ნოტრ-დამ-დიუ-ო
ნოტრ-დამ-დიუ-ო, ჰოტის ღვთისმშობლის ეკლესია (ფრანგ. Notre Dame du Haut, სიტყვასიტყვით "ღვთისმშობელი მაღლობებზე", კოორდ. ) — სალოცავი, აშენებული 1950-55 წლებში ფრანგულ სოფელში რონშანი (Ronchamp), ბელფორთან, არქიტექტორი ლე კორბუზიეს მიერ.
ტაძარი მხატვრული თვალსაზრისით XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი საკულტო შენობა გახდა. მისი მშენებლობის ინიციატივა ეკუთვნის ღვთისმსახურ პიერ-ალენ კუტურიეს, რომელიც უწინ თანამედროვე ხელოვნების ორი უდიდეს წარმომადგენელთან - მატისთან და შაგალთან - მუშაობდა. ათეისტ ლე კორბუზიეს თავდაპირველად იდეა მომხიბვლელი არ ეჩვენა, თუმცა რონშანის მონახულებამ მას პროექტის დაწყება გადააწყვეტინა იმ პირობით, რომ კათოლიკური ეკლესია მას სრულ შემოქმედებით თავისუფლებას მისცემდა.
არქიტექტურა
რედაქტირებარონშანის სამრეკლო იდეალურად ერწყმის ადგილობრივ რთულ ლანდშაფტს. მრუდი სიბრტყის სახურავი ნიჟარის ფორმისაა, რომელიც ლე კორბუზიემ ლონგ-აილენდის პლაჟზე იპოვა. ნიჟარის ფორმაში თავშესაფრისა და თავდაცულობის განსახიერების დანახვით ლე კორბუზიემ იქვე პლაჟზე რამდენიმე "სკულპტურა" შექმნა, რომლებიც სამრეკლოს პროტოტიპი გახდა. კოშკები ტაძრის გვერდებზე მსგავსია ესკიზების, რომლებიც ლე კორბუზიემ 1911 წელს სტუდენტური მოგზაურობისას შექმნა ადრიანეს ვილაზე.
ტაძრის სამხრეთი კედელი გაჭრილია არარეგულარულად განლაგებული ვიტრაჟიანი ხვრელებით, რომელთა მეშვეობით ინტერიერში სინათლე შედის. ტაძრის ღია სივრცე ქვის საკურთხევლითა და ღვთისმშობლის ქანდაკებით რომანულ ეპოქამდელი ჩრდილოევროპის ტაძრებისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმს ქმნის. დიდი რაოდენობით მლოცველთა შეკრებისას დიდ დღესასწაულებზე ლოცვები გარეთ ტარდება სპეციალურად მოწყობილ საკურთხეველზე.
თავდაპირველად შენობის არასტანდარტულმა იერმა ადგილობრივ მცხოვრებთა მკაცრი პროტესტი გამოიწვია, თუმცა ამჟამად ტაძრის მოსანახულებლად ჩამოსული ტურისტები არემარის ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Stoller, Ezra. The Chapel at Ronchamp. Princeton Architectural Press, 1999.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of Ronchamp
- სამრეკლო რონშანში დაარქივებული 2009-02-13 საიტზე Wayback Machine.