ტევტონური თრეშ მეტალი
ტევტონური თრეშ მეტალი (ზოგჯერ გერმანული თრეშ მეტალი[1]) — თრეშ მეტალის რეგიონული განშტოება, რომელიც ჩამოყალიბდა 1980-იან წლებში გერმანიაში. რკინიგზის არის თრეშ მეტალთან, აღმოსავლეთ სანაპიროს თრეშ მეტალსა და ბრაზილიურ თრეშ მეტალთან ერთად იგი წარმოადგენდა თრეშ მეტალის ერთ-ერთ უდიდეს სცენას 1980-იან წლებში. ტევტონური თრეშ მეტალი თრეშ მეტალის ყველა სხვა განშტოებათა შორის უმძიმესია. ჩვეულებრივ მას ახასიათებს სწრაფი და მძიმე მუსიკა, რომელიც შექმნილია დაბალ ტონებზე (ზოგჯერ C-ზეც კი) აწყობილი გიტარებითა და ექსტრემალური ვოკალით. ამ სცენაზე გამოარჩევენ დიდ სამეულს (მსგავსად თრეშ მეტალის დიდი ოთხეულისა), რომელშიც შედიან ყველაზე გავლენიანი ჯგუფები სტილში:[2] Destruction, Kreator და Sodom.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Concert Rewiews - Big Three. Metal-rules.com. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
- ↑ Cosmo Lee. (2007-05-07) Get Thrashed: The Story of Thrash Metal. Stylus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-25. ციტირების თარიღი: 2008-12-16.
- ↑ Sodom: DVD Rewiew. BlogCritics.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-20. ციტირების თარიღი: 2011-03-22.