ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სინემატოგრაფი (cinématographe) — კამერა, რომელიც მოიცავს კინოპროექტორსა და გადამღებ მოწყობილობას. გამოიგონეს 1890-იან წლებში.

კინომატოგრაფიის სეანსის აფიშა, 1985 წელი.

გამომგონებლის ვინაობა საკამათოა. ერთი ვერსიით მოწყობილობა პირველად გამოიგონა და დააპატენტა როგორც "Cinématographe Léon Bouly" ფრანგმა გამომგონებელმა ლეონ ბულიმ 1892 წლის 12 თებერვალს. ბულიმ უსახსრობის გამო პირველ წელს პატენტის რენტა ვერ გადაიხადა და ლიცენზია მისგან ძმებმა ლუმიერებმა შეისყიდეს.

ზოგადი რწმენით პირველად იდეა ლუი ლუმიერს მოუვიდა, ხოლო პატენტი ორივე ძმამ გაიყო. მათვე შექმნეს აპარატისთვის პირველი ფილმი "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ" (Sortie de l'usine Lumière de Lyon, 1894 წელი). ფილმი საზოგადოებას წარმოუდგინეს ლ'ედენში, მსოფლიოს პირველ და უძველეს კინოთეატრში 1895 წლის 28 სექტემბერს.

პირველი კომერციული საზოგადო წარმოდგენა კინემატოგრაფიული ფილმისა შედგა პარიზში 1895 წლის 28 დეკემბერს. მას ორგანიზება გაუწიეს ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინემატოგრაფი“-დან