ლე კორბუზიე

ფრანგი არქიტექტორი, დიზაინერი და ურბანისტი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შარლ ედუარ ჟანერე (ფრანგ. Charles-Edouard Jeanneret), უკეთ ცნობილი როგორც ლე კორბიუზიე (ფრანგ. Le Corbusier [lə kɔʁbyzje]) (დ. 6 ოქტომბერი, 1887, ლა-შო-დე-ფონი, შვეიცარია — გ. 27 აგვისტო, 1965, როკბრიუნ-კაპ-მარტენი, ლაჟვარდოვანი ნაპირი, საფრანგეთი) — ფრანგი-შვეიცარიელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი.

ლე კორბუზიე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 6 ოქტომბერი, 1887(1887-10-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19]
დაბ. ადგილი ლა-შო-დე-ფონი, ნევშატელის კანტონი, შვეიცარია[20] [21] [19]
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1965(1965-08-27)[1] [3] [22] [4] [5] [6] [23] [7] [8] [9] [10] [24] [11] [12] [13] [16] [18] [19] (77 წლის)
გარდ. ადგილი როკებრიუნ-კაპ-მარტინი, ზღვისპირა ალპები, საფრანგეთი[21] [19]
დასაფლავებულია როკებრიუნ-კაპ-მარტინი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[20] [16] [25] , მხატვარი[16] , მწერალი, ქალაქთმშენებელი[16] , ფოტოგრაფი[26] , მხატველი[27] , textile artist[28] , ვიზუალური არტისტი[29] და დიზაინერი[19]
მოქალაქეობა  შვეიცარია[17] [19]
საფრანგეთი[30] [17]
მიმართულება მოდერნისტული არქიტექტურა, ბრუტალიზმი და პურიზმი
მნიშვნელოვანი პროექტები ნოტრ-დამ-დიუ-ო, ვილა სავოი, Unité d'habitation, Radiant City და Tsentrosoyuz building
ჯილდოები აამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, სამეფო ოქროს მედალი, ფრანკ პ. ბრაუნის მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, Sikkens Prize[31] , ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის საპატიო დოქტორი, ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[32]
მეუღლე Yvonne Le Corbusier
ნათესავ(ებ)ი Pierre Jeanneret
ხელმოწერა

სახელი გაითქვა მოდერნისტული (ე.წ. „საერთაშორისო სტილის“) ნამუშევრებით. ლე კორბუზიე პიონერი იყო თანამედროვე დიზაინის თეორიულ სწავლებაში და თავი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების შექმნის სამსახურს მიუძღვნა. სწორედ ლე კორბიუზიეს მიიჩნევენ სტუდიოს ტიპის ბინების კონცეფციის ერთ-ერთ ავტორად. მისი შენობები გამოირჩევა ბრტყელი ზედაპირებით, ლენტური ფორმის ფანჯრებით, შენობის ქვემო ნაწილში ღია საყრდენებით და თავისუფალი სტილის დაგეგმარებით.

მისი კარიერა ხუთ ათწლეულს გრძელდებოდა და მისი ხელწერით შექმნილი ხელოვნების ნიმუშებად შერაცხული შენობები და კომპლექსები ცენტრალური ევროპის, ინდოეთის, რუსეთის, მრავალ ქალაქში მოიძებნება. ლე კორბუზიეს პორტრეტი (განუყრელი სათვალითურთ) გამოსახულია შვეიცარულ ათფრანკიანზე.

ცხოვრება

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

შარლ-ედუარ ჟანერე დაიბადა ლა-შო-დე-ფონში, მცირე ქალაქში ნევშატელის კანტონში შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. სახვითი ხელოვნებით გატაცებული ბავშვობიდან იყო; სწავლობდა ლა-შო-დე-ფონის ხელოვნების სკოლაში შარლ ლ'ეფლატენიეს ხელმძღვანელობით, რომელსაც განათლება ბუდაპეშტსა და პარიზში ჰქონდა მიღებული. მისი არქიტექტურის მასწავლებელი იყო რენე შაპალა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ლე კორბუზიეს ადრეულ შენობებზე.

მის პირველ პროექტებს შორის იყო ვილა ფოლე, ვილა შვობი და ვილა ჟანერე (მისი მშობლების სახლი) ლა-შო-დე-ფონში. ამ პროექტებში ასახულია ალპებში პოპულარული ადგილობრივი მთის არქიტექტურა.

მის ადრეულ წლებში ის ხშირად მოგზაურობდა ევროპაში მისი მშობლიური ქალაქის პროვინციული ატმოსფეროსგან გასაქცევად. 1907 წელს ის პარიზში მიემგზვრება, სადაც სამუშაოს პოულობს ოგუსტ პერეს, ფრანგი არმირებული ბეტონის პიონერი, ოფისში. 1910-11 წლებში ის ბერლინთან ახლოს არქიტექტორ პეტერ ბეჰრენსთან მუშაობს, სადაც ლუდვიგ მის ვან დერ როეს და ვალტერ გროპიუსს ხვდება. მათთან შეძენილი გამოცდილება მნიშვნელოვანი ხდება მთელი მისი გვიანდელი კარიერისთვის.

1911 წლის ბოლოს ის ბალკანეთში მოგზაურობს, ეწვევა საბერძნეთსა და თურქეთს და ნანახის ჩანახატებს აკეთებს, მათ შორის პართენონის მის განთქმულ ნახაზებს, რომლის ფორმებს ის მოგვიანებით აღწერს ნაშრომში Vers une architecture (1923).

ადრეული კარიერა

რედაქტირება

ფსევდონიმი

რედაქტირება

ურბანიზმი

რედაქტირება

კორბუზიე ილაშქრებდა ეკლექტიზმისა და შენობის ჭარბი მორთულობის წინააღმდეგ. ტექნიკასა და ინდუსტრიული მშენებლობის სერიულობაში ის ხედავდა არქიტექტურის განახლებას, ხოლო ნაგებობის ფუნქციურად გამართლებულ სტრუქტურაში–მდიდარ ესთეტიკურ შესაძლებლობებს. იზიარებდა უტოპიურ ოცნებას არქიტექტურის მეშვეობით საზოგადოების გარდაქმნის შესახებ. 1920–იანი წლების ნამუშევართაგან აღსანიშნავია საცხოვრებელი სახლი–სიტროენი, ლა როშისა და ჟანერეს საცხოვრებელი სახლების კომპლექსი პარიზში, ვილა სავოი. დაგროვილი გამოცდილების განზოგადების საფუძველზე შექმნა თანამედროვე არქიტექტურის 5 ამოსავალი წერტილი: საყრდენ ბოძებზე შემდგარი შენობა, ბრტყელი სახურავ–ბაღი, თავისუფალი შიდა–დაგეგმარება, ლენტური სარკმელი, ფასადის არამზიდავი კედელი.

XX საუკუნის 20 – 30–იან წლებში კორბუზიე ავითარებდა ვერტიკალური ქალაქ–ბაღის იდეას, რაც მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ითვალისწინებდა.

XX საუკუნის 40–იან წლებში არქიტექტურული სივრცის პრობლემის კვლევისას კორბუზიემ შექმნა მოდულორი–ადამიანის სხეულის პროპორციებზე დაფუძნებული ჰარმონიულად დაკავშირებული სიდიდეების სისტემა.

XX საუკუნის 50–იან წლებში შექმნილ ნამუშევართაგან აღსანიშნავია: საცხოვრებელი სახლი მარსელში, კაპელა ნოტრ დამ–დიუ–ო როშანში. 50–60–იან წლებში ის დიდ ყურადღებას უთმობდა შიდა სივრცის ორგანიზაციას, ფუნქციური სქემისა და არქიტექტურული სტრუქტურის ურთიერთდამოკიდებულებას.

მნიშვნელოვანი პროექტები

რედაქტირება
 
ჰოტის ღვთისმშობლის ტაძარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118676873 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  3. 3.0 3.1 Le Corbusier
  4. 4.0 4.1 Le CorbusierOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 7.0 7.1 Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 ეროვნული მუზეუმი — 1792.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 StructuraeRatingen: 1998.
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  15. Léonore databaseministère de la Culture.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 The Fine Art Archive — 2003.
  17. 17.0 17.1 17.2 SIKART — 2006.
  18. 18.0 18.1 Munzinger Personen
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 The Other Interface
  20. 20.0 20.1 Arkitekter verksamma i Sverige — 2015.
  21. 21.0 21.1 http://www.sikart.ch/KuenstlerInnen.aspx?id=4000293
  22. Charles-Edouard; Jeanneret-Gris, Charles-Edouard Le Corbusier [Jeanneret] — 2006.
  23. Nationalencyklopedin — 1999.
  24. Academy of Arts, Berlin — 1696.
  25. http://arch-pavouk.cz/index.php/architekti/247-le-corbusier
  26. fotoCH
  27. Compositie
  28. https://rkd.nl/nl/explore/artists/48519
  29. http://kmska.be/collection/work/data/0mht5t
  30. Museum of Modern Art online collection
  31. http://www.sikkensprize.org/winnaar/le-corbusier/
  32. Charles-Edouard Le Corbusier
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლე_კორბუზიე“-დან