ლომბარდიის რკინის გვირგვინი

რკინის გვირგვინი (იტალ. Corona Ferrea; ლათ. Corona Ferrea Langobardiae) — მნიშვნელოვანი რელიკვია და ერთ-ერთი უძველესი სამეფო გვირგვინი ევროპაში. დაცულია მონცას საკათედრო ტაძარში მილანთან, თანამედროვე ლომბარდიის დედაქალაქში.

რკინის გვირგვინი

ანტიკურობა

რედაქტირება
 
მონცას საკათედრო ტაძარი

რკინის გვირგვინის სახელწოდება წარმოდგება მასში ჩასმული დაახ. 1 სმ-ის სიგანის რკინის სარტყლისგან, რომელიც გადმოცემით იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი. ტრადიციის მიხედვით, ეს ლურსმანი პირველად იმპერატორ კონსტანტინე I-ს დედამისმა მისცა, რომელმაც თავის მხრივ ეს ჯვარი აღმოაჩინა.

თუ როგორ ჩაუვარდა ეს ლურსმანი ლომბარდის მეფეებს, ჩრდილოეთ იტალიის გერმანელ დამპყრობლებს, გაურკვეველია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად მის აღმოჩენასთან დაკავშირებულია თეოდელინდა, ლანგობარდთა დედოფალი. შემდგომში ეს გვირგვინი ლომბარდიის მეფეთა, მოგვიანებით კი შუასაუკუნეების იტალიის სამეფოს სიმბოლო გახდა.

გვირგვინის გარე სარტყელი ექვსი ჭედური ოქროსა და მინანქრის სეგმენტისგან შედგება, რომელიც გარშემო ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი ჯვრებისა და ყვავილების რელიეფური ფორმებით. სარტყლები ერთმანეთზე მცირე ზომის ანჯამებითაა დამაგრებული.

გვირგვინის მცირე ზომა და ანჯამური კონსტრუქცია მიანიშნებს იმაზე, რომ თავდაპირველად იგი გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო. მკვლევარების ვარაუდით გვირგვინის ორი სეგმენტი დაკარგული უნდა იყოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება