წმინდა მარიამ მონღოლის ეკლესია, ასევე მუხლიოტისა (ბერძნ.: Θεοτòκος Παναγιώτισσα, სიტყვასიტყვით „უწმინდესი ღვთისმშობელი“ ან Παναγία Μουχλιώτισσα; თურქული სახელი: Kanlı Kilise, ნიშნავს „სისხლის ეკლესიას“), აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესია სტამბოლში. ეს კონსტანტინოპოლის ერთადერთი ბიზანტიური ტაძარია, რომელიც მეჩეთად არასდროს გადაუკეთებიათ და ყოველთვის ბერძნულ მართლმადიდებლური ეკლესია იყო.

"სისხლის ეკლესია"

ეკლესია, რომელიც ძირითადად დახურულია და მაღალი გალავნის უკან იმალება, სტამბოლის ფათიჰის უბანში მდებარეობს, ფენერის რაიონი. ტაძარი აგებულია კაფერ მეკტები სოკაკზე, ბორცვი, რომელიც ოქროს რქას გადაჰყურებს, ფანარის ბერძნული მართლმადიდებლური სასწავლებლის შორიახლოს.