საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

(გადამისამართდა გვერდიდან საქსტატი)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი უწყება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.[1]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
უწყების შესახებ
შეიქმნა 2009
იურისდიქცია დამოუკიდებელი
თანამშრომლები 221 (2016 წ. საშტატო განრიგით)
ყოველწლიური ბიუჯეტი 10 785 000 (2020)
უწყების ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორი
უწყების ტიპი სსიპ
საიტი
www.geostat.ge

სტატისტიკის წარმოების ძირითადი პრინციპები:

რედაქტირება
  1. მნიშვნელოვნობა, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
  2. პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა;
  3. ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
  4. სტატისტიკური მონაცემების მცდარი გამოყენების თავიდან აცილება;
  5. სტატისტიკური წყაროს არსებობა;
  6. კონფიდენციალურობა;
  7. საკანონმდებლო ბაზის საჯაროობა;
  8. ეროვნული კოორდინაცია;
  9. საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება;
  10. საერთაშორისო თანამშრომლობა.

ძირითადი ფუნქციები

რედაქტირება
  1. სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  2. სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შემუშავება;
  3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა წარმოება, რომელიც მოიცავს:
    • სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;
    • ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;
    • დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;
    • სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;
    • გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
    • საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას;
  4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;
  5. ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
  6. სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა.

ხელმძღვანელობა

რედაქტირება

საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა დაქვემდებარებაში შედის 11 სხვადასხვა დეპარტამენტი. აღმასრულებელი დირექტორი ასევე არის ორი სათათბირო ორგანოს — საბჭოს წევრი: ესენია საქსტატის საბჭო და მრჩეველთა საბჭო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს კანონი სტატისტიკის შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (12 ნოემბერი, 1997). ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2020.