ქრისტიანული მეტალი
ქრისტიანული მეტალი (აგრეთვე ცნობილი როგორც თეთრი მეტალი[2]) — მძიმე მეტალი ქრისტიანული შეტყობინებით. ჩვეულებრივ იგი სრულდება აშკარა ქრისტიანების მიერ და პროდიუსირდება და ვრცელდება სხვადასხვა ქრისტიანულ ქსელებში, ზოგჯერ პრინციპულად ქრისტიანებისთვის, რომლებიც მძიმე მეტალს უსმენენ. ქრისტიანული მეტალი კონცეფციას უფრო ჰგავს, ვიდრე ჟანრს, რადგან მას არ აქვს საკუთარი დამახასიათებელი შტრიხები.[1]
ქრისტიანული მეტალი | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა |
იესოს მუსიკა, მძიმე მეტალი, ფსიქოდელიური როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი, ქრისტიანული როკი |
კულტურული წარმომავლობა | გვიანი 1970-იანი წლები, აშშ, შვედეთი |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | ელექტრო გიტარა - ბას გიტარა - დრამები - ვოკალი - კლავიშები (ასევე სხვა ნებისმიერი ჟანრისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტები) |
აღრეული ჟანრები | |
ანბლეკ-მეტალი | |
რეგიონული განშტოებები | |
აშშ, გერმანია, ბრაზილია, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი[1] | |
სხვა თემები | |
ჯგუფები |
ქრისტიანული მეტალ ჯგუფები არსებობენ მძიმე მეტალის ყველა ჟანრში და მათ მხოლოდ ქრისტიანული შინაარსის ტექსტები აერთიანებთ. კამათობენ საკითხზე, თუ რამდენად შეუძლია ჯერ კიდევ მარგინალურ ქრისტიანული მეტალის სუბკულტურას შესძინოს ქრისტიანობას მეტი წევრი რელიგიის ალტერნატიული გამოხატვითა და ქრისტიანობის იდენტიფიკაციით, და რამდენად ემსახურება ეს მუსიკა მიზანს, შესთავაზოს პოზიტიური ალტერნატივა მეტალს, რომელიც ცნობილია ჩვეულებრივ შავი მესიჯების გამოხატვით.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მარკუს მობერგი (3 ნოემბერი, 2008). Turn or Burn? The Peculiar Case of Christian Metal Music დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. Heavy Fundamentalisms: Music, Metal & Politics. Inter-Disciplinary.Net. სალცბურგი, ავსტრია. წაკითხვის თარიღი: 2011-10-05
- ↑ ჯონ თომპსონი, Raised by Wolves: the Story of Christian Rock & Roll. ონტარიო: ECW Press, 2000. ISBN 1-55022-421-2, გვ. 153-4.