ფილიპ ჯონსონი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯონსონი, ფილიპ)
ფილიპ ჯონსონი (Philip Cortelyou Johnson; დ. 8 ივლისი, 1906 — გ. 25 იანვარი, 2005) — გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი. მისი სქელი, მრგვალჩარჩოინი სათვალით ჯონსონი ყველაზე ცნობადი ფიგურა იყო ამერიკულ არქიტექტურაში მრავალი ათწლეულის განმავლობაში.
1930 წელს დააფუძნა მომას არქიტექტურისა და დიზაინის განყოფილება, ხოლო მოგვიანებით (1978), ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედლით და პრიცკერის პრემიით (1979) დაჯილდოვდა. განათლება მიიღო ჰარვარის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლაში.