საერთაშორისო სტილი (არქიტექტურა)
საერთაშორისო სტილი — არქიტექტურული მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა 1920-იანი წლებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მთავარი მახასიათებელია წარსულ ტრადიციებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, გლუვი ზედაპირების გამოყენება და ორნამენტების მოშორება. ეს არქიტექტორები ცდილობენ რეგულარობის პრინციპი შეინარჩუნონ და გამოიყენონ ამისთვის ბეტონის მასალა. საერთაშორისო სტილს ახასიათებს მკვეთრი მოდერნისტული ტენდენციები.
ისტორიული კონტექსტი
რედაქტირებასაერთაშორისო სტილი მომდინარეობს მოდერნიუსტული მიმდინარეობისგან და ვითარდება 1920-1940 წლებში. გერმანიაში იგი წარმოდგენილია ბაუჰაუზის სკოლის, საფრანგეთში ახალი სულისკვეთებისა და ლე კორბუზიეს სახით. იგი ხასიათდება XIX საუკუნის ბოზ-არტთან კავშირის გაწყვეტით, თუმცა აგრძელებს ვიოლე-ლე-დუკისა და ახალი ხელოვნების ფუნქციონალისტურ იდეებს.
გამოთქმა "საერთაშორისო სტილი" პირველად ჩნდება 1932 წელს ხელოვნების ისტორიკოსის, ჰენრი-რასელ ჰიჩკოკისა და ფილიპ ჯონსონის ნაშრომში, რომელიც ეხება ნიუ-იორკის MoMA-ს ექსპოზიციას, თანამედროვე არქიტექტურა. მოდერნისტული მიმდინარეობის გარდაქმნა საერთაშორისო სტილად მოხდა აშშ-ში ბაუჰაუზის იდეების გავრცელების შემდეგ. 1933 წელს გერმანიაში ნაცისტების მოთხოვნით ბაუჰაუზის სკოლა დაიხურა და ეს არქიტექტორები აშშ-ში გადავიდნენ. გერმანიაში მათი ნამუშევრები დაანგრიეს.
სტილის წარმომადგენლები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვეისელჰოფის მამული
- ვეისელჰოფის მამულის ფოტოგალერეა დაარქივებული 2008-02-23 საიტზე Wayback Machine.
- თელ-ავივის თეთრი ქალაქი - მოდერნისტული მიმდინარეობა დაარქივებული 2010-09-04 საიტზე Wayback Machine.
- One Wilshire Building[მკვდარი ბმული]