მოსახლეობის აღწერა

მოსახლეობის აღწერა — ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული ვითარების ამსახველი მონაცემების მოპოვება, მათი დამუშავება, ანალიზი და შეფასება. ტერმინი მოიცავს ზემოთ აღწერილ მთელ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

აღმწერის ვიზიტი მოძრავ სახლში მცხოვრებ ოჯახთან, ნიდერლანდები, 1925

საქართველოში მოსახლეობის აღწერას აწარმოებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. უკანასკნელი აღწერა ჩატარდა 2014 წელს[1].

ცენზი ძველ რომში

რედაქტირება

ცენზი — ხალხის დაყოფა ქონებრივი ან ასაკობრივი სტატუსის გათვალისწინებით.

რომის მეფემ სერვიუს ტულიუსმა რომის მოსახლეობა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით ცენზებად დაყო. იგი მიზნად ისახავდა მდიდარი პატრიციების და პლებეებისგან ერთიანი პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბებას. ამ ძალისხმევის შედეგად რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზით 6 კლასად და 193 ცენტურიად დაიყო. თითო ცენტურია თითო კენჭსაყრელ ერთეულს წარმოადგენდა, მათი შეკრება კი ცენტურიალურ კომიციად იწოდებოდა.

ხალხი განიხილებოდა როგორც ჯარი და მთელი მოსახლეობა დაყოფილი იყო მხედრებად (equites) და ქვეითებად (pedites). ქვეითები იყოფოდნენ ზოგი ცნობით ხუთ და ზოგით კი — (დიონისიუს ჰალიკარნასელი) ექვს კლასად. მეექვსე კლასში ითვლებოდნენ ყველა, ვინც ქონებრივი ცენზით ვერ აღწევდა მეხუთე კლასს. იმის მიხედვით თუ რომელ კლასს მიეკუთვნებოდა ადამიანი, განისაზღვრებოდა თუ რა გადასახადი უნდა გადაეხადა და რა სახის სამხედრო სამსახური გაეწია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება