OneDrive (ოფიციალურად Microsoft OneDrive, ადრე ერქვა Skydrive, Windows Live SkyDrive და Windows Live Folders) — Microsoft-ის ფაილ-ჰოსტინგ სერვისი (File hosting service), რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებლებს ატვირთონ, შეინახონ, ჩამოტვირთონ და სინქრონიზება გაუკეთონ ფაილებს ღრუბლოვან მეხსიერებაში (Cloud storage) და ჰქონდეთ წვდომა ამ ფაილებთან ვებ ბრაუზერიდან ან მობილური მოწყობილობიდან. ის არის Windows Live-ის სერვისების კრებულის ნაწილი და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინახონ ფაილები დაცულად, გაუზიარონ ისინი კონტაქტებს, ან გახადონ თავიანთი ფაილები საჯაროდ ხელმისაწვდომი. საჯარო ფაილების ნახვისთვის და გადმოწერისთვის არ არის აუცილებელი Micosoft-ის ანგარიშზე შესვლა.

OneDrive
საიტი onedrive.live.com
საიტის ტიპი ფაილ-ჰოსტინგ სერვისი
ხელმისაწვდომი ენა 94 ენა
მფლობელი Microsoft
შემქნელი Microsoft
გაეშვა 1-ლი აგვისტო, 2007

სერვისის სახელწოდებასთან დაკავშირებით, Microsoft-სა და BSkyB-ს (სატელიტური მაუწყებლობის, ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში) შორის მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. BSkyB-ს თქმით, SkyDrive-ი არღვევს მისი სავაჭრო ნიშნის უფლებებს, რადგან სიტყვა "SkyDrive"-ში შედის სიტყვა "Sky", რაც ხშირად გამოიყენება როგორც BSkyB-ის შემოკლებული სახელი. 2013 წლის 31 ივლისს გამოცხადდა, რომ სასამართლო დასრულდა და შეთანხმება მიღწეულია, რის თანახმადაც, სერვისის სახელი "SkyDrive"-ი უნდა შეცვლილიყო.[1] 2014 წლის 27 იანვარს, Microsoft-მა განაცხადა, რომ სახელი მალე შეიცვლებოდა და გახდებოდა "OneDrive"-ი. 2014 წლის 19 თებერვლიდან კი სერვისი საბოლოოდ გაეშვა OneDrive-ის სახელწოდებით.

მეხსიერება რედაქტირება

სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს 15[2] GB მეხსიერებას უფასოდ, ხოლო სტუდენტებს, ერთი წლით, დამატებით 3 GB-ს,[3] ანუ უფასო 18 GB მეხსიერებას. უფრო მეტი მეხსიერებისთვის წარმოდგენილია ფასიანი პაკეტები.[4] 2012 წლის 22 აპრილამდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეეძლოთ უფასოდ აეღოთ 25 GB მეხსიერება. სერვისი შექმილია HTML5-ის ტექნოლოგიით. ბრაუზერიდან ატვირთვისას, თითოეული ატვირთული/ასატვირთი ფაილის მაქსიმალური ზომა შეადგენს 300 MB-ს. ფაილების ატვირთვა შესაძლებელია როგორც ამორჩევის ფუნქციით, ასევე ფაილების გადმოგდებით (Drag and drop) ბრაუზერში, Skydrive-ის ჩანართში. ასევე შესაძლებელია 2 GB-მდე მეხსიერების (თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 GB-ს) ფაილების ატვირთვა, ოღონდ ეს მხოლოდ OneDrive-ის დესკტოპ აპლიკაციის (პროგრამა) საშუალებით ხდება. ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Windows-ისთვის, ასევე OS X-ისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OneDrive&oldid=4619709“-დან