“-დან