ქრისტიანული ბლეკ-მეტალი

(გადამისამართდა გვერდიდან ანბლეკ-მეტალი)

ქრისტიანული ბლეკ-მეტალი (ან ანბლეკ-მეტალი) — ტერმინი, რომლითაც ახასიათებენ მუსიკალურად ბლეკ-მეტალის ჟღერადობის მქონე იმ შემსრულებლებს, რომელთა ტექსტებიცა და იმიჯიც ქრისტიანობის პოპულარიზაციაზეა გათვლილი.[1] ასეთი შემსრულებლების შემოქმედება ყოველთვის საკამათოა: ძირითადად ბლეკ-მეტალის პიონერების, განსაკუთრებით კი მეორე ეშელონის ჯგუფების შემოქმედებასთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელთა ტექსტებიც ანტი-ქრისტიანული შეტყობინებებით გამოირჩეოდნენ. ასევე არსებობს აზრი, რომ ქრისტიანობა წინააღმდეგობაში მოდის ბლეკ-მეტალის შავ ბუნებასა და მრავალი ბლეკ-მეტალ ჯგუფის ინდივიდუალისტურ და მიზანტროპულ იდეებთან.[2]

ქრისტიანული ბლეკ მოძრაობის დაწყების ზუსტი თარიღი საკამათოა და განსაზღვის საკითხია. ავსტრალიური ჯგუფ ჰოურდის 1994 წლის ალბომმა Hellig Usvart შემოიტანა ტერმინი „წმინდა არაშავი მეტალი“ (ინგლ. holy unblack metal) მედიის ყურადღების ქვეშ.[3] თუმცაღა, 1990 წელს უკვე ჩამოყალიბებული იყო ნორვეგიული ჯგუფი ანტესტორი, როგორც დეზ/დუმ ჯგუფი, და გამოუშვებული ჰქონდა დემო The Defeat of Satan 1991 წელს, სანამ წავიდოდნენ ბლეკ-მეტალისკენ მათი 1994 წლის ალბომით Martyrium.

მახასიათებლები

რედაქტირება

ქრისტიანული ბლეკ-მეტალი განიხილება, როგორც იდეოლოგიური დაჯგუფება ბლეკ-მეტალის შიგნით, რომელიც ქრისტიანობას პოზიტიურად ახასიათებს. არ არსებობს მეთოდი, რომლითაც ბლეკ-მეტალის ქრისტიანულად დაკვრა იქნებოდა შესაძლებელი. ქრისტიანული ბლეკ-მეტალს ბევრი საერთო აქვს ტრადიციულ ბლეკ-მეტალთან: სწრაფი ტემპი, მყვირალა ვოკალი, გიტარები ძლიერი დისტორშენითა და ორმაგი პიკინგით, დრამების ორმაგი დაკვრის ტექნიკა და სიმღერის არასტანდარტული სტრუქტურები. ქრისტიანულ ბლეკ-მეტალს შევხვდებით ბლეკ-მეტალის მრავალ ქვეჟარში.

ქრისტიანული ბლეკ-მეტალის ზოგიერთი შემსრულებელი ტექსტებში ღიად ესხმის თავს სატანიზმს; მაგალითად, ჰოურდი.[4] ეს იყო დომინანტური თემა თითქმის მთელი 1990-იანების განმავლობაში. 1990-იანი წლების მიწურულს ჯგუფებმა დაიწყეს უფრო მეტად ფილოსოფიური და იდეოლოგიური ტექსტების წერა. ამ ტექსტებში ხშირადა მოხსენიებული რელიგიური საუბრების ისტორიები, გადარჩენა, რწმენით ბრძოლა და ნაწყვეტები ბიბლიიდან. ქრისტიანულ ბლეკ-მეტალ ჯგუფებს „შეაქვთ სინათლე სიბნელეში“, ანუ აწონასწორებენ იმ შავ საწყისებს, რითაც ბლეკ-მეტალს, როგორც მუსიკის ჟანრს, საფუძველი ჩაეყარა.[4][5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გარი შარფ-იანგი. როკდეტექტორი: ბლეკ-მეტალის A-Z, პირველი გამოცემა, Cherry Red Books. ISBN 1-90144730 Invalid ISBN. 
  1. დენ კაპელოვიჩი (თებერვალი, 2001). „მძიმე მეტალის მოყვარული იესოს მიმდევრები - თავის ქნევა ქრისტესთვის“. Mean Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-05. ციტირების თარიღი: 2007-09-06. ციტატა: „And where secular Black Metal thrived, so did its Christian counterpart, Unblack Metal, with names like Satanicide, Neversatan, and Satan's Doom.“ დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  2. კიტილ კიტილსენი. Beat the Blizzard დაარქივებული 2011-09-05 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 2010-12-12
  3. MusikkOpp-ned oppnedkors! ნორვეგიულად. Morgenbladet. Oslonett (1995-02-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-01. ციტირების თარიღი: 2007-12-19.
  4. 4.0 4.1 "So the album was created with a prophetic, free, submissive, obedient, reverent, anti-Satan and Christian mindset." – ჰოურდი: ინტერვიუ Son Of Man Records-თან დაარქივებული 2007-12-31 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თაიღი: 2007-11-30
  5. "Our songs deal with personal challenges as well as on spiritual struggles." -Pål Dæhlen ინტერვიუ CrossOver-თან დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.